Aug 22, 2013

Miss teen planet 2013 ანასტასია სივოვა


13 წლის ანასტასია სივოვა, ქალაქ ტულადან, სილამაზის კონკურსის - "პატარა მის პლანეტა- 2013"-ის გამარჯვებული გახდა.

საერთაშორისო კონკურსი "პატარა მის პლანეტა-2013" ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 16-დან 23 ივნისის ჩათვლით იმართებოდა. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის - საფრანგეთიდან, უკრაინიდან, სინგაპურიდან, ბრაზილიიდან და ბულგარეთიდან. გოგონები ერთმანეთს, გარდა სილამაზისა, ცეკვასა და სიმღერაშიც ეჯიბრებოდნენ; ასევე, პოდიუმზე ულამაზეს კოსტიუმებში პოზირებდნენ.



ნასტია სკოლის მოსწავლეა და პროფესიონალური ქორეოგრაფიით არის დაკავებული. გოგონას ბებია და ბაბუა ზრდიან.

ეს პატარა ლამაზმანის პირველი ჯილდო არ არის. ნასტია მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა კონკურსებში: "პატარა მის რუსეთი 2011", "მიჰრიბის (ტუნისი) დედოფალი", "ბროლის პირამიდა" (პარიზი), "რუსეთის ნიჭიერი ბავშვები 2012".

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გამარჯვებებისა, ნასტია ძალიან მოკრძალებული და გულღია ბავშვია.

აი, ანასტასიას ფოტოებიც.თქვენი აზრით, ღირსი იყო,თუ არა ის ამ ტიტულის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი ჩვენი ფეისბუქის გვერდზე :)





No comments:

Post a Comment