May 4, 2013

ყველაზე ეფექტური დიეტა


თუ გინდათ, რომ 5 კვირაში დაიკლოთ დაახლ. 5-6 კგ აუცილებლად დაიცავით ეს დიეტა.

შესაძლებელია 5 კვირაში 6-7 კგ-ის დაკლება. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ კარტოფილი, ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი.





სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს - ბოსტნეული და ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი.






რჩევა #1: რაციონიდან ამოიღეთ პური, ან თეთრი პური შეცვალეთ ჭვავის(შავი) პურით :)





რჩევა #2 :კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოვიღოთ კალორიული ხილი (ბანანი, ფორთოხალი), ნამცხვრები, შაქარი და შემწვარი პროდუქტები.

რჩევა #3: დიეტის დაცვის დროს ძალიან ეფექტურია ვაშლი




რჩევა #4: ძალიან კარგია დიეტის დაცვასთან ერთად ვარჯიში, განსაკუთრებით კი დილით სირბილი.

დაგველოდეთ,ვარჟიშებს ჩვენი ბლოგი მალე შემოგთავაზებთ! იმედია, ეს დიეტა დაგეხმარებათ ჭარბი წონის დამარცხებაში!




ავტორი: სესილი ბერიძე

May 3, 2013

ტესტი: თმის მოვლა



ჯანსაღი თმა რომ გქონდეთ, მისი სწორად მოვლა უნდა შეძლოთ. თუ რა სჭირდება თქვენს თმას იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეს, ტესტიდან შეიტყობთ.



1. იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, რამდენად ხშირად სჭირდება თქვენს თმას დაბანა?

ა. ყოველდღიურად, ორ დღეში ერთხელ მაინც

ბ. აუცილებლად ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერ

გ. სამ დღეში ერთხელ

დ. ორ-სამ დღეში ერთხელ. თმის ძირები ცხიმიანდება, ბოლოები კი მიშრება.

2. როგორი თმის ძირები გაქვთ?

ა. დაბანის შემდეგ თმის ძირები უნაკლოდ სუფთაა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს გაცხიმიანებას იწყებს

ბ. თმის ძირები სუფთაა მხოლოდ დაბანიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, დღის ბოლოს კი ისევ მიცხიმიანდება

გ. დაბანის შემდეგ თმა მშრალია. მესამე-მეოთხე დღეს კი მიცხიმიანდება

დ. პირველ დღეს თმა იდეალურ მდგომარეობაშია, მეორე დღეს ძირები გაცხიმიანებას იწყებს, ღერო კი რამდენიმე დღის განმავლობაში მშრალი რჩება.

3. როგორია თქვენი თმის ღერის მდგომარეობა?

ა. ნორმალური, შიგადაშიგ ცხიმიანი, იშვიათად მცვივა

ბ. თმის ცვენის პრობლემა უცხოა ჩემთვის

გ. თმის ღერი მშრალია, ადვილად ტყდება და მცვივა

დ. მშრალია და მცვივდა

4. გიბრწყინავთ თუ არა თმა ბუნებრივად გაშრობის შემდეგ?

ა. დაბანიდან პირველ დღეს მიბრწყინავს. მეორე-მესამე დღეს კი გაცხიმიანებას იწყებს.

ბ. მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში

გ. პრაქტიკულად არა

დ. დაბანისთანავე ბრწყინავს ძირები, 3-4 დღის შემდეგ კი ბრწყინვალება უკვალოდ ქრება.

5. თმა გემუხტებათ?
ა. იშვიათად
ბ. თითქმის არასდროს
გ. ძალიან ხშირად
დ. მხოლოდ ძირები

6. მშრალი თმის ერთ ნაწილზე თმის კონდიციონერი დაიდეთ, შედეგი ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ...
ა. კონდიციონერის შემდეგ თმა ფაფუკი და მბრწყინავი გახდა. ადვილია მისი დამორჩილება
ბ. კონდიციონერს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა
გ. თმა გამომიშრა
დ. კონდიციონერი აშკარად "ეცადა", მაგრამ სრულყოფილი შედეგი მაინც არ მაქვს

7. როგორ ემორჩილება თმა დავარცხნას?
ა. ვარცხნილობა ხანგრძლივად მიძლებს ლაქისა და მუსის გამოყენების გარეშეც
ბ. ვარცხნილობა კარგად ძლებს, თუკი კონდიციონერს გამოვიყენებ.
გ. ვარცნილობას ძნელად ვიკეთებ და ძალიან მცირე ხნით მიძლებს
დ. კარგად ძლებს, თუკი ძირებიდანაა დახვეული.


შედეგები

თუ პასუხებში ჭარბობს "ა", თქვენ ნორმალური თმა გაქვთ. თავის კანი სუფთა გაქვთ და არც ქერტლს უჩივით.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ორ დღეში ერთხელ დაიბანეთ. თუ თმა შეღებვას ან გაუფერულებას არ ემორჩილება, "უნივერსალური" შამპუნი გამოიყენეთ. უკეთესია, თუ მის შემადგენლობაში თმის ღერის გასამაგრებელი ნივთიერება, ვიტამინები, ამინომჟავები, ინის ნაყენი და ჩაის ექსტრაქტი შედის.


თუ პასუხებში ჭარბობს "ბ", თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ და ამის გამო თმა იშვიათად გაქვთ ფორმაში.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ყოველდღიურად დაიბანეთ ანტიბაქტერიული ნივთიერებების შემცველი შამპუნით. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ თმის ზეთი ცხიმიანი თმისთვის. ნიღბებით გატაცებას არ გირჩევთ (მაქსიმუმ თვეში ერთხელ გამოიყენეთ).

არც თავის მასაჟს გირჩევთ, რადგან ეს პროცედურა ცხიმიანი უჯრედების გააქტიურებას უწყობს ხელს. მშრალი და ნორმალური თმისგან განსხვავებით, ცხიმიანი თმა უკეთ იტანს ქიმიურ და თერმულ პროცედურებს.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "გ", თქვენ მშრალი თმა გაქვთ, გაწუხებთ ქერტლიც.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა: თმა 3-5 დღეში ერთხელ დაიბანეთ. გამოიყენეთ ლანოლინის შემცველი შამპუნი, რომელიც თხელი თმისთვის გამოიყენება. მშრალ თმას აუცილებლად სჭირდება ბალზამის დახმარება.

თმას ცხელი ჰაერი კიდევ უფრო აშრობს, ამიტომ ზომიერად გამოიყენეთ თმის ფენი. ასეთი ტიპის თმისთვის რეკომენდებული არ არის ქიმია და ხშირი შეღებვა.


თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "დ", თქვენ შერეული ტიპის თმა გაქვთ.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ორ დღეში ერთხელ დამარბილებელი შამპუნით დაიბანეთ. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. დაბანამდე წაისვით მკვებავი ნიღაბი, ბანაობის შემდეგ კი სამკურნალო ბალზამი.


ავტორი: სესილი ბერიძე

May 2, 2013

მკითხაობა ციფრებზე


თქვენს წინაშეა შუასაუკუნეებისდროინდელი მკითხაობა ცხრილის მიხედვით. ჩაიფიქრეთ სურვილი, დაუფიქრებლად დაადეთ ხელი ცხრილს, რომელიც 1-დან 100-მდე ციფრისგან შედგება. რომელ ციფრზეც მოხვდება თითი – პასუხიც შესაბამისი იქნება.

1 – შენი გული დამწუხრებულია;
2 – მოგება გექნება, მაგრამ ცრემლიც;
3 – შენი ნიჭი უკვე დამარხე, გაუფრთხილდი დანარჩენს;
4 – იმედები არ გაგიცრუვდება, იცხოვრე პატიოსნად;
5 – დიდი სიხარული გელის, მაგრამ ფრთხილად იყავი;
6 – განაგდე შენგან ბოროტი აზრები, თორემ დაისჯები;
7 – ყველაფერი იცვლება ამქვეყნად: ღარიბიც კი ერთ დღეს შეიძლება გამდიდრდეს;
8 – ნუ შეუშინდები, თამამად გასწიე წინ: ვინც ეძებს, ის პოულობს;
9 – ფრთხილად იყავი, სულელის როლში არ აღმოჩნდე;
10 – ვინც დააპურე და გაათბე, სწორედ ის გიღალატებს;
11 – საქმე, რომლისგანაც სარგებელს ელოდი, ჩაიშლება;
12 – მოერიდე მლიქვნელი ადამიანების საზოგადოებას;
13 – ნუ ხარჯავ უქმად დროსა და ფულს;
14 - შენი სურვილის ასრულებას დრო სჭირდება;
15 – წარმატებული ცხოვრება გექნება;
16 – აკეთე კეთილი საქმე, დაეხმარე ახლობლებს, განაგდე ბოროტი აზრები;
17 – ახლობელი გაწყენინებს, ცრემლი გექნება;
18 – დაელოდე, დიდი ბედნიერება გელის, მაგრამ თუ ყურს დაუგდებ ქალის რჩევას, ყველაფერს დაკარგავ;
19 – ბევრ სიკეთეს თესავ და ამ სიკეთისთვის დღეგრძელი იქნები;
20 – ბევრი მტერი გეყოლება, მაგრამ ყველას დაამარცხებ;
21 – რაც ჩაიფიქრე, აგისრულდება;
22 – დიდი ქარცეცხლი დატრიალდება: თუ ჭკვიანურად მოიქცევი, აირიდებ.
23 – ნუ გაუკეთებ სხვას ცუდს და შენც არ მოგექცევიან ბოროტად;
24 – ვისი იმედიც გაქვს, შენს ზურგსუკან დგას;
25 – ცოტაც მოითმინე, სულ მალე შვება გექნება;
26 – დიდი სიხარული გელის;
27 – სულ ტყუილად ოცნებობ ამაზე;
28 – სიბერეში სიმშვიდესა და სიხარულში იცხოვრებ;
29 – ჩვენი ცხოვრება ზღვასავით ღელავს. ის, ვინც მიგატოვა, ტალღასავით დაგიბრუნდება;
30 – რასაც ითხოვ და გსურს, მალე მიიღებ, მაგრამ ენას კბილი დააჭირე;
31 – მეგობრები მოგატყუებენ და იმედები გაგიცრუვდება;
32 – ფეთქებადი ხარ, ყველას არ ესმის შენი, არადა, გული კეთილი გაქვს. შენსკენაც გამოანათებს.
33 – გატყუებს ის, ვისიც ასე გჯერა;
34 – ოქროსაც მოაქვს ცრემლი, მალე ირწმუნებ ჩემს სიტყვებს;
35 – ნუ ფორიაქობ: აგისრულდება, რაზეც ოცნებობ;
36 – მოიშორე სულელური ფიქრები და სიმართლით იცხოვრე;
37 – ადამიანებს შეიძლება დაუმალო, მაგრამ ღმერთს – ვერა; მოვა დრო და გაიხსენებ ამ სიტყვებს.
38 – ახალი ამბავი გაგაოცებს;
39 – ნუ მისცემ შენს ბოროტ აზრებს გასაქანს;
40 – დაიცხრე ვნებები;
41 – ერთს შეჭამ, მეორეს შეჭამ, ბოლოს შენ შეგჭამენ;
42 – მალე შენი სურვილი ასრულდება;
43 – რაღაც დაგამწუხრებს;
44 – ყოველთვის ნუ მოუსმენ ადამიანის რჩევებს;
45 – მიმოიხედე: ვიღაცას შენზე მეტად უჭირს, შენ ღმერთი გმფარველობს;
46 – ნუ განიკითხავ და ნუ გაავრცელებ ბოროტ ჭორებს;
47 – მოვა დრო და მიიღებ იმას, რისკენაც ისწრაფვოდი;
48 – გიყვარს გართობა? იმუშავე იმისათვის, რომ კარგად გაერთო.
49 – საფრთხეს ქუჩაში ელი, არადა, შინ გელოდება;
50 – ყველა შენი დარდი გაივლის;
51 – ექიმებში მოგიწევს სირბილი, თუმცა სერიოზული არაფერია;
52 – ერიდე მხდალ ადამიანებს;
53 – ნუ აიღებ ნაპოვნ ფულს;
54 – შეიყვარე და შეგიყვარებენ;
55 – სიახლეს ელოდე;
56 – ოცნებები სწრაფად ზღაპარში სრულდება, ცხოვრებაში კი ამას დრო სჭირდება;
57 – საეჭვოა, შენი იმედები გამართლდეს;
58 – განშორებას ელოდე;
59 – ფრთხილად იყავი ფინანსურ მაქინაციებთან;
60 – ახალი ამბავი დაგამწუხრებს;
61 – იმედი იქონიე, სურვილი აგისრულდება;
62 – ყველაფერი კარგად იქნება;
63 – გაუფრთხილდი შენს ბარგს. ყურადღებით იყავი;
64 – ღამე სიარულს მოერიდე;
65 – უსაფუძვლოდ დაგადანაშაულებენ;
66 – გზა აგერევა;
67 – სულ ტყუილად იჩხუბეთ, მალე შერიგდებით;
68 – ნუ დაადანაშაულებ საყვარელ ადამიანს ტყუილად;
69 – ვინც გიყვარს, ის გიღალატებს;
70 – არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება;
71 – სიცარიელე შენს ცხოვრებაში მალე შეივსება;
72 – დაისვენე, გადაღლილი ხარ;
73 – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო;
74 – შენთვისაც მოინახება კეთილი გული;
75 – სულ ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება;
76 – ყველას ნუ ენდობი;
77 – სხვის საქმეში ნუ ჩაერევი;
78 – იმედები გაგიცრუვდება;
79 – შენი მომხიბვლელობა დაგეხმარება წარმატებაში;
80– დაისვენე ზღვისპირეთში;
81 – უყვარხარ და ბედნიერი იყავი ამით;
82 – ეს წელი ბევრ წარმატებას მოგიტანს, დაელოდე;
83 – საინტერესო ნაცნობობა გელის და დიდი სიყვარული;
84 – ტკბილი სიბერე გელის;
85 – ხვავი და ბარაქა გექნება;
86 – მზაკვარ თანამშრომელს ერიდე;
87 – საჩუქარს დაელოდე;
88 – ტკივილი გაივლის, შვება მოვა;
89 – მალე საკურთხეველთან მიხვალ;
90 – სტუმრად ყოფნისას საინტერესო პიროვნებას გაიცნობ;
91 – დღეგრძელი იქნები;
92 – ფულადი მოგება გელის.
93 – არადა, გაფრთხილებდნენ...
94 – ბედნიერება კარს მოგდგომია.
95 – გამოჯანმრთელდები;
96 – ხარჯი გექნება;
97 – დიდი სიყვარული გელის;
98 – ტყუილად წუწუნებ, სრულიად ჯანმრთელი ხარ;
99 – შვებას შვილებში ჰპოვებ;
100 – არანაირი მკითხაობა არ გიშველის, თუ ხელს არ გაანძრევ.

Apr 29, 2013

კბილების მოვლა

როგორ მოვუაროთ კბილებს?

კბილების სწორად გახეხვა ბავშვობიდან თითქმის ყველამ ვიცით, თუმცა სტომატოლოგების აზრით, ზედმეტი არ იქნება, ჩვენს ჩვევებს გადავხედოთ.

როდის გავიწმინდოთ კბილები?

საუზმემდე კბილების გახეხვა მიზანშეუწონელია, ვინაიდან ჭამის შემდეგ კბილის მინანქრის დამშლელი საკვების ნადები მათზე ისევ ჩნდება. ამიტომ სტომატოლოგები გვირჩევენ, სანამ ვისაუზმებთ, უბრალოდ, პირში წყალი გამოვივლოთ, ხოლო საუზმის შემდეგ კბილები საფუძვლიანად გავიხეხოთ. ძილის წინ მათი გასუფთავება ასევე აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ღამის განმავლობაში პირის ღრუში მავნე მიკრობებს "ნადიმი" ექნებათ.

როგორ გავიწმინდოთ


სტომატოლოგთა აზრით, კბილების ქვევიდან ზევით და მარცხნიდან მარჯვნივ გახეხვა მთლად სწორი არ არის. ამგვარი მოქმედებით შეიძლება მინანქარი დაზიანდეს და კბილის ნადები ღრძილების ქვეშ შეგროვდეს. კბილების გაწმენდა ზედა ყბიდან უნდა დაიწყოთ ისე, თითქოს ღრძილებიდან საჭმლის ნარჩენებს კბილის ნაპირისკენ გვით. პირველად მარცხენა ძირითადი კბილების გარე ზედაპირის გასუფთავება ხდება, შემდეგ - მარჯვენა ყბის, ბოლოს - ცენტრალური ნაწილის. ზუსტად ასე უნდა მოხდეს კბილების შიგნიდან გასუფთავება. შემდეგ წრიული მოძრაობით მათი ზედაპირი იხეხება. მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ ქვედა ყბაზე გადახვიდეთ. ნუ იჩქარებთ. კბილების გასუფთავების პროცესი, საშუალოდ, 3 წუთი უნდა გრძელდებოდეს (ათი მოძრაობა თითოეული კბილის ზედაპირზე).


რით გავიწმინდოთ

კბილის ჯაგრისის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ისეთს, რომლის თავი ტართან მტკიცედაა შეერთებული. ასეთი ჯაგრისები საჭირო დაწოლას უზრუნველყოფს და შედეგად კბილებს გულდასმით წმენდს. ყურადღებით დაათვალიერეთ ჯაგრისი. იდეალურია, თუ ბეწვებს სხვადასხვა მიმართულება ექნებათ. გარდა ამისა, ბეწვების ერთი ნაწილი ხასხასა ფერით უნდა იყოს შეღებილი. ეს ინდიკატორის როლს შეასრულებს და მიგვითითებს, ჯაგრისი როდის უნდა გამოვცვალოთ. როცა ბეწვების ერთი მესამედი ან ნახევარი შეფერილობას შეიცვლის, ჯაგრისი მაშინვე გადააგდეთ. არასოდეს შეიძინოთ ბუნებრივი ჯაგრის ჯაგრისი. ხელოვნურისაგან განსხვავებით, მათ ბეწვებში ღრუ მილი აქვთ, სადაც ავადმყოფობის წარმომქმნელი მიკრობები თავს იყრის. მწეველებმა მაგარი ჯაგრისი უნდა იხმარონ, ხოლო სუსტი, მგრძნობიარე მინანქრისა და დაავადებული ღრძილების მქონეებმა - რბილი. სტომატოლოგები გვირჩევენ, ორი კბილის ჯაგრისი გქონდეთ: ერთი - დილით გაწმენდისათვის, მეორე - საღამოსათვის.

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა?

კბილის პასტის შეძენისას ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. თუ კოლოფზე მითითებულია, რომ ის შეიცავს ტრიკლოზანს, მცენარეულ კომპონენტებს (კუნელს, პიტნას და სხვა) თქვენ წინაშე ღირსეული ეგზემპლარია. საკუთარ შეგრძნებებსაც მოუსმინეთ. თუ კბილების გაწმენდის შემდეგ სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ, პასტა სწორად შეგირჩევიათ

ავტორი: სესილი ბერიძე

სამზარეულოს ხელსაწყოები







 





 













 







ავტორი: სესილი ბერიძე