Jan 9, 2014

ანჯელინა ჯოლი - ის, რაც არ იცოდით

ანჯელინას ნამდვილი სახელია ანჯელინა ჯოლი ვოითი (Angelina Jolie Voight). ანჯელინა ნიშნავს ღვთის მაცნეს, ხოლო ჯოლი ფრანგული ტერმინია, რომელიც ნიშნავს ლამაზს. მსახიობმა საკუთარი ნებით "ჩამოიშორა" ნამდვილი გვარი და გაგვაცნო თავი , როგორც ჯოლი. გვარის "ჩამოშორება" დაკავშირებული იყო  ცუდ ურთიერთობასთან

Jan 8, 2014

პოპულარული გოგონას 7 "საიდუმლო" (+ ილუსტრაციები)

არავინ არ ურთიერთობს თქვენთან? მოგწყინდათ დაცინვის ატანა? გინდათ იყოთ ყურადღების ცენტრში? მაშინ ეს პოსტი სწორედ რომ თქვენთვისაა! გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და დაემშვიდობეთ სხვების ჩრდილში ყოფნას.

როგორ გავხდეთ პოპულარული გოგონა?
ნაბიჯი 1 მოახდინეთ კარგი შთაბეჭდილება

ადამიანს პირველივე შეხვედრით უჩნდება შთაბეჭდილება მეორე ადამიანზე, ამიტომაც იყავი გახსნილი, კომუნიკაბელური და გაამხიარულე შენს ირგვლივ მყოფები - თუ გახდები ასეთი, დამერწმუნე ადამიანებთან ურთიერთობა გაგიიოლდება.



Jan 6, 2014

კიმ კარდაშიანი ახალი მერლინ მონროა?!


კიმ კარდაშიანი ახალი მერლინ მონროა?!
ვინ იტყოდა ამას, თუ არა “გენიოსი” კენიე უესტი. ეს “გენიალური” ფრაზა კი ერთ-ერთ ინტერვიუში წარმოსთქვა. რეპერმა თავისი ცოლი შეადარა ყველა დროის საუკეთესო ქალს – მერლინ მონროს. და მაინც, საიდან მოუვიდა აზრად კენიე უიესტს ეს შედარება?

“მე მიყვარს და ამავდროულად, მძულს პაპარაცები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენ გვაძლიერებენ და გვხდიან პოპულარულებს. ვფიქრობ, ქეით აპტონი სულაც არ არის ახალი მერლინ მონრო. პოპულარობის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, კიმი არის ახალი მერლინ მონრო. ის ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა ხალხში და ახლაც იწვევს”- განაცხადა ინტერვიუში რეპერმა.


მართლაც, რაღაც-რაღაცები მოწმობს კენიეს ფრაზის სიზუსტეზე.თუმცა, ეს პირველი განცხადება არაა ამ ორი ადამიანის მსგავსების შესახებ. ჟურნალი “ვოგის” რედაქტორმა იგივე განცხადება გააკეთა ოქტომბერში. მოდით, შევადაროთ კიმი მერლინს.

ქალთევზები არსებობენ?

ოკეანოლოგიის და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს შეტყობინება „წყალქვეშ ჰუმანოიდების არსებობის დადასტურების შესახებ.“
ინფირმაციაში აღნიშნულია, რომ ქალთევზები მართლაც არსებობენ და ბინადრობენ მსოფლიოს ყველა სახის წყალში.
სააგენტოს სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ქალთევზათა უმრავლესობა ძირითადად, თბილ წლებში ბინადრობს, განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვისა და კარიბის ზღვის აუზებში. ისინი, ასევე, შენიშნულები არიან წყნარ ოკეანესა და ანტლანიის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ხელისუფლებას აკვარიუმში მოთავსებული ჰყავს 7 ქალთევზა, რომლებსაც იკვლევენ. აკვარიუმის ადგილმდებარეობა კი, არ სახელდება

Jan 5, 2014

როგორ უნდა გავიგოთ მოვწონვართ თუ არა მორცხვ ბიჭს? (5 ნაბიჯი)


მორცხვი ბიჭები არიან ძალიან ჩაკეტილები და როგორც იცით მათი სიყვარულში გამოტეხვა მეტად რთული ამოცანაა გოგონებისთვის. ამ სიახლის მეშვეობით ეს ამოცანა "ამოიხსნება" :)
                                                        ნაბიჯი 1


ნუ სთხოვთ მას, პირდაპირ გითხრათ: მოსწონხართ თუ არა. ის აუცილებლად უარჰყოფს "დამალულ სიყვარულს" და გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია. დაიწყებს თქვენ თავიდან აცილებას . მორცხვ ბიჭთან კონტაქტის დროს ყოველთვის გამოიყენეთ დახვეწილი ტექნიკა და არ ჩააგდოთ უხერხულ მდგომარეობაში.