Apr 23, 2013

მე ის მჭირდება,მაგრამ მანამდე არასდროს დამჭირვებია...

  

                            
ნეტავ, შეიძლება ოდესმე მყავდეს ვიღაც,ვინც გამათბობს,მარტოობას დამავიწყებს,ვისაც ვეყვარები... ეს ნუ გგონიათ ჩვეულებრივი სურვილი,ეს ჩემი ცხოვრების მიზანია.იცით, არავინ მყვარებია.ერთი მომეწონა,ისიც... ის არის სიმპათიური,უსმენს როკს,არის საყვარელი,მაგრამ... სიტყვა მაგრამ ყველგან რატო „იჩითება“ და გვიმწარებს ცხოვრებას?!.ერთხელ,მომეწონა ბიჭი,მაგრამ როგორც ყოველთვის ოცნების კოშკებს სიტყვა ‘მაგრამ’ მინგრევს.7 წელი განსხვავება, ეს საშინელებააა... ვფიქრობ, ეს უბრალო ახირებაა.როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ბიჭი,რომელსაც არ იცნობ.ერთი ნახვით შეყვარება,ოღონდ ვირტუალური არ ვიცი რამდენად რეალურია.ერთხელ,ცხოვრებაში ერთხელ მომეწონა ბიჭი,ერთხელ,მხოლოდ ერთხელ... მე არაფრისთვის მზად არ ვარ, არაფერი მესმის „შეყვარებულობანას“,არც არავინ მყოლია,მაგრამ გული პირველად გამიტყდა.ის,ის განუმეორებელია,რადგან მე მომეწონა.არა,მე ხომ მას არ ვიცნობ,მას შეყვარებული ჰყავს,ის ჩემნაირ გოგოს არ შეიყვარებს და არც არასდროს შეხედავს,მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა მაგრამ იმედის ნიშანია,მაგრამ როცა მის სახელს ვიხსენებ ყველაფერი მავიწყდება.მე არაფერი გამეგება სიყვარულის,მე ის გაგიჟებით მომწონდა,მომწონდა და არა მიყვარდა,ასე რომ ეს სისულელა,რაღაც ამბიცია,რასაც ჩემი გულის გატეხვა უნდა.მე,მე დავამარცხებ ამას,მაგრამ ვიხსენებ მის სახელს და ვხვდები რომ მან გამაგიჟა.ღმერთო,არ ვიცი რა გავაკეთო... მე მას თავს დავანებებ,სამუდამოდ,მაგრამ ამაშიც არ ვარ დარწმუნებული... მე ის მჭირდება,მაგრამ მანამდე არასდროს დამჭირვებია...



No comments:

Post a Comment