Apr 23, 2013

გილოცავთ! რას? მეც არ ვიცოდი


გილოცავთ !
იმ დროს არ გამიანალიზებია რას ვაკათებდი .. 
გილოცავთ ! ისმოდა ხმა .. 
გმადლობთ პასუხობდნენ ..
ვხვდებოდი რომ მე მილოცავდნენ თუმცა რას ვერ ვხვდებოდი .. 
გილოცავთ ! - ისევ მესმოდა ეს დაწყევლილი სიტყვები ..
-
გმადლობთ ! ისევ პასუხობდნენ .. 
ყურში ჩამესმოდა და გულზე მესობოდა რომ 
მოსალოცი არაფერი მქონდა .. ალბათ მინდოდა რომ სამძიმარი ეთქვათ ვიდრე მოელოცათ .. 


ნეფე-პატარძალი მოდის .. 
მესმოდა ხმა .. ექოდ გადაეცემოდა ხალხს , აიტაცებდა ამ ორ სიყვას ყველა და ობოლი ბავშვივით 
ვეკვროდი ჩემს ყვავილების თაიგულს .. 
თეთრი კაბა კოჭებამდე მეთრეოდა .. უკან 2 პატარა გოგონა მომდევდა .. ჩემი კაბა ეჭირათ ხელში .. 
ანგელოზებს გავდნენ .. 
გვერდით მამაკაცი მედგა .. სრულიად უცნობი - ნაცნობი ნაკვთებით .. 
იმ დროს ჩემს თავსაც არ ვიცნობდი .. 
მივდიოდით და მოგვყვებოდა ხალხი ჟრიამულით .. მე კი მთელი არსებით ვწყევლიდი დღეს .. ჩემი ქორწილის დღეს ..
გვერდით უცნობი გოგონა მომდევდა .. ჩემი მეჯვარე უნდა იყოს-მეთქი გავიფიქრე .. 
ლურჯი კაბა ეცვა .. მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე იყო შემხტარი და ნახტომში მეტრა ოცი იქნებოდა .. 
ეშმაკურად უღიმოდა ჩემს "საქმროს" .. თითქოს რაღაცას ანიშნებდა კიდეც .. 
არ ვაცქევდი ყურადღებას .. ვუყურებდი ერთ წერტილს და ვხვდებოდი რა ბედნიერი ვიქნებოდი ღმერთს ჩემთვის ფრთები რომ მოეცა .. 
ვერავინ ვერ დამაკავებდა როგორც მაშინ .. იმ დღეს როდესაც ჩემი ცხოვრების გზა კვეთდა უცნობი მამაკაცის ცხოვრების გზას .. 
გზას რომელიც ერთდებოდა და წარმოქმნიდა ერთ მთლიანობას .. 
ორი სული - ერთ სხეულში .. რა სისულელეა ..
მივყვებოდი გზას მასთან ერთად და ვგრძნობდი რომ არ მინდოდა დარჩენილი ცხოვრება იმ მამაკაცთან გამეტარებინა ვისაც არ ვიცნობდი .. არ ვიცოდი რა წყინდა და რა უხაროდა ..
სიბერის წლები უნდა გამეტარებინა .. მაგრამ ვისთან ? 
იმასთან ვინც ახლა ჩემს გვერდით მოდიოდა და ასე ძალიან მძულდა მისი ყოველი მიხვრა-მოხვრა ..
ყოველი მოძრაობა ..
მისი წარმოთქმული ყოველი სიტყვა ..
ზიზღს იწვევდა .. 
მეზიზღებოდა .. 
გარშემო ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა .. 
მშობელი დედა .. რომელიც ხელით მატარებდა როცა პატარა ვიყავი .. უსიყვარულოდ მათხოვებდა .. 
მშობელი დედა .. 
რომელიც ზღაპრებს მიკითხავდა ძილის წინ .. 
რომელიც სასთუმალთან მეჯდა როცა ავად გავხდებოდი .. 
და რომელსაც ეჭირა ჩემი პატარა ხელი .. 
მძულდა .. 


იცოდა .. 
იცოდა რომ არ ვიყავი ბედნიერი .. 
იცოდა რომ მის გამო ჩემი ცხოვრება წამებას დაემსგავსებოდა .. 
მაგრამ მაინც მოყვებოდა ბრბოს .. აღელვებულ ბრობოს .. 
ცივ სისხლს უთბობდა ბრბო .. 



მუდამდღე ჩაშავებულ , ჩავარდნილ და გამხდარ სახეს ფერი მიეცა .. 
ის ხომ ხალხის ნაწილი იყო .. 
იმ ხალხის რომელსაც არ ანაღვლებდა ჩემი მეობა .. 
არ ანაღვლებდა და ფეხქვეშ თელავდა იმ ერთადერთ გრძნობას 
რაც გამაჩნდა დედამიწაზე .. 
გრძნობებით ვარსებობდი რადგან არავინ მყავდა ამ ქვეყნად .. 


დედა მყავდა .. 
დედა რომელიც ბრბოს ნაწილი იყო .. სიყვარულის გარდა არაფერი შემომრჩენოდა წმინდა .. 
და სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე მყოფს ბევრჯერ მინდოდა გადამეხვია ცხოვრების სავალი გზიდან ..
წავსულიყავი სადღაც შორს .. თუნდაც ქვეყნიერების ბოლოში .. 
იქ სადაც სულაც არ იციან რა არის სიყვარული .. მაგრამ მაინც წრფელი გულით უყვართ .. 
იქ სადაც არ ვიდგებოდი თეთრ კაბაში გამოწყობილი ყვავილების თაიგულით ხელში და არ მომილოცავენ
იმას რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვხდები .. 



ვეძებ ჩემს მეორე მეს .. 
ვერ ვპოულობ ..
მგონი წავიდა .. 
ალბათ შერცხვა .. 
შერცხვა იმ წუთის როდესაც მე და ის ბნელ ოთახში მარტო დავრჩებოდით .. 
თვალებში ჩახედვის შერცხვა .. 
შერცხვა და მიმატოვა .. 

***
პროცესიას მოყვებოდნენ ქალები .. ბავშვები .. კაცები .. მოხუცები .. 
და მარტოობა .. 
გზაზე მოაბიჯებდა მარტოობა რომელიც ჩემი სულის ნაწილი იყო .. 
მასაც ტკიოდა როგორც მე ..
ისიც განიცდიდა ჩემსავით .. ალბათ მასაც ეზიზღებოდა .. 
მასაც ენატრებოდა და მასაც უნდოდა სიკვდილი .. 
თუმცა ჩვენს შორის ერთი განსხვავება იყო..
მე შემეძლო მოვმკვდარიყავი .. მას - არა .. 

*** 
გილოცავთ ! - არ წყებოდა ხმა .. 
გმადლობთ ! იმეორებდნენ სხვები ..


No comments:

Post a Comment