Sep 9, 2013

ადამიანების 95% ხელებს არასწორად იბანს

როგორ უნდა დავიბანოთ სწორად ხელები? ბევრ ჩვენგანს, ალბათ, ამ საკითხზე არც უფიქრია. თუმცა მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანების უმეტესობა ხელებს სწორად არ იბანს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საზოგადოებრივი ტუალეტის 3 749 მომხმარებელზე დაკვირვება აწარმოეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 15%, ქალების 7% საერთოდ არ იბანს ხელს ტუალეტის შემდეგ.
ტუალეტის მომხმარებლების უმეტესობას ურჩევნია, საერთოდ არ დაიბანოს ხელი, თუ ნიჟარა საკმარისად სუფთად არ გამოიყურება.

ქალების 78% ხელის ყოველი დაბანის დროს იყენებს საპონს, მამაკაცებში ასეთი ნაკლებია – მხოლოდ 50%.

იმისათვის, რომ მიკრობები განადგურდეს, ხელებს სწორად და ზედმიწევნით კარგად ადამიანების მხოლოდ 5% იბანს.

როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად?
აშშ-ის დაავადების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები გვირჩევენ, ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში ვიბანოთ. ადამიანების უმეტესობა კი ამ პროცედურას მხოლოდ 6 წამს უთმობს.

No comments:

Post a Comment