Sep 4, 2013

მერილ სტრიპის სიყვარული

მერილ სტიპის სიყვარული... 
მერილ სტრიპი ნამდვილი რეკორდსმენია. ხუმრობა ხომ არ არის სხვადასხვა ნომინაციაში ცამეტჯერაა წარდგენილი “ოსკარზე”. ბავშვობაში ერთი უფერული, გრძელცხვირა გოგონა იყო. მერილუიზამ გალამაზება გადაწყვიტა. თვალის კლინიკას მიადგა და კონტაქტური ლინზები ჩაიდგა. მერე კბილებიც გაისწორა, თმა ქერად შეიღება. სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, მსახიობობის სურვილიც. ნიუ-იორკის სახალხო თეატრის დირექტორმა ორი მთავარი როლი შესთავაზა. ერთ-ერთი “ჰენრი5″-ში საფრანგეთის პრინცესისა.





ჯადოსნური საღამოა მართლაც,როგორც იქნა პრინცესა ვიქნები.
პირველმა “ოსკარმა” იმდენად გაახარა, იმდენად რომ.. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ საპირფარეშოში რომ შევიდა, იქიდან ჯილდოს გარეშე გამოვიდა- ნიჟარაზე დარჩა.
პირველი სიყვარული პირველი მთავარი როლის შესრულებისას გაიცნო. ჯონ კეიზელს ანგელოზის როლი ჰქონდა. ცხოვრებაში კი ანგელოზობისა არაფერი ეტყობოდა. ჯერ ერთი, ძალიან ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, მეორე- არ იყო სიმპათიური, მესამე-მ ერილიზე 13 წლით უფროსი გახლდათ. მერილ სტრიპი მართალია კონტაქტურ ლინზებს ხმარობდა, მაგრამ სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში ბრმაა. ჰოდა, ადგა ეს პერსპექტიული მსახიობი ქალი და ეს ასევე პერსპექტიური მამაკაცი შეიყვარა, თანაც ცოლიანი. მალე დაქორწინებაც გადაწყვიტეს, თუმცა არ გამოუვიდათ-ჯონს მოურჩენელი სენი აღმოაჩნდა. ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, ნაკლები ვნება და მეტი მზრუნველობა.



-მერილ, თუ გადაღებაზე წახვალ მე მოვკვდები

-არა! ყველაფერი კარგად იქნება. რომ არა კონტრაქტი,არაფრის დიდებით არ დაგტოვებდი ორი თვით, შენც ხომ იცი.. მაკოცე ჯონ..

მერილი ყოველ წუთს საყვარელ მამაკაცზე ფიქრობდა და დარდობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლიდა კარგად ემუშავა. ფილმა რვა “ემი” დაიმსახურა, მათ შორის ქალის როლი საუკეთესო შესრულებისთვის.

..ჯონი- მისი სიყვარული ცოცხალია! ამ ორ თვე-ნახევარის განმავლობაში გამხდარა, გაფერმკრთალებულა, დასუსტებულა, მაგრამ ცოცხალია..

-როგორც იქნა დაბრუნდი..

სულ რაღაც ორ კვირაში ჯონი აღარ იყო..



– ”ემის” დაჯილდოვება? რა სისულელეა, არსადაც აღარ წავალ. მაგ ფილმის გადაღებამ მთავარი წამართვა- ჯონთან ურთიერთობის შესაძლებლობა. გახსენაბაც არ მინდა, რომ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მარტო დავტოვე. არ მჭირდება არანაირი ჯილდო.

მერილი ტირის, ყვირის, თუმცა უკვე ყველაფერი ამაოა. ჯონი ხომ ცოცხალი აღარაა.. ჯონის ცოლმა მერილი ჯონის სახლიდან გამოაგდო. რა კარგია რომ მერილის ძმა ჰყავს, კიდევ უკეთესი რომ ძმის მეგობარი დროებით სადღაც მიემგზავრება:

- ჩემს ჩამოსვლამდე ჩემს სახელოსნოში იყოს შენი და..

საინტერესო ვინმე უნდა იყოს ეს დონ ჰამერი- ფიქრობს სახელოსნოში გადმოსახლებული მერილი.

ქანდაკებები, ქანდაკებები.. ზოგი ხისაა, ზოგი- ნეტავ რა ჰქვია ამ მასალას? რაც უნდა იყოს-ძალიან ლამაზია. ამ სილამაზის შემქმნელი კაცი დიდი შინაგანი ენერგიის მატარებელი იქნება. ჯონ იქნებ აქ ხარ ახლა და ჩემს ფიქრებს კითხულობ. ისე,ა დამიანურად მაინტერესებს. ჩემი ერთადერთი სიყვარული მხოლოდ შენ ხარ, შენ.

რომელიღაცა ნივთი მაგიდიდან გადმოვარდა. იქნებ ჯონის სულმა მისცა ნიშანი? ოჰ, მალე მაინც გათენდეს. აქ გული შეიძლება გაგისკდეს ადამიანს. თავიდან დაღამების ეშინოდა, თითქოს ჯონის სული დადიოდა ქანდაკებებს შორის. მერე მიეჩვია, მიეჩვია კი არა ისე შეუყვარდა ეს სახელოსნო, როცა ძმამ უთხრა, ხვალ ჩემი მეგობარი ბრუნდება და იქიდან წამოსვლა მოგიწევსო, გული სინანულით აევსო.

ეჰ, მშვიდობით მშვენიერო ქანდაკებებო, სიამოვნებით დავლევდი ფინჯან ყავას თქვენთან და თქვენს დონ ჰამერთან ერთად, მაგრამ ალბათ არ გამოვა

-გამარჯობათ, ვხედავ ჩემს ქმნილებებს დამეგობრებულხართ -

ყურებამდე გაიღიმა სახელოსნოში დაბრუნებულმა მასპინძელმა.

-აჰ,არა.. უფრო სწორად, დიახ, დავმეგობრდით..

მერილი საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, ისე დაიბნა. მასპინძელმა ჩათვალა, რომ მერილი უბინაოდ დარჩენის შიშმა ააღელვა.


-აი,მარჯვნივ ოთახია. პატარაა, მაგრამ მყუდრო. შეგიძლიათ რამდენიმე დღე იქ იცხოვროთ.

ეს “რამდენიმე დღე” ისე გაგრძელდა, რომ “რამდენიმე” (უფრო ზუსტად ოთხი) შვილი ჰყავთ. ”რამდენიმე”წელია ერთად ცხოვრობენ და სამაგალითო ოჯახი აქვთ.. ჯონი? რა ხანია მაგიდიდან ნივთები აღარ ცვივა..


ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment