Jan 8, 2014

პოპულარული გოგონას 7 "საიდუმლო" (+ ილუსტრაციები)

არავინ არ ურთიერთობს თქვენთან? მოგწყინდათ დაცინვის ატანა? გინდათ იყოთ ყურადღების ცენტრში? მაშინ ეს პოსტი სწორედ რომ თქვენთვისაა! გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და დაემშვიდობეთ სხვების ჩრდილში ყოფნას.

როგორ გავხდეთ პოპულარული გოგონა?
ნაბიჯი 1 მოახდინეთ კარგი შთაბეჭდილება

ადამიანს პირველივე შეხვედრით უჩნდება შთაბეჭდილება მეორე ადამიანზე, ამიტომაც იყავი გახსნილი, კომუნიკაბელური და გაამხიარულე შენს ირგვლივ მყოფები - თუ გახდები ასეთი, დამერწმუნე ადამიანებთან ურთიერთობა გაგიიოლდება.







ნაბიჯი 2 - იყავი ჰიგიენური

დაფიქრდი! იქნებ შენთან იმიტომ არ ურთიერთობენ, რომ არ იცავ ჰიგიენას? გქონდეს სუფთა კბილები, მოიშორე ქერტლი და  გამოიყენე ანტიპერსპირანტები. არ დაგავიწყდეთ, რომ ხალხი წიგნს ყდით აფასებენ, ამიტომაც მიხედეთ გარეგნობას - ეს უმთავრესია! 




ნაბიჯი 3 - არ გამოტოვო არც ერთი ღონისძიება

ყოველთვის იარე კაფეებში, რესტორნებში მეგობრებთან ერთად. არ გამოტოვო არც ერთი წვეულება, ღონისძიება და კონცერტიიყავი ყველაფრის "საქმის ყურში". მოაწყვე წვეულებები შენით და აჩვენე სტუმრებს მაღალი კლასი :) 






ნაბიჯი 4 - თავი მოაჩვენე ისე, ვითომ დაინტერესებული ხარ
როგორც იცით მოსაუბრემ შეიძლება სასაუბრო თემა ამოწუროს, მაგრამ ამასთანავე მოთმივებაც ამოგიწუროთ, ამიტომაც არ ეუხეშოთ და უბრალოდ თავი ისე მოაჩვენეთ, რომ ვითომ დაინტერესებული ხართ. შეგიძლიათ სასაუბრო თემა უცებ გადაიტანოთ და ისაუბროთ იმაზე, რაც გაინტერესებთ. და დაიმახსოვრეთ საუბრის დროს არასდროს მიიღოთ დაღლილის სახე!



ნაბიჯი 5 - არ გააკრიტიკო სხვები!
კრიტიკა კარგს არაფერს მოგიტანთ, პირიქით, დაკარგავთ მეგობრებს და ირგვლივ მყოფებსაც შესძულდებით. ამიტომაც მოთოკეთ თავი და შეეცადეთ თქვენი კრიტიკა გულში შეინახოთ :) კრიტიკის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები:

"მე რომელი მრჩეველი გაგიხდი, მაგრამ მე სხვანაირად მოვიქცეოდი, ხომ იცი ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს.", "შენ ძალიან გიხდება, მაგრამ ჩემი სტილი არ არის","ძალიან მაგარი იდეაა, მაგრამ ვფიქრობ დახვეწა სჭირდება - შენ ეს ადვილად გამოგივა" და ა.შ


ნაბიჯი 6 - იპოვე შენი სტილი
იყავი ყველასგან გამორჩეული და გქოონდეს შენი სტილი. აუცილებელი არ არის, რომ სტილის შექმნისას ბრენდებს ყიდულობდე. შეგიძლია ახალი ტანსაცმელი დაამატო გარდერობს, ან თუნდაც ახალი "ლუქები" შექმნა ძველი ტანსაცმლით.







ნაბიჯი 7 - იყავი წარმატებული მოსწავლე! 
თუ გინდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა აუცილებელია, რომ იყოთ წარმატებული მოსწავლე. მთავარია ყოველთვის გეწეროთ დავალებები და იყოთ მოწესრიგებულები და დაიმახსოვრეთ, რომ პოპულარული გოგონა ფეხზე არ იკიდებს სკოლაში მიცემულ დავალებებს! ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გეუბნებიან კომპლიმენტებს ეფექტური პრეზენტაციის გამო, ამიტომ დროა გარდაისახოთ!

ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment