Apr 24, 2013

ცივი ყავა


                                                ცივი ყავა
უკვე ზაფხულიც მოდის.ალბათ, ყველას გიყვართ კაფეში დაჯოდომა და ცივი ყავის დალევა მეგობრებთან ერთად,თუმცა ვის არ უყვარს... ამ სიამოვნებისთვის არ არის საჭირო ბევრი ფულის დახარჯვა და იმ ინგრედიენტებით,რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას გიდევთ სახლში შეიძლება დავამზადოთ ცივი ყავა.მოკლედ, დაგვჭირდება:
       I.          1.ყავა (უმჯობესია ნესკაფე ან ჩიბო)
    II.            2.შაქარი
 III.            3.ქილა
  IV.            4.წყალი J
     V.            5.მიქსერი
  VI.            6.რძე
VII.            7.ყინული
VIII.            8.2ც ჭიქა

აიღეთ პატარა ქილა,ჩაასხით წყალი,ჩაყარეთ 2 კოვზი ყავა (2 ადამიანზე) და შაქარი(გემოვნებით).ქილას თავი დაახურეთ და აამღვრიეთ ყავა.შედგით ქილა მაცივარში  6 სთ-ის განმავლობაში,თუ უფრო დიდხანს გააჩერებთ,მით უკეთესი.
მაცივრიდან გამოიღეთ ყავა და გაანაწილეთ ის 2 ჭიქაში,ასევე დაამატეთ ცოტა წყალი და რძე.შემდეგ ჭიქიდან გადმოასხით ყავა მიქსერში და ჩაყარეთ შიგნით ყინული.ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიქსერი ჩართოთ.შემდეგ ყავა ჩაასხით 2 ჭიქაში და ზემოდან მოაყარეთ კაკაო.გემრიელად მიირთვით! :*


ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment