Apr 23, 2013

რატომ?რადგან ამჯერად, ცხოვრება გაკრიტიკებს...



 რატომ?...
ეს სიტყვა ცხოვრების კრიტიკოს ადამიანს აწუხებს...
და არა მარტო კრიტიკოსს,გაწბილებულს,სასოწარკვეთილ ადამიანს...
იმედგაცრუებული ადამიანი რას გააკეთებ არ იცი...
შედიხარ აბაზანაში და სიმწრით ტირიხარ...
წყალს სახეზე ისხამ,შემდეგ იმშრალებ ,მაგრამ სახეზე ცრემლები მაინც რჩება,ისევე როგორც სიხარულის მიუხედავად გულზე ტკივილი...
გამოდიხარ ტუალეტიდან და ნიღაბს იკეთებ,ბედნიერების ნიღაბს,რომელიც შენს ცრემლებს ისე ფარავს,როგორც გულის ნადებს...
გინდა ვიღაცას დაურეკო,ვიღაც ნახო,მაგრამ მარტოობა გძლევს...
წვები ცივ ლოგინში და სანამ დაიძინებდე,როგორც ყოველთვის ფიქრობ...
ფიქრობ შენს ცხოვრებაზე და იღბალზე.ამ დროს, შენ გეტირება...
ტირილს ვერ იკავებ...
....
....
...
იღვიძებდა ხედავ,თუ როგორ დაგსივებია თვალები...
მიდიხარ სკოლაში და ხედავ ყველა როგორ იღიმის...
შენაც იღებ ნიღაბს და ისევ იკეთებ,თითქოს არაფერი არ მომხდარა...
დასივებული თვალების მიზეზს ყველა გეკითხება...
შენ ეუბნები,რომ კომპიუტერთან იჯექი ღამემდე...
მეგობარს ხედავ,მაგრამ ტკივილს ვერ ანდობ...
შენ გრცხვენია შენი ცხოვრების...
მეგობარი არ გაგცემს,მაგრამ შენ მისი მაინც გრცხვენია...
ცხოვრობ მარტო,ტკივილი გტანჯავს,მაგრამ არ იცი ეს სადამდე მიგიყვანს...

რატომ? ეს კითხვა ცხოვრების კრიტიკოსს ებადება.
რატომ? რადგან ამჯერად ,ცხოვრება გაკრიტიკებს...
 




No comments:

Post a Comment