Sep 14, 2013

შემოდგომა 2013 ტრენდები

ყოველ ჯერზე გვესმის: „ახალ სეზონში მოდაში ეს ფერი იქნება!“. ჰოდა, აი „ამ ახალ სეზონსაც“ მივადექით და დროა გავიდოთ, თუ რა ფერის ტანსაცმელს შევარჩევთ ჩვენი გარდერობისთვის. რომელიმე ფერზე ზედმეტად გაფანატება არ ღირს - მაგალითად განურჩევლად ყველა მწვანე სამოსის ყიდვა, ან თმის მწვანედ შეღებვა.
თუკი არ მოგწონთ, მაგალითად სტაფილოსფერი, ან ვთქვათ, იგი არ გიხდებათ, ნუ შეიძენთ ამ ფერის ტანსაცმელს მხოლოდ იმიტომ, რომ სტაფილოსფერი მოდაშია. საკმარისი იქნება, თუკი მოდური ფერის რომელიმე აქსესუარს იქონიებთ, რომელიც თქვენს სხვა ნივთებს მშვენივრად შეეწყობა.
როგორც წესი, კოლექციებში არც ერთი ფერი არ დომინირებს, მას არჩევენ მოდური სახლების ახალ კოლექციებში ამ ფერის სამოსის რაოდენობის მიხედვით. ყოველ დიზაინერს აქვს მიდრეკილება ამა თუ იმ ფერისადმი, რომელთან მუშაობაც გაუადვილდება და რომელიც, მისი აზრით, ახალი სეზონის პალიტრას გაუძღვება. შემოდგომის სეზონზე დომინანტი მწვანე ფერი იქნება. ეს ფერი საკმაოდ ახალია, და ზაფხულის კაშკაშა დღეებს გაგვახსენებს. მოდაში ასევე მწვანეს ყველა ელფერიც იქნება. თანაც მწვანე ფერი ამშვიდებს და სასიკეთოდ აისახება ჩვენი ტვინის მუშაობაზე.

No comments:

Post a Comment