Showing posts with label გოგონები. Show all posts
Showing posts with label გოგონები. Show all posts

Jan 8, 2014

პოპულარული გოგონას 7 "საიდუმლო" (+ ილუსტრაციები)

არავინ არ ურთიერთობს თქვენთან? მოგწყინდათ დაცინვის ატანა? გინდათ იყოთ ყურადღების ცენტრში? მაშინ ეს პოსტი სწორედ რომ თქვენთვისაა! გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და დაემშვიდობეთ სხვების ჩრდილში ყოფნას.

როგორ გავხდეთ პოპულარული გოგონა?
ნაბიჯი 1 მოახდინეთ კარგი შთაბეჭდილება

ადამიანს პირველივე შეხვედრით უჩნდება შთაბეჭდილება მეორე ადამიანზე, ამიტომაც იყავი გახსნილი, კომუნიკაბელური და გაამხიარულე შენს ირგვლივ მყოფები - თუ გახდები ასეთი, დამერწმუნე ადამიანებთან ურთიერთობა გაგიიოლდება.



Sep 10, 2013

მოვემზადოთ სკოლისთვის!

                       მოვემზადოთ სკოლისთვის!
გვინდა სკოლის დაწყება, რადგანაც "გამოვაქვეყნოთ" ჩვენი საამაყო ჩასაცმელი.გვინდა ყველას ვაჩვენოთ ჩვენი შეცვლილი იმიჯი. მთავარი მაინც ჩაცმულობაა, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მოგცეთ საუკეთესო რჩევები.

თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთისაგან განსხვავებული გემოვნება გვაქვს,ამიტომაც ვეცდები მოვერგო შეძლებისდაგვარად ყველა თქვენგანს,თუმცა პირველ რიგში ჩემი მთავარი რჩევა იქნება არ დაკარგო ინდივიდუალურობა,რადგან ძირითადად პირველ დღეს ყველა ერთნაირად იმოსება.ალბათ ბევრ თქვენგან აღმოუჩენია თქვენივე კლასელი თუ კურსელი,რომელსაც იგივე ფეხსაცმელი,მაისური თუ შარვალი აცვია,არადა შენ ხო ემზადებოდი რომ იყო ამ დღეს განსაკუთრებული,ამ დროს კი უბრალოდ გინდა რომ არ გამოჩნდეთ ერთად და სხვებმა არ შეამჩნიონ ” თქვენი მსგავსება”

Sep 9, 2013

გავითეთროთ კბილები #1

ყველა სატელევიზიო რეკლამაში ნახავთ ბედნიერ და მომღიმარ ხალხს, რომლებიც ყვებიან თუ როგორ მიაღწიეს "თვალისმომჭრელ სითეთრეს" მხოლოდ ნაჩვენები კბილის პასტის გამოყენებით, მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჯერება. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო ეფექტურობის, არამედ უსაფრთხოების მოთხოვნებსაც. კბილის პასტა არა მარტო ინდივიდუალური, არამედ თქვენი სტომატოლოგის არჩევანიცაა. აუცილებლად ჰკითხეთ მას რჩევა კბილის პასტის არჩევისას.

1.საღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საშუალებებია: 

ლეა მიშელი ნიუ იორკში

ლეა გუშინ წინ, ჩამოფრინდა ნიუ იორკში.

ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა: სპორტული შარვალი,ელეგანტური ჩანთა, თეთრი ბლუზა და ჯინსის ჟაკეტი.

27 წლის მსახიობმა ბოლოს ტვიტერში თავისუფლების დღეზე დაპოსტა:

დავბრუნდი სამუშაოზე :) დღეს ბევრი ვიცეკვე #GleeSeason5 #Beatles

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლეა კორის

ადამიანების 95% ხელებს არასწორად იბანს

როგორ უნდა დავიბანოთ სწორად ხელები? ბევრ ჩვენგანს, ალბათ, ამ საკითხზე არც უფიქრია. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობა ხელებს სწორად არ იბანს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებრივი ტუალეტის 3 749 მომხმარებელზე დაკვირვება აწარმოეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 15%, ქალების 7% საერთოდ არ იბანს ხელს ტუალეტის შემდეგ.

Sep 4, 2013

მერილ სტრიპის სიყვარული

მერილ სტიპის სიყვარული... 
მერილ სტრიპი ნამდვილი რეკორდსმენია. ხუმრობა ხომ არ არის სხვადასხვა ნომინაციაში ცამეტჯერაა წარდგენილი “ოსკარზე”. ბავშვობაში ერთი უფერული, გრძელცხვირა გოგონა იყო. მერილუიზამ გალამაზება გადაწყვიტა. თვალის კლინიკას მიადგა და კონტაქტური ლინზები ჩაიდგა. მერე კბილებიც გაისწორა, თმა ქერად შეიღება. სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, მსახიობობის სურვილიც. ნიუ-იორკის სახალხო თეატრის დირექტორმა ორი მთავარი როლი შესთავაზა. ერთ-ერთი “ჰენრი5″-ში საფრანგეთის პრინცესისა.

Aug 30, 2013

დავამზადოთ ლოსიონი

სუფთა და ნაზი კანი, სახის სასიამოვნო ფერი, ქალის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ვენერას ფიგურა და პიერ კარდენის შეკერილი კაბაც კი ვერ გაალამაზებს დამჭკნარ, ნაოჭიან და მოუვლელ სახის კანს. მისი მოვლა კოსმეტიკური ხელოვნების უპირველესი ამოცანაა. მოუვლელობით გაფუჭებული სახისკანის მოწესრიგება არც თუ ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ კანს აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარიც.

მაშ ასე, ცოტაოდენი ყურადღება საკუთრ გარეგნობას, დღეში სულ რაღაც 15-20 წუთი და თქვენ შესძლებთ შეინარჩუნოთ ელასტიური და ნაზი სახის კანი 17-დან 80 წლამდე.

უკეთ გასარუჯად

გავირუჯოთ უკეთ! დღეს მე შემოგთავაზებთ "მაგიურ" და უვნებელ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გარუჯვაში.

არანაირი ლუდი, არანაირი ლეღვის ნახარში!!! რატომ ისინი, როცა არსებობს სხვა საშუალება?!
შეიძინეთ ერთი ბოთლი "ჯონსონს ბეიბის" ბავშვის ზეთი, ზეთს ჩაუმატეთ 3-5 წვეთი იოდი.შემდეგ ბოთლი კარგად შეანჟღრიეთ.
12 საათიდან 4 საათამდე გარუჯვა არ არის რეკომენდირებული, რადგან ასეთი გარუჯვით კანის კიბოს რისკი იზრდება.თუ გამოიყენებთ ამ ზეთს და გაირუჯებით დაახლ. 9 დან 12 საათამდე, 15-20 წუთის განმავლობაში ძალიან კარგ რუჯს მიიღებთ.
ნუ დააყენებთ თავს რისკის ქვეშ!
ავტორი: სესილი ბერიძე

Aug 29, 2013

ვარსკვლავები,რომლებიც არ ბერდებიან

დრო გადის, მაგრამ ისინი არ ბერდებიან.ნეტავ, რა არის ჩვენი ვარსკვლავების საიდუმლო.დღეს შემოგთავაზებთ 12 უბერებელი ვარსკვლავის საიდუმლოს

1.ჰოლი ბერი
წლები გადის, ჰოლი ბერი არ ბერდება, არამედ უფრო ლამაზდება.მისი საიდუმლო ცელულიტის მოსაშორებლად ყავის სკრაბია.ის ამბობს: "საუკეთესო საშუალება, რომელიც გაახალგაზრდავებს არის ღიმილი და სიხარული".




საუკეთესო სურნელისთვის...

-გამარჯობა

-გამარჯობა
-რა კარგი სუნი აგდის... რა სუნამოა?
- ეს ჩემი საიდუმლოა...

ყველას ძალიან გვსიამოვნებს, როცა ამჩნევენ ჩვენს სასიამოვნო სურნელს.იმისათვის, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის ჩვეულებრივი იყოს ჩვენი ბლოგი განსაკუთრებულ რჩევებს შემოგთავაზებთ.

ძვირადღირებული სუნამო
ჩემი რჩევა ასეთია: უნდა გესხათ ძვირადღირებული სუნამო,ან საერთოდ არ უნდა გესხათ სუნამო.ძვირადღირებულ სუნამოს აქვს მკაფიო სურნელი, და ის სუნს ტოვებს რამდენიმე დღის განმავლობაში.როცა დაყნოსავთ თქვენს ტანსაცმელს, იგრძნობთ ძალიან სასიამოვნო სურნელს.ეს ხომ თქვენი ძვირადღირებული სუნამოს სურნელია...

Aug 22, 2013

Miss teen planet 2013 ანასტასია სივოვა


13 წლის ანასტასია სივოვა, ქალაქ ტულადან, სილამაზის კონკურსის - "პატარა მის პლანეტა- 2013"-ის გამარჯვებული გახდა.

საერთაშორისო კონკურსი "პატარა მის პლანეტა-2013" ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 16-დან 23 ივნისის ჩათვლით იმართებოდა. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის - საფრანგეთიდან, უკრაინიდან, სინგაპურიდან, ბრაზილიიდან და ბულგარეთიდან. გოგონები ერთმანეთს, გარდა სილამაზისა, ცეკვასა და სიმღერაშიც ეჯიბრებოდნენ; ასევე, პოდიუმზე ულამაზეს კოსტიუმებში პოზირებდნენ.

Aug 1, 2013

ჯესიკა ალბამ ქურდობა დაიწყო?!



სკანდალია 

      სკანდალი!!!

ჯესიკა ალბა შენიღბულად ატარებდა ცისფერ მოსასხამს,ლოს ანჯელესში, მისი ახალი ფილმის Stretch-ის გადაღებებზე (30 ივლისი).


Jul 30, 2013

არომატული კოდი:"დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"

სუნამოს ჩვენ, ქალები, მთელი გულით ვირჩევთ, თუმცა ცოტაოდენი ცოდნა პარფიუმერიის დარგში ნამდვილად არ გვაწყენდა!

როგორ დავისხათ სუნამო?

როგორც კოკო შანელი ამბობდა, "დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"... ჩვეულებრივ, სუნამო უნდა მიიპკუროთ პულსაციის ზონებში, სადაც არომატი "მოძრავი" ხდება: დღის განმავლობაში შესაძლებელია სუნამოს ყველა ნოტის შეგრძნება. ეს არის კისრის, დეკოლტეს, ყურის უკანა ზონები.

ასევე გასათვალისწინებელია პარფიუმის კონცენტრაცია. ტუალეტის წყალი, სასურველია, ტანსაცმელზე მიიპკუროთ, რადგან ის მცირე რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და კანის ბუნებრივ სუნთან შერევის შემდეგ თავისებურებას იცვლის. თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი, რეკომენდებულია ნებისმიერი სუნამოს ტანსაცმელზე შესხმა.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ აბრეშუმის კაბებსა და ბლუზებზე, განსაკუთრებით, თუ ქსოვილი ღია ფერისაა, სუნამოს დასხმის შედეგად შეიძლება ლაქები გაჩნდეს, რომელთა ამოყვანა ქსოვილიდან არცთუ ისე ადვილია. ამ შემთხვევაში უმჯობესია, სუნამო თმის ბოლოებზე მსუბუქად მიიფრქვიოთ.

ღამის ცდუნება...

საღამოს პარფიუმი დღის პარფიუმისგან თამამი და მკვეთრი არომატით განსხვავდება. ის შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ მისმა მფლობელმა ყურადღება მიიქციოს.

რა არის სელექტიური პარფიუმი?

განასხვავებენ სელექტიური პარფიუმის სამ სახეობას: პარფიუმი, რომელიც მდიდრულ ფლაკონებში და ძალიან მცირე რაოდენობით გამოდის და მისი ფასი რამდენიმე ათას დოლარს აღწევს. სელექტიური პარფიუმერიის მეორე სახეობა - ვინტაჟური სუნამოებია. ისინი იმითაა გამორჩეული, რომ მათ საფუძვლად უდევს ასწლოვანი პარფიუმერიული რეცეპტები, შუა საუკუნეებიდანაც კი.

მესამე სახეობა - ძალიან სპეციფიკური სუნამოებია, რომელთაც კოლექციონერები უწოდებენ "არომატებს პარფიუმერული გურმანებისთვის". რაც ყველაზე მთავარია, სელექტიური პარფიუმერია მხოლოდ ნატურალური და იშვიათი ინგრედიენტებისგან მზადდება.

რას ნიშნავს არომატის პირამიდა?

ნებისმიერი სუნამო თავისი არსით რთული ქიმიური ფორმულაა, რომელიც შედგება სპირტში გახსნილი სურნელოვანი კომპონენტების ნაზავისგან. ამ კომპონენტების განლაგება შეიძლება პირამიდასაც შევადაროთ. "პირამიდის" მწვერვალზე "მფრინავი" ეთერზეთებია, რომლებიც სუნამოს დასხმიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია შევიგრძნოთ. შემდეგ ისინი "ადგილს უთმობენ" ძირითად ნოტებს. მათ "გულის ნოტებსაც" უწოდებენ, რადგან ისინი გადმოსცემენ სურნელის არსს - სულს, რომელიც მათ პარფიუმერმა შთაბერა. ყველაზე დიდხანს ჩვენ შევიგრძნობთ "შლეიფის" ნოტებს, რომლებიც მდებარეობენ პირამიდის შუაგულში და სწორედ ეს ნოტები გვანიჭებენ ხანგრძლივ სიამოვნებასა და სურნელს. ამიტომ ნურასდროს გამოიტანთ დასკვნას სუნამოს შესახებ მისი ბლოტერზე დასხმის შემდეგ (ბლოტერი არის სქელი ქაღალდის ტესტერი, რომელიც პარფიუმერულ მაღაზიებში გვხვდება). დაივიწყეთ ბლოტერი რამდენიმე საათით და შეიძლება, სუნამოსთან "მეორე" შეხვედრა თქვენთვის მეტად საინტერესო და სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.

ვარდისფერი ოცნება...
კარგია, თუ თქვენს საყვარელ სუნამოს გამარტივებული ვერსიაც ექნება. ის იდეალური იქნება გაზაფხულზე, როდესაც რაღაც უფრო მსუბუქი და გრილი სურნელი გსურთ, ვიდრე ზამთარში. მაგალითად, Burberry-ს კოლექციაში გამოჩნდა ტუალეტის წყალი Body Tender - Body-ს შემსუბუქებული ვარიანტი, რომელშიც იგრძნობა ვარდის, სურნელოვანი ჟასმინისა და მუსკუსის მომაჯადოებელი ნოტები.


დაბოლოს, შეარჩიეთ სუნამო მხოლოდ საკუთარი გულისა და გემოვნების კარნახით! აქცენტს ნუ გააკეთებთ მოდურ და ახალ სუნამოებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის "პრესტიჟული" და ძვირფასია. იყავით არჩევანში თავისუფალი.

რომელია თქვენი საყვარელი სუნამო? დააკომენტარეთ ან გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქის გვერდზე
ავტორი: სესილი ბერიძე

რა უნდა მივირთვათ უკეთ გასარუჯად?

იმისათვის, რომ კანი უკეთ მოემზადოს მზის სხივებთან შესახვედრად, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად შერჩევას.
ზოგიერთი საკვები გარუჯვის პროცესს აჩქარებს, ზოგი კი, პირიქით, ანელებს. თუ გსურთ, რომ არდადეგების ბოლოს უნაკლო ოქროსფერი ნამზეურით მოიწონოთ თავი, უპირატესობა მიანიჭეთ ვიტამინ A-ს შემცველ პროდუქტებს.

სწორედ ამ ვიტამინის დახმარებით აქტიურდება კანში მელანინის პიგმენტი, რომელიც გარუჯვას უზრუნველყოფს. ვიტამინი A იგივე რეტინოლი შედის ხორცში, რძის პროდუქტში, მოწითალო-ყვითელ ბოსტნეულში: სტაფილოში, ნესვში, წითელ წიწაკაში, მანგოში, გარგარში, ატმის ჩირში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება და მისი უკეთ ათვისებისთვის, სასურველია მცირე რაოდენობის ცხიმიც მივიღოთ, მაგალითად, უმი სტაფილოს სალათი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით სასარგებლოცაა და ფიგურასაც არ ავნებს.

იმედია, ჩემი პოსტი მოგეწონათ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქის გვერდზე, ან კომენტარებში.გმადლობთ ყურადღებისთვის!

ავტორი: სესილი ბერიძე

როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა?



როგორ

დავალაგოთ

ტანსაცმლის

კარადა?

კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა. საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები,შარვლები…

მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, არ იცი, რა შეიძლება
ჩაიცვა და იწყებ იმაზე წუწუნს, რომ გარდერობი თითქოს სავსეა,
ჩასაცმელი კი არაფერი არ გაქვს.


შენი არ ვიცი და მე ძალიან დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, სანამ, ერთხელაც,

ხელი ვტაცე ყველაფერ ზედმეტს და გავაჩუქე ან გადავყარე.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, ვეცდები ცოტა დაგეხმარო. იმედია ეს რჩევები გამოგადგება და მალე შენს კარადაშიც
გაჩნდება ადგილი ახალი ტანსაცმლისთვის. თანაც მიზეზიც გექნება უფრო ხშირი შოპინგისთვის, შენ რომ “სულ ოთხი ჯინსიღა გაქვს”.


ნაბიჯი 1. მოაგროვე და დაახარისხე


გამოალაგე ყველაფერი გარდერობიდან, კარადიდან, ტუმბოებიდან, კარადების ზედა სათავსოებიდან, 

სულსულ ყველაფერი მოძებნე სადაც ოდესმე რამე შეგინახია და ორ დიდ ჯგუფად დაახარისხე: 
შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის.

გაშალე ეს ყველაფერი საწოლზე ან რამე სხვა დიდ ზედაპირზე და საქმეს შეუდექი. თუ მაინცადამაინც 

ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია დასაწყისისთვის ერთი რომელიმე ჯგუფის, მაგალითად, შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი დაახარისხო.


ნაბიჯი 2. ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებ
ამოარჩიე ნივთები, რომელიც ამ სეზონზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს და დაუნანებლად გადადე “მოსაშორებელი” ნივთების ყუთში.
უკვე დროა, მოიშორო თავიდან რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ძალიან საყვარელი, მაგრამ უკვე გაცრეცილი მაისური, სულ ახალი ბოლოკაბა, რომელიც შარშან იყიდე დიდ ფასდაკლებაზე, მაგრამ ვერ მოირგე და
ყიდვის დღიდან უქმად იმტვერება კარადაში. ან ჯინსი, რომელიც ორი წელია არ ჩაგიცვამს მაგრამ კარგი ბრენდია და გენანება.


მაგრამ, დამეთანხმე, რომ თუ შემოდგომა ისე გავიდა, აი ის წითელი ჟაკეტი არ ჩამოგიღია საკიდიდან,მეორე, მესამე და მეოთხე შემოდგომაზეც ზუსტად ასევე მოხდება, ისევ გაგაღიზიანებს ამ ჟაკეტის წითელი, მსხვილი ღილები და ისევ უკან შეკიდებ ფიქრით “ახლა არა, სხვა დროს იყოს”.


გამონაკლისი დაუშვი იმ ნივთებისთვის, რომლებიც:

✹ არ გცმია იმიტომ, რომ მათი არსებობა არ გახსოვდა და ახლა თავიდან აღმოაჩინე.

✹ საღამოს კაბები, სადღესასწაულო ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები. ასეთი ტანსაცმელი

ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.

✹ სამოსი, რომელიც კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობის კაბა, საყვარელი სკოლის დროიდელი

სვიტრი, კაბა რომელიც მაშინ გეცვა, როცა შენი ბიჭი გაიცანი და ა.შ.

✹ ის, რაც ძვირფასია. მაგალითად, ბეწვეული.

✹ კლასიკა- პიჯაკები, სწორი შარვლები და პერანგები. საოფისე სტილის ტანსაცმელი

არასოდეს გადადის მოდიდან.



    ნაბიჯი 3. რამდენად გიხდება ეს ნივთები?
აიღე სათითაო ნივთი იქიდან, რაც პირველ წმენდას გადაურჩა, მოიზომე, სარკეში ჩაიხედე და შეაფასე:
ისევ გიხდება? ნამდვილად მოდაშია? ჯერ ისევ მოგწონს ეს ნივთი? იქნებ უკვე გაცვდა და პეწი დაკარგა? ან იქნებ
ცოტა გახდი ან მოსუქდი და ისე ლამაზად აღარ გადგას ტანზე?
ჩართე ამ პროცესში მეგობრები და მოაწყე სახალისო მოდების ჩვენება. კითხე სხვებსაც, რას ფიქრობენ.
ის ნივთები, რომლებიც გამოცდას ვერ გაივლის, ასევე უნდა მოიშორო თავიდან.


ნაბიჯი 4. შეუხამე და დაგეგმე

გადახედე დარჩენილ ნივთებს, აღმოაჩინე რა დაგაკლდა, რის შეძენას ისურვებდი, რა მოუხდება

შენს მწვანე კოფთას, რომლის არსებობა არც გახსოვდა იმიტომ, რომ შესაფერისი არაფერი გქონდა.

დააკვირდი დაწუნებულ ნივთებს, რომ მეორედ იგივე შეცდომები არ გაიმეორო და იგივე მოდელები აღარ იყიდო!

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!პ.ს. ზედმეტ, არასასურველ სამოსს რა უყო, შენ თვითონ გადაწყვიტე. შეგიძლია გადაყარო, გააჩუქო, ეკლესიაში მიიტანო ან ბავშვთა სახლებში დაარიგო.

:* იმედია, ჩემი სიახლე მოგეწონათ! დატოვეთ კომენტარები, ან შეგვეხმიანეთ ფეისბუქის გვერდზე >
http://www.facebook.com/4Geogirls
ავტორი: სესილი ბერიძე

Jul 28, 2013

სტილის გაკვეთილები ოდრი ჰეპბერნისგან



სტილის გაკვეთილები
    ოდრი ჰეპბერნისგან...
ოდრი ჰეპბერნმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო კინოში, არამედ მოდის სამყაროშიც. 4 მაისს ოდრი ჰეპბერნს 84 წელი შეუსრულდებოდა. მისი კარიერის ზენიტში მთელი მსოფლიოს ქალბატონები ცდილობდნენ მიებაძათ მსახიობის მაკიაჟისა და ჩაცმის სტილისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის დამსახურებაა.


მათი თანამშრომლობა დაიწყო ფილმიდან „საბრინა“ და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რაც შეეხება ფილმს, მან „ოსკარი“ დაიმსახურა კოსტიუმებისთვის, თუმცა დიდების გვირგვინი იუბერს კი არა, მხატვარ ედიტ ჰედს ხვდა წილად. ოდრი ჟივანშის მუზა იყო. მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჟივანშიმ მოდის სამყარო დატოვა - დიდმა კუტიურიემ თავისი მუზის გარეშე მუშაობა ვერ შეძლო.
ოდრის პოპულარობამ პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია, თუმცა ის სამუდამოდ ლეგენდად დარჩა, მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა და სტილი, რომლის გავლენა თანამედროვე დიზაინერებსაც აშკარად ეტყობათ, მისი გადაფასება შეუძლებელია. ოდრი ჰეპბერნმა მოახერხა საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას. მთავარია, დაიცვათ ძირითადი წესი - უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ. ჩვენ კი, თუ ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, შემოგთავაზებთ მისი სტილის საბაზო ელემენტებს:

                                                                                                  თეთრი პერანგი


თეთრი პერანგი სუპერპოპულარული გახდა ფილმ „რომაული არდადეგების“ შემდეგ. ის მაქსიმალურად სადა უნდა იყოს. თუ ლეგენდარულ მსახიობთან მსგავსების მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ქამრითაც შეიკრათ.




                "ბალეტკები“

ჰეპბერნის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო - იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ქალბატონის სიმაღლეზე ბევრად მეტი. ამიტომ ოდრის არ უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელები და უპირატესობას „ბალეტკებს“ ანიჭებდა.


პატარა შავი კაბა
მართალია, ის გაბრიელ შანელმა შექმნა, მაგრამ მის პოპულარიზებაში ლომის წილი მიუძღვის ოდრი ჰეპბერნს ფილმებით „საბრინა“ და „საუზმე ტიფანისთან“. ოღონდ გაითვალისწინეთ, პატარა შავი კაბა მდიდრულ და თვალში საცემ აქსესუარებს მოითხოვს.

                                                                           ყელსახვევი ან გრძელი შარფი

ამ ორ აქსესუარს მსახიობი ხშირად იყენებდა როგორც კინოში, ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ პატარა დეტალებით მას საოცრად ელეგანტური სახის შექმნა შეეძლო.










              „როლინგი“

„როლინგი“, შავი შარვალი-კაპრი და „ბალეტკები“ - ასე გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი ხშირად ჩნდებოდა კინოსტუდიაში. ეს ჩაცმულობა საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონის ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.



ავტორი: სესილი ბერიძე

Jul 18, 2013

რით ხიბლავდა კლეოპატრა მამაკაცებს?


                 
ეგვიპტის დედოფალი 
კაცობრიობის ისტორიაში არც ისე ბევრია ქალი, რომლის შესახებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყველას სმენია. მათ შორის არის ფიგურა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. რა თქმა უნდა, საუბარია კლეოპატრაზე - ყველაზე საბედისწერო ქალზე ცივილიზაციის ისტორიაში.

აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, კაცობრიობის ისტორიაში რეალურად არსებული ქალბატონებიდან თითქმის ყველაზე ცნობილის ხატება ასოცირდება შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორის გარეგნობასთან, რომელმაც კლეოპატრას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში.
მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ეგვიპტის დედოფალი ასე მიმზიდველად როდი გამოიყურებოდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თითქმის ერთი წელი მოანდომეს ამ ცნობილი ბანოვანის რეალური გამოსახულების აღდგენას. კომპიუტერული მოდელის საფუძვლად გამოიყენეს იმ დროის მონეტებზე აღბეჭდილი პორტრეტები და გამოსახულება ბეჭედზე, რომლის ასაკმა დაახლოებით ორი ათასი წელი შეადგინა. მიღებულმა შედეგმა მეცნიერები გააოგნა. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის დედოფლის იგავმიუწვდომელი სილამაზე მხოლოდ მითია. სამგანზომილებიანი მოდელი გამოსახავს ტანმორჩილ ქალს დაბალი შუბლით, მოკაუჭებული ცხვირით, გამოშვერილი ნიკაპითა და მრუდე ფეხებით. მაშ, რით შეეძლო მოეხიბლა თავისი განსწავლულობის გარდა, იულიუს კეისარი და მისი თანამებრძოლი მარკუს ანტონიუსი? ანდა, გადმოცემის თანახმად, რატომ თანხმდებოდნენ მამაკაცები სიკვდილზე ამ ქალის განსასვენებელში გატარებული თუნდაც ერთი ღამის სანაცვლოდ? ცნობილი ფაქტია, რომ კლეოპატრას ჰქონდა ბრწყინვალე გონება, იყო განათლებული და მშობლიური ბერძნული ენის გარდა იცოდა ლათინური, არამეული, ებრაული და ეგვიპტური ენები.
მაგრამ საეჭვოა, მხოლოდ შესანიშნავი განათლების გამო ჰყოლოდა ურიცხვი თაყვანისმცემელი. 
  როგორც ჩანს, ეს საიდუმლო ყველაზე უკეთ პლუტარქემ ამოხსნა: „ამ ქალს არ გააჩნდა ის სილამაზე, რასაც შეუდარებელი ჰქვია და პირველივე ნახვით გიპყრობს, სამაგიეროდ, ადამიანებისადმი მისი დამოკიდებულება გახლდათ უზადო და ამიტომ გარეგნობა, შეხამებული დამაჯერებელ საუბართან, უნაკლო მომხიბვლელობასთან, რაც თითოეული სიტყვიდან, ყოველი მოძრაობიდან გამოსჭვიოდა, ღრმად იჭრებოდა სულში. თვით მისი ხმის ბგერები ეალერსებოდა და ახარებდა სმენას, ხოლო ენა ნამდვილი მრავალსიმიანი საკრავი იყო, რომელიც ადვილად იმართებოდა ნებისმიერ ჰანგზე, ნებისმიერ კილოზე...“
ამიტომ დაიმახსოვრეთ! სილამაზე ქალის ერთ-ერთი სამკაულია... ერთ-ერთი და არა ერთადერთი!
ავტორი: სესილი ბერიძე                                                                                                            

Jul 16, 2013

2013 წლის 20 საუკეთესო ბიკინი

საცურაო კოსტიუმის არჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კაბისა პირველი პაემნისთვის. სწორედ ბიკინზეა დამოკიდებული, რამდენად მოხდენილად და მოდურად გამოხვალთ პლაჟზე. 

დიზაინერებმა საფუძვლიანად მოინდომეს იმისათვის, რომ ნებისმიერი აღნაგობისა და გემოვნების მქონე ქალმა შეძლოს, იპოვოს 2013 წლის კოლექციაში თავისი ოცნების საცურაო კოსტიუმი. 

ერთიანი ან ცალ-ცალკე, მონოქრომული ან მკვეთრი პრინტებით, გამჭვირვალე ჩანართებითა და რომანტიკული რუშებით, სპორტული ან ვინტაჟური – ნახეთ და აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი.


































             ავტორი: სესილი ბერიძე

ჩვენ ფეისბუქის გვერდზე ––––> http://www.facebook.com/photo.php?fbid=418902651558651&set=a.385170538265196.1073741828.385166078265642&type=1&theater
 ან კომენტარებში :*


Jul 11, 2013

სწორად შევარჩიოთ აქსესუარები!


ზაფხულში სადა მაისურს,ლასტებს და შორტს ამშვენებს ჭრელი აქსესუარები.უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქსესუარებმა არ უნდა გადატვირთოს თქვენი ჩაცმულობა.მოდით დღეს მე მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ აქსესუარები ჩაცმულობის შესაბამისად:


1)თუ იკეთებთ მაგალითად, რამდენიმე სამაჯურს ერთად, სასურველი არაა ამ სამაჯურებს 2–ზე მეტი ფერი ჰქონდეთ. მით უმეტეს,თუ გაცვიათ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი.

2) როცა გაცვიათ ჭრელი ტანსაცმელი, გაიკეთეთ მუქი ფერის აქსესუარები.

3) იყავით გაბედულები!  გარისკეთ, გაიკეთეთ სხვადასხვა ფერის აქსესუარები. მაგალითად, თუ გაქვთ წითელი სათვალე,ნუ შეგეშინდებათ, გაიკეთეთ ლურჯი სამაჯური.

4) არ არის მოდური თქვენი ტანსაცმლის ფერის აქსესუარის გაკეთება.ფერების შეხამება არ ნიშნავს ფერების განმეორებას! ამ ზაფხულს ძალიან მოდურია ეს სამი ფერი – ლურჯი,წითელი და თეთრი. თუ გაქვთ რაიმე თეთრი მაისური წითელი ან ლურჯი ზოლებით შეგიძლიათ შექმნათ ძალიან მოდური ლუქი.


5) გაახალისეთ თქვენი ლუქი აქსესუარებით! გაცვიათ მუქი ტანსაცმელი?, მაშინ თქვენ ლუქს დაუმატეთ ფერები, გაიკეთეთ ჭრელი,სხვადასხვა ფერი აქსესუარები!

ავტორი: სესილი ბერიძე