Aug 29, 2013

საუკეთესო სურნელისთვის...

-გამარჯობა

-გამარჯობა
-რა კარგი სუნი აგდის... რა სუნამოა?
- ეს ჩემი საიდუმლოა...

ყველას ძალიან გვსიამოვნებს, როცა ამჩნევენ ჩვენს სასიამოვნო სურნელს.იმისათვის, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის ჩვეულებრივი იყოს ჩვენი ბლოგი განსაკუთრებულ რჩევებს შემოგთავაზებთ.

ძვირადღირებული სუნამო
ჩემი რჩევა ასეთია: უნდა გესხათ ძვირადღირებული სუნამო,ან საერთოდ არ უნდა გესხათ სუნამო.ძვირადღირებულ სუნამოს აქვს მკაფიო სურნელი, და ის სუნს ტოვებს რამდენიმე დღის განმავლობაში.როცა დაყნოსავთ თქვენს ტანსაცმელს, იგრძნობთ ძალიან სასიამოვნო სურნელს.ეს ხომ თქვენი ძვირადღირებული სუნამოს სურნელია...






ძვირადღირებული დუშ-გელი 

ჩემი რჩევა ასეთია: არ გასხიათ სუნამო? უნდა დაიბანოთ ძვირადღირებული დუშ-გელით.

შეიძლება ძვირადღირებული სუნამოს თანხა არ გქონდეთ,მაგრამ ძვირადღირებული დუშ-გელი სურნელი არანაკლებ ეფექტს დატოვებს.მთავარია  დუშ-გელმა დატოვოს სურნელი რამდენიმე დღის მანძილზე.

ლოსიონი
ჩემი რჩევაა გამოიყენოთ სუნამოს ნაცვლად ლოსიონი.დაბანის შემდეგ წაისვით ლოსიონი ხელებზე და ყელზე.ის საოცარ სურნელს ტოვებს.თუ იყენებთ ლოსიონს, არანაირად არ გამოიყენოთ ისეთი  დუშ-გელი,რომელიც მძაფრ სურნელს ტოვებს.






სარეცხი ფხვნილი/დამარბილებელი
არ გიყვართ ვარდების,სხვადასხვაგვარი ყვავილების,ხელოვნური სურნელი? უბრალოდ გამოიყენეთ სარეცხის დამარბილებელი, როგორიცაა ვერ ნელი.ჩემი აზრით, ვერ ნელი საუკეთესო დამარბილებელია. სარეცხის დამარბილებელი სისუფთავის სურნელს ტოვებს.





ტანსაცმლის სურნელი
შეიძლება დამარბილებლის სუნი დიდად არ მოგწონდეთ.აი, ჩემი ხერხიც: თქვენს ტანსაცმლის კარადაში დადეთ რამდენიმე სურნელოვანი საპონი.საპონი არ იმოქმედებს თუ ტანსაცმელი საკიდებზე გაქვთ ჩამოკიდებული.დაკეცილ ტანსაცმელებს შორის ჩადეთ საპნის პატარა ნაჭერი.დამიჯერეთ, თქვენ ტანსაცმელს საუკეთესო სურნელი ექნება.



რჩევები:
  1. ერთად არეული სხვადასხვაგვარი სურნელი არ ტოვებს კარგ ეფექტს!
  2. სუნამოს ბევრი დასხმა უბრალოდ, აგაყროლებთ :)
ავტორი: სესილი  ბერიძე

No comments:

Post a Comment