May 6, 2013

ფოტოგენურობა: კარდაშიანის ფოტოგაკვეთილები

არ გიყვართ სურათის გადაღება იმიტომ, რომ არ მოგწონთ, როგორ გამოდიხართ ფოტოზე? საიდან სად, კადრში გიჩნდებათ პუტკუნა ლოყები, ღიპი და სახის უცნაური გამომეტყველება, რაც ხასიათს გიფუჭებთ და კამერასთან პოზირების სურვილს საერთოდ გიქრობთ?


საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება არ შეუძლიათ ფოტოგადაღებების გარეშე და უკლებლივ ყველა კადრში შეუდარებლად გამოდიან. ვარსკვლავური ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება.

მან კარგად იცის, როგორ უნდა გამოვიდეს კარგად ფოტოზე, მიუხედავად თავისი სპეციფიკური გარეგნობისა: დაბალი ქალი სავსე თეძოებით. თუ სერიოზულად ფიქრობთ, კამერა თქვენს მიმართ კეთილად განაწყოთ, ნახეთ, როგორ პოზირებენ ვარსკვლავები!

გთავაზობთ კიმ კარდაშიანის ერთ-ერთ ბოლო ფოტოსესიას, რომლითაც ისწავლით რამდენიმე მარტივ წესს უნაკლო ფოტოგადაღებისთვის.


ვიცილებთ მუცელს!

არასასურველი მუცლის ფოტოზე დამალვა პატარა ეშმაკობით არის შესაძლებელი: კამერის წინ პოზირებისას ოდნავ გაზნიქეთ წელი.














ვითხელებთ გაბუშტულ ცხვირსა და მრგვალ სახეს


პორტრეტული ფოტოს პოპულარული რაკურსი - პოლუპროფილი საშუალებას მოგცემთ, დამალოთ პუტკუნა ლოყები, თვალებისა და წარბების ბუნებრივ ასიმეტრიაში შეიტანოს კორექტივები და ვიზუალურად დაათხელოს მრგვალი ან კვადრატული სახის ფორმა და გაბუშტული ცხვირი.









ვიშორებთ განიერ მხრებს


ნახევრად მობრუნებული რაკურსი წელზემოთ პორტრეტებში ეფექტურად ფარავს განიერ მხრებსა და წელს, მაგრამ ამ დროს მკლავები იმაზე განიერი ჩანს ხოლმე, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ. თუ გინდათ, რომ ესეც გამორიცხოთ, ასწიეთ ხელები და მიიტანეთ თავთან, როგორც ეს კიმს აქვს ამ ფოტოზე.









ვიშორებთ ღაბაბს



ოდნავ უკან გადაწეული თავი დამალავს პატარა ღაბაბს და სახეს ლამაზ ფორმას მისცემს.













მოხდენილი თეძოები


ამ ფოტოზე კიმის მასიური თეძოები ბევრად თხელი ჩანს, იმიტომ, რომ მას მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ აქვს წამოწეული, ხოლო სხეულის სიმძიმე მარცხენა ფეხზე აქვს გადატანილი. ამ პოზაში კიმის ერთ-ერთი თეძო მეორეზე მაღლა გამოჩნდა და მათ შორის მანძილი ვიზუალურად შემცირდა.









ვიშორებთ წიტებს


პორტრეტული ფოტოს გადაღების დროს ეცადეთ, ისუნთქოთ პირით და არა ცხვირით. ასე თქვენ მოადუნებთ სახის კუნთებს და ფოტოზე წიტები აღარ გამოგიჩნდებათ.












არ ვახამხამებთ თვალებს!


თუ გინდათ, რომ ფოტოზე უფრო გამომსახველი მზერა დაფიქსირდეს, გადაღების დროს იყურეთ არა ობიექტივში, არამედ ოდნავ მის ზემოთ. კამერის განათების დროს კი თვალი არ დაგეხუჭებათ, თუ ფოტოაპარატის ჩაჩხაკუნებამდე თვალს დახუჭავთ და ფოტოგრაფის ბრძანებისთანავე - "ვიღებ"- გაახელთ.









ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment