Sep 2, 2013

რიანას გზა...

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და ლამაზი ვარსკვლავი რიანა, ცხოვრებაში ძალიან უბრალო და საყვარელია.გუშინ ვუყურებდი ოპრას ინტერვიუს რიანასთან და დავრწმუნდი,რომ რიანა ძალიან უბრალო და სევდიანი ქალია,ამასთან ერთად, ის ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელურია.
რობინ რიანა ფენტი ბარბადოსელი მომღერალია, რომელიც ჯეი-ზიმ აღმოაჩინა.მომღერლის კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როცა სახლიდან გამოიქცა.

პატარა რიანას ძალიან ბევრის გადატანა მოუხდა... მამა დედას სცემდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რიანამ აპატია მამას.ის ამბობს: "დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამა იყო მსოფლიოში."
დედის ბედი შვილმაც გაიზიარა... კრის ბრაუნმა რიანა სცემა.რიანა ამბობს: " მე ვიპოვე რაღაც მსგავსება მამასა და კრისის შორის".
რიანას ძალიან უყვარს ფანები და მათ დიდ პატივს სცემს.ფანების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.პოპულარობის გამო,თითქმის არავის სურს უთხრას სიმართლე რიანას მისი ნაკლოვანებების შესახებ,მაგრამ რიანამ თქვა,რომ ჰყავს ორი ადამიანი, რომელიც არ უმალავს მას არაფერს.
რიანასთვის დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ამ ქვეყანაზე და ყველაფერს აკეთებს, რათა მას ასიამოვნოს.მან ბარბადოსში, თავის უსაყვარლეს დედას უზარმაზარი სახლიც აჩუქა.
16 წლის რიანამ დიდი კარიერა ააწყო.აი,მისი სახლი ადრე და ის სახლი,რომელიც დედამისს აჩუქა.





ავტორი : სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment