Sep 14, 2013

შემოდგომა 2013 ტრენდები

ყოველ ჯერზე გვესმის: „ახალ სეზონში მოდაში ეს ფერი იქნება!“. ჰოდა, აი „ამ ახალ სეზონსაც“ მივადექით და დროა გავიდოთ, თუ რა ფერის ტანსაცმელს შევარჩევთ ჩვენი გარდერობისთვის. რომელიმე ფერზე ზედმეტად გაფანატება არ ღირს - მაგალითად განურჩევლად ყველა მწვანე სამოსის ყიდვა, ან თმის მწვანედ შეღებვა.

Sep 11, 2013

ქეთა თოფურიას ქორწილი

ქეთა თოფურია 9 სექტემბერს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ "ბარვიხაში" გაიმართა, სადაც 500-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული. რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები წყვილს ქორწინებას, ხოლო ქეთას დაბადების დღეს ულოცავდნენ. მომღერალმა ორივე ღონისძიება ერთად აღნიშნა.




უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი საკუთარ დაბადების დღეზე გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდა. ქორწილისთვის კაბა ქეთამ საფრანგეთში შეიკერა და ის მომღერალს ორი უზარმაზარი ყუთით ჩამოუტანეს.
საქორწინო ცეკვა შეყვარებულებმა იგორ ნიკოლაევის სიმღერაზე შეასრულეს. მთელი ღამე ქეთა სცენიდან არ ჩამოსულა - სოსო პავლიაშვილის სიმღერაზე ქართული ცეკვაც კი იცეკვა. იმღერა ვალერი მელაძესთან ერთად.




ქეთას მეჯვარე ქრისტინე იმედაძე იყო. საქორწინო კაბები მომღერალმა პარიზში შეაკერინა. ქეთას ორი კაბა ეცვა. პირველ ჯერზე პატარძალმა გრძელფატიანი კაბა ჩაიცვა, რომლის ტარებაშიც მომღერალს ანგელოზის ფორმაში ჩაცმული გოგონები ეხმარებოდნენ, კაბის კორსეტი ბრჭყვიალა კრისტალებით იყო
მორთული. ღამის ორი საათისთვის ქეთამ შედარებით მოკრძალებული კაბა ჩაიცვა, რომელიც ცეკვაში ხელს აღარ უშლიდა.






ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა ხელი 7 სექტემბერს მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ქორწილთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული იყო. 26 წლის მომღერალი ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანს უკვე სამი წელია ხვდება.

იზაბელ მარანტები


 როგორა ხართ? ალბათ, სკოლის მოლოდინში უკვე კომპიუტერიც ძალზედ მოგწყინდათ. ხანდახან ვიტყვი - რა ვაკეთო? რა ვაკეთო... შევალ ფეისბუქში, დავათვალიერებ სიახლეებს და მაინც, ვარ მოწყენილი...
მაგრამ არსებობს ჩვენი ბლოგი,რომელიც გაწვდით ძალიან საინტერესო ინფორმაციებს.მოდით დღეს ცოტა გავხალისდეთ... დღეს შემოგთავაზებთ ”იზაბელ მარანტების“ ფოტოებს. თუ რომელიმე მოგეწონებათ მე მოგაწოდებთ მისი შეძენის საშუალებასაც :* უბრალოდ მოგვწერეთ მეილზე (მარჯვნივ სვეტში)

1)


















Sep 10, 2013

მოვემზადოთ სკოლისთვის!

                       მოვემზადოთ სკოლისთვის!
გვინდა სკოლის დაწყება, რადგანაც "გამოვაქვეყნოთ" ჩვენი საამაყო ჩასაცმელი.გვინდა ყველას ვაჩვენოთ ჩვენი შეცვლილი იმიჯი. მთავარი მაინც ჩაცმულობაა, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მოგცეთ საუკეთესო რჩევები.

თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთისაგან განსხვავებული გემოვნება გვაქვს,ამიტომაც ვეცდები მოვერგო შეძლებისდაგვარად ყველა თქვენგანს,თუმცა პირველ რიგში ჩემი მთავარი რჩევა იქნება არ დაკარგო ინდივიდუალურობა,რადგან ძირითადად პირველ დღეს ყველა ერთნაირად იმოსება.ალბათ ბევრ თქვენგან აღმოუჩენია თქვენივე კლასელი თუ კურსელი,რომელსაც იგივე ფეხსაცმელი,მაისური თუ შარვალი აცვია,არადა შენ ხო ემზადებოდი რომ იყო ამ დღეს განსაკუთრებული,ამ დროს კი უბრალოდ გინდა რომ არ გამოჩნდეთ ერთად და სხვებმა არ შეამჩნიონ ” თქვენი მსგავსება”

Sep 9, 2013

გავითეთროთ კბილები #1

ყველა სატელევიზიო რეკლამაში ნახავთ ბედნიერ და მომღიმარ ხალხს, რომლებიც ყვებიან თუ როგორ მიაღწიეს "თვალისმომჭრელ სითეთრეს" მხოლოდ ნაჩვენები კბილის პასტის გამოყენებით, მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჯერება. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო ეფექტურობის, არამედ უსაფრთხოების მოთხოვნებსაც. კბილის პასტა არა მარტო ინდივიდუალური, არამედ თქვენი სტომატოლოგის არჩევანიცაა. აუცილებლად ჰკითხეთ მას რჩევა კბილის პასტის არჩევისას.

1.საღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საშუალებებია: 

ლეა მიშელი ნიუ იორკში

ლეა გუშინ წინ, ჩამოფრინდა ნიუ იორკში.

ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა: სპორტული შარვალი,ელეგანტური ჩანთა, თეთრი ბლუზა და ჯინსის ჟაკეტი.

27 წლის მსახიობმა ბოლოს ტვიტერში თავისუფლების დღეზე დაპოსტა:

დავბრუნდი სამუშაოზე :) დღეს ბევრი ვიცეკვე #GleeSeason5 #Beatles

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლეა კორის

ადამიანების 95% ხელებს არასწორად იბანს

როგორ უნდა დავიბანოთ სწორად ხელები? ბევრ ჩვენგანს, ალბათ, ამ საკითხზე არც უფიქრია. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობა ხელებს სწორად არ იბანს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებრივი ტუალეტის 3 749 მომხმარებელზე დაკვირვება აწარმოეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 15%, ქალების 7% საერთოდ არ იბანს ხელს ტუალეტის შემდეგ.