Apr 23, 2013

კივის და ბანანის კოქტეილი

უგემრიელესი ბანანის და კივის კოქტეილის დასამზადებლად დაგვჭირდება:

1) 1 ცალი ბანანი

2) 1 ცალი კივი(სასურველია იყოს ტკბილი)

3) ვანილის ნაყინი (გემოვნებით)

4) 1 ს.კ შაქარი

5) 350 მლ რძე

6) ყინული

გააცალეთ კანი ბანანს და კივს.მიქსერში ჩაასხით რძე,ვანილის ნაყინი,ბანანი,კივი,შაქარი და ათქვიფეთ.კივის შავმა “წინწკლებმა” არ შეგაშინოთ.ერთხელ გასინჯეთ და ვეღარ მოსცილდებით.ადვილი მაგრამ გემრიელი კოქტეილი.



No comments:

Post a Comment