Jul 30, 2013

როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა?



როგორ

დავალაგოთ

ტანსაცმლის

კარადა?

კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა. საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები,შარვლები…

მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, არ იცი, რა შეიძლება
ჩაიცვა და იწყებ იმაზე წუწუნს, რომ გარდერობი თითქოს სავსეა,
ჩასაცმელი კი არაფერი არ გაქვს.


შენი არ ვიცი და მე ძალიან დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, სანამ, ერთხელაც,

ხელი ვტაცე ყველაფერ ზედმეტს და გავაჩუქე ან გადავყარე.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, ვეცდები ცოტა დაგეხმარო. იმედია ეს რჩევები გამოგადგება და მალე შენს კარადაშიც
გაჩნდება ადგილი ახალი ტანსაცმლისთვის. თანაც მიზეზიც გექნება უფრო ხშირი შოპინგისთვის, შენ რომ “სულ ოთხი ჯინსიღა გაქვს”.


ნაბიჯი 1. მოაგროვე და დაახარისხე


გამოალაგე ყველაფერი გარდერობიდან, კარადიდან, ტუმბოებიდან, კარადების ზედა სათავსოებიდან, 

სულსულ ყველაფერი მოძებნე სადაც ოდესმე რამე შეგინახია და ორ დიდ ჯგუფად დაახარისხე: 
შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის.

გაშალე ეს ყველაფერი საწოლზე ან რამე სხვა დიდ ზედაპირზე და საქმეს შეუდექი. თუ მაინცადამაინც 

ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია დასაწყისისთვის ერთი რომელიმე ჯგუფის, მაგალითად, შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი დაახარისხო.


ნაბიჯი 2. ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებ
ამოარჩიე ნივთები, რომელიც ამ სეზონზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს და დაუნანებლად გადადე “მოსაშორებელი” ნივთების ყუთში.
უკვე დროა, მოიშორო თავიდან რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ძალიან საყვარელი, მაგრამ უკვე გაცრეცილი მაისური, სულ ახალი ბოლოკაბა, რომელიც შარშან იყიდე დიდ ფასდაკლებაზე, მაგრამ ვერ მოირგე და
ყიდვის დღიდან უქმად იმტვერება კარადაში. ან ჯინსი, რომელიც ორი წელია არ ჩაგიცვამს მაგრამ კარგი ბრენდია და გენანება.


მაგრამ, დამეთანხმე, რომ თუ შემოდგომა ისე გავიდა, აი ის წითელი ჟაკეტი არ ჩამოგიღია საკიდიდან,მეორე, მესამე და მეოთხე შემოდგომაზეც ზუსტად ასევე მოხდება, ისევ გაგაღიზიანებს ამ ჟაკეტის წითელი, მსხვილი ღილები და ისევ უკან შეკიდებ ფიქრით “ახლა არა, სხვა დროს იყოს”.


გამონაკლისი დაუშვი იმ ნივთებისთვის, რომლებიც:

✹ არ გცმია იმიტომ, რომ მათი არსებობა არ გახსოვდა და ახლა თავიდან აღმოაჩინე.

✹ საღამოს კაბები, სადღესასწაულო ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები. ასეთი ტანსაცმელი

ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.

✹ სამოსი, რომელიც კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობის კაბა, საყვარელი სკოლის დროიდელი

სვიტრი, კაბა რომელიც მაშინ გეცვა, როცა შენი ბიჭი გაიცანი და ა.შ.

✹ ის, რაც ძვირფასია. მაგალითად, ბეწვეული.

✹ კლასიკა- პიჯაკები, სწორი შარვლები და პერანგები. საოფისე სტილის ტანსაცმელი

არასოდეს გადადის მოდიდან.



    ნაბიჯი 3. რამდენად გიხდება ეს ნივთები?
აიღე სათითაო ნივთი იქიდან, რაც პირველ წმენდას გადაურჩა, მოიზომე, სარკეში ჩაიხედე და შეაფასე:
ისევ გიხდება? ნამდვილად მოდაშია? ჯერ ისევ მოგწონს ეს ნივთი? იქნებ უკვე გაცვდა და პეწი დაკარგა? ან იქნებ
ცოტა გახდი ან მოსუქდი და ისე ლამაზად აღარ გადგას ტანზე?
ჩართე ამ პროცესში მეგობრები და მოაწყე სახალისო მოდების ჩვენება. კითხე სხვებსაც, რას ფიქრობენ.
ის ნივთები, რომლებიც გამოცდას ვერ გაივლის, ასევე უნდა მოიშორო თავიდან.


ნაბიჯი 4. შეუხამე და დაგეგმე

გადახედე დარჩენილ ნივთებს, აღმოაჩინე რა დაგაკლდა, რის შეძენას ისურვებდი, რა მოუხდება

შენს მწვანე კოფთას, რომლის არსებობა არც გახსოვდა იმიტომ, რომ შესაფერისი არაფერი გქონდა.

დააკვირდი დაწუნებულ ნივთებს, რომ მეორედ იგივე შეცდომები არ გაიმეორო და იგივე მოდელები აღარ იყიდო!

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!პ.ს. ზედმეტ, არასასურველ სამოსს რა უყო, შენ თვითონ გადაწყვიტე. შეგიძლია გადაყარო, გააჩუქო, ეკლესიაში მიიტანო ან ბავშვთა სახლებში დაარიგო.

:* იმედია, ჩემი სიახლე მოგეწონათ! დატოვეთ კომენტარები, ან შეგვეხმიანეთ ფეისბუქის გვერდზე >
http://www.facebook.com/4Geogirls
ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment