Jan 5, 2014

როგორ უნდა გავიგოთ მოვწონვართ თუ არა მორცხვ ბიჭს? (5 ნაბიჯი)


მორცხვი ბიჭები არიან ძალიან ჩაკეტილები და როგორც იცით მათი სიყვარულში გამოტეხვა მეტად რთული ამოცანაა გოგონებისთვის. ამ სიახლის მეშვეობით ეს ამოცანა "ამოიხსნება" :)
                                                        ნაბიჯი 1


ნუ სთხოვთ მას, პირდაპირ გითხრათ: მოსწონხართ თუ არა. ის აუცილებლად უარჰყოფს "დამალულ სიყვარულს" და გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნია. დაიწყებს თქვენ თავიდან აცილებას . მორცხვ ბიჭთან კონტაქტის დროს ყოველთვის გამოიყენეთ დახვეწილი ტექნიკა და არ ჩააგდოთ უხერხულ მდგომარეობაში.




ნაბიჯი 2


არანაირად არ ჩარიოთ ამ საქმეში ბიჭის მეგობრები! მორცხვი ბიჭების მთავარი პრიორიტეტია საიდუმლოება. თუ მორცხვ ბიჭს ძალიან უყვარხართ შესაძლოა მან არავის გაუმხილოს თქვენ მიმართ სიყვარული. ბიჭის მეგობრებთან ურთიერთობის მიხედვით, ბიჭმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ის მოგწონთ. 





ნაბიჯი 3 

შეადარეთ მისი ქცევა თქვენს მიმართ, მის ქცევას სხვების მიმართ. მორცხვი ბიჭების ქცევები შეიძლება იყოს იმდენად უცნაური, რომ შეიძლება გეგონოთ, რომ ლაპარაკის დროს არ რეაგირებს. მორცხვ ბიჭებს საყვარელ გოგოსთან ლაპარაკისას ან ყოფნისას ახასიათებთ შემდეგი თვისებები:

1. ნერვიულობა
2. გაწითლება
3. ენის დაბმა
4. ხელების "ტკაცუნი" :დ

5. დაბნეულობა
შეიძლება ბიჭი სხვა ტიპის აღმოჩნდეს და თქვენს მიმართ იყოს განსაკუთრებულად კომუნიკაბელური. 



ნაბიჯი 4

ისწავლეთ მისი "სხეულის ენა". უმეტეს შემთხვევაში მორცხვი ბიჭები კი არ გაგრძნობინებენ, რომ მოსწონხართ, არამედ პირიქით! ისინი თქვენთან ყოფნის დროს არაკომფორტულად გრძნობენ თავს. აი, როგორ უნდა გამოიცნოთ მოსწონხართ, თუ არა მას:

  • თქვენთან ყოფნის დროს ის იხედება ძირს, თავიდან იცილებს თვალებში შეხედვას.
  • ის ხელს უჭერს ტანსაცმელს, ან ნერვიულად თმაზე ისმევს ხელს.
  • იტკაცუნებს თითებს
  • ოფლიანდება და წითლდება, გეგონებათ, რომ მარათონში მიიღო მონაწილეობა :დ
  • ის ყოველთვის ერიდება თქვენთან ახლოს ყოფნას.

ნაბიჯი 5
სცადეთ დაიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ის თქვენ გიყურებთ. არის მომენტები, როდესაც მორცხ ბიჭებსაც კი უჭირთ გრძნობების დამალვა. შეიძლება ის მოგაშტერდეთ, მაშინ როცა იცის,რომ თვენ მისკენ არ იხედებით. თუ ის მიხვდა, რომ ამ მომენტში გამოიჭირეთ ის უცებ გაიხედავს სხვაგან. 


ავტორი: სესილი ბერიძე


No comments:

Post a Comment