Apr 24, 2013

უცნაურია,რომ ამას ვწერ.უცნაურია,რომ ტყუილად ვწერ. უცნაურია….


ძალიან ცუდად ვარ, ჩემთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ნეტა რისთვის ვცხოვრობ, ამას თუ სიცოცხლე ქვია, ჩემი ზეცა და მშვიდობა დავკარგე ის სიყვარული დავკარგე, რომელიც მაძლევდა იმ მუზას რის საშუალებითაც ახლა ამის გადმოცემას ვახერხებ. არვიცი მე არაფერი მხოლოდ ის ვიცი რომ ცხოვრება ისაა და მის გარეშე ყოველი დღე მოსაწყენია. ახლა ყველაფერს ვნანობ, ვხვდები რომ ეს ყველაფერი ჩემმა უაზრრო საქციელებმა და ეჭვიანობამ გამოიწვია, მაგრამ მე შევიცვლები, ჯანდაბა, მე მართლა შევიცვლები. მე უბრალოდ 1 შანსი მჭირდება და ღმერთს ვთხოვ რომ მის გულში გააღვიძოს ის გრძნობა რაც იყო ადრე და დღესაც არსებობს უბრალოდ ის ვერ ხვდება. ყველაზე მეტად მინდა განმეორდეს ის ბედნიერი წამები, წუთები თუ საათები რაც მასთან გავატარე და კვლავ ვიყოთ ბედნიერები. გუშინ მეორედ მოვკვდი. უცნაური შეგრძნებაა ეს არაფრის შეგრძნება.უბრალოდ დევხარ და უყურებ რაღაცას,რასვერ აცნობიერებ. უცნაურია ის,რომ ისიც კი ვერ გიგებს. უცნაურია,რომ თითქმის ყველას კიდიხარ. უცნაურია,რომ სახლიდან გასვლა არ გინდა. უცნაურია,რომ წიგნს ვერ კითხულობ. უცნაურია,რომ ვერ ფიქრობ. უცნაურია,რომ ვერაფერს ვერ გრძნობ. უცნაურია,რომ ადამიანს,რომელსაც დიდი ხანი უყურებდი,ახლა უყურებ და ვერ ცნობ. უცნაურია,რომ მუსიკა არაფერს შველის. უცნაურია,რომ ბებიაჩემს ვგავარ ახლა. უცნაურია,რომ სიკვდილი მინდა და არ ვკვდები. უცნაურია,რომ ისედაც მკვდარი ვარ,მაგრამ მაინც სიკვდილი მინდა. უცნაურია,რომ უაზრობის გამო ვარ ასე. უცნაურია,რომ ვიცი უაზრობაა,მაგრამ მაინც ასე ვარ. უცნაურია,რომ უაზრობა არ არსებობს. უცნაურია,რომ აზრიანი უაზრო მგონია. უცნაურია,რომ ის ვერ ხვდება აზრს. უცნაურია,რომ ახლა ამას კითხულობს და მაინც არ ესმის ჩემი. უცნაურია,რომ უცნაურია. უცნაურია,რომ ამას ვწერ.უცნაურია,რომ ტყუილად ვწერ. უცნაურია….


No comments:

Post a Comment