Aug 1, 2013

ჯესიკა ალბამ ქურდობა დაიწყო?!



სკანდალია 

      სკანდალი!!!

ჯესიკა ალბა შენიღბულად ატარებდა ცისფერ მოსასხამს,ლოს ანჯელესში, მისი ახალი ფილმის Stretch-ის გადაღებებზე (30 ივლისი).


Jul 31, 2013

მირანდა კერი "კლეოს" ყდაზე

ვიქტორია სეკრეტის ულამაზესი მოდელი მირანდა კერი გვიგზავნის კოცნას ახალი ზელანდიის ჟურნალის, კლეოს ყდიდან.

ვინც შეიძენს ჟურნალის ყდას, 30 წლის მოდელი 48 ფერიან თვალის "ტენს" ჩუქნის.

მირანდამ ტვიტერში განაცხადა: დარწმუნებული ვარ, შეამოწმებთ ახალ, მირანდას დამოწმებულ პროდუქტს!


ავტორი: სესილი ბერიძე

ვარსკვლავები Dior-ის ძვირად ღირებულ კაბაზე გიჟდებიან


მიუხედავად ხშირი კრიტიკისა და წინამორბედთან შედარებისა, რაფ სიმონსი წარმატებით უძღვება Dior-ის მოდის სახლს და მისი ძვირად ღირებული კოლექციიდან ნივთებს სელებრითები დაუფიქრებლად იტაცებენ.
ახალი ვარსკვლავური ჰიტი წელს – მასიური, ნარინჯისფერი ქვედაბოლოა.


new look რაფ სიმონსისგან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ვარსკვლავებში. ამ ზაფხულს ცნობილებმა ერთხმად აიტაცეს ნაზი-ნარინჯისფერი ქვედაბოლო დიორისგან.

მასიური ასიმეტრიული აბრეშუმის ქვედაბოლო Dior-ის Pre-Fall 2013 წლის კოლექციიდან გახლავთ. რაფ სიმონსი გვირჩევს, ასეთი ფუშფუშა ქვედაბოლო მარტივ, თეთრ ზედასთან ერთად ვატაროთ.
ვარსკვლავებიც არ ეკამათებიან დიზაინერს და სწორედ ასეთ ვარიანტს ირჩევენ.


ავტორი: სესილი ბერიძე

ასიმეტრიული ქვედა კაბები

ასიმეტრიული ქვედა კაბები ზაფხულის მთავარი ტრენდია.მე შევარჩიე საუკეთესო ასიმეტრიულიკ ქვედა კაბები.დღეს მინდა ჩემი არჩევანი თქვენც გაგიზიაროთ.თქვენი აზრი კი შეგიძლიათ როგორც ფეისბუქის გვერდზე, ასევე კომენტარებშიც გაგვიზიაროთ.

                 1)

















  2)


















                    3)











      4) 5) 6)






                                     7)












    8)        9)

10)










12











13)










   14)


















     
 15)
     
                   16)









რომელი ქვედა კაბა მოგეწონათ ყველაზე მეტად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ან იაქტიურეთ ფეისბუქის გვერდზე

ავტორი: სესილი ბერიძე



Jul 30, 2013

არომატული კოდი:"დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"

სუნამოს ჩვენ, ქალები, მთელი გულით ვირჩევთ, თუმცა ცოტაოდენი ცოდნა პარფიუმერიის დარგში ნამდვილად არ გვაწყენდა!

როგორ დავისხათ სუნამო?

როგორც კოკო შანელი ამბობდა, "დაისხით სუნამო იქ, სადაც კოცნას ელით"... ჩვეულებრივ, სუნამო უნდა მიიპკუროთ პულსაციის ზონებში, სადაც არომატი "მოძრავი" ხდება: დღის განმავლობაში შესაძლებელია სუნამოს ყველა ნოტის შეგრძნება. ეს არის კისრის, დეკოლტეს, ყურის უკანა ზონები.

ასევე გასათვალისწინებელია პარფიუმის კონცენტრაცია. ტუალეტის წყალი, სასურველია, ტანსაცმელზე მიიპკუროთ, რადგან ის მცირე რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს და კანის ბუნებრივ სუნთან შერევის შემდეგ თავისებურებას იცვლის. თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი, რეკომენდებულია ნებისმიერი სუნამოს ტანსაცმელზე შესხმა.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ აბრეშუმის კაბებსა და ბლუზებზე, განსაკუთრებით, თუ ქსოვილი ღია ფერისაა, სუნამოს დასხმის შედეგად შეიძლება ლაქები გაჩნდეს, რომელთა ამოყვანა ქსოვილიდან არცთუ ისე ადვილია. ამ შემთხვევაში უმჯობესია, სუნამო თმის ბოლოებზე მსუბუქად მიიფრქვიოთ.

ღამის ცდუნება...

საღამოს პარფიუმი დღის პარფიუმისგან თამამი და მკვეთრი არომატით განსხვავდება. ის შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ მისმა მფლობელმა ყურადღება მიიქციოს.

რა არის სელექტიური პარფიუმი?

განასხვავებენ სელექტიური პარფიუმის სამ სახეობას: პარფიუმი, რომელიც მდიდრულ ფლაკონებში და ძალიან მცირე რაოდენობით გამოდის და მისი ფასი რამდენიმე ათას დოლარს აღწევს. სელექტიური პარფიუმერიის მეორე სახეობა - ვინტაჟური სუნამოებია. ისინი იმითაა გამორჩეული, რომ მათ საფუძვლად უდევს ასწლოვანი პარფიუმერიული რეცეპტები, შუა საუკუნეებიდანაც კი.

მესამე სახეობა - ძალიან სპეციფიკური სუნამოებია, რომელთაც კოლექციონერები უწოდებენ "არომატებს პარფიუმერული გურმანებისთვის". რაც ყველაზე მთავარია, სელექტიური პარფიუმერია მხოლოდ ნატურალური და იშვიათი ინგრედიენტებისგან მზადდება.

რას ნიშნავს არომატის პირამიდა?

ნებისმიერი სუნამო თავისი არსით რთული ქიმიური ფორმულაა, რომელიც შედგება სპირტში გახსნილი სურნელოვანი კომპონენტების ნაზავისგან. ამ კომპონენტების განლაგება შეიძლება პირამიდასაც შევადაროთ. "პირამიდის" მწვერვალზე "მფრინავი" ეთერზეთებია, რომლებიც სუნამოს დასხმიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში შეგვიძლია შევიგრძნოთ. შემდეგ ისინი "ადგილს უთმობენ" ძირითად ნოტებს. მათ "გულის ნოტებსაც" უწოდებენ, რადგან ისინი გადმოსცემენ სურნელის არსს - სულს, რომელიც მათ პარფიუმერმა შთაბერა. ყველაზე დიდხანს ჩვენ შევიგრძნობთ "შლეიფის" ნოტებს, რომლებიც მდებარეობენ პირამიდის შუაგულში და სწორედ ეს ნოტები გვანიჭებენ ხანგრძლივ სიამოვნებასა და სურნელს. ამიტომ ნურასდროს გამოიტანთ დასკვნას სუნამოს შესახებ მისი ბლოტერზე დასხმის შემდეგ (ბლოტერი არის სქელი ქაღალდის ტესტერი, რომელიც პარფიუმერულ მაღაზიებში გვხვდება). დაივიწყეთ ბლოტერი რამდენიმე საათით და შეიძლება, სუნამოსთან "მეორე" შეხვედრა თქვენთვის მეტად საინტერესო და სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს.

ვარდისფერი ოცნება...
კარგია, თუ თქვენს საყვარელ სუნამოს გამარტივებული ვერსიაც ექნება. ის იდეალური იქნება გაზაფხულზე, როდესაც რაღაც უფრო მსუბუქი და გრილი სურნელი გსურთ, ვიდრე ზამთარში. მაგალითად, Burberry-ს კოლექციაში გამოჩნდა ტუალეტის წყალი Body Tender - Body-ს შემსუბუქებული ვარიანტი, რომელშიც იგრძნობა ვარდის, სურნელოვანი ჟასმინისა და მუსკუსის მომაჯადოებელი ნოტები.


დაბოლოს, შეარჩიეთ სუნამო მხოლოდ საკუთარი გულისა და გემოვნების კარნახით! აქცენტს ნუ გააკეთებთ მოდურ და ახალ სუნამოებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის "პრესტიჟული" და ძვირფასია. იყავით არჩევანში თავისუფალი.

რომელია თქვენი საყვარელი სუნამო? დააკომენტარეთ ან გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქის გვერდზე
ავტორი: სესილი ბერიძე

რა უნდა მივირთვათ უკეთ გასარუჯად?

იმისათვის, რომ კანი უკეთ მოემზადოს მზის სხივებთან შესახვედრად, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად შერჩევას.
ზოგიერთი საკვები გარუჯვის პროცესს აჩქარებს, ზოგი კი, პირიქით, ანელებს. თუ გსურთ, რომ არდადეგების ბოლოს უნაკლო ოქროსფერი ნამზეურით მოიწონოთ თავი, უპირატესობა მიანიჭეთ ვიტამინ A-ს შემცველ პროდუქტებს.

სწორედ ამ ვიტამინის დახმარებით აქტიურდება კანში მელანინის პიგმენტი, რომელიც გარუჯვას უზრუნველყოფს. ვიტამინი A იგივე რეტინოლი შედის ხორცში, რძის პროდუქტში, მოწითალო-ყვითელ ბოსტნეულში: სტაფილოში, ნესვში, წითელ წიწაკაში, მანგოში, გარგარში, ატმის ჩირში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება და მისი უკეთ ათვისებისთვის, სასურველია მცირე რაოდენობის ცხიმიც მივიღოთ, მაგალითად, უმი სტაფილოს სალათი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით სასარგებლოცაა და ფიგურასაც არ ავნებს.

იმედია, ჩემი პოსტი მოგეწონათ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ფეისბუქის გვერდზე, ან კომენტარებში.გმადლობთ ყურადღებისთვის!

ავტორი: სესილი ბერიძე

როგორ დავალაგოთ ტანსაცმლის კარადა?



როგორ

დავალაგოთ

ტანსაცმლის

კარადა?

კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა. საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები,შარვლები…

მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, არ იცი, რა შეიძლება
ჩაიცვა და იწყებ იმაზე წუწუნს, რომ გარდერობი თითქოს სავსეა,
ჩასაცმელი კი არაფერი არ გაქვს.


შენი არ ვიცი და მე ძალიან დიდხანს მაწუხებდა ეს პრობლემა, სანამ, ერთხელაც,

ხელი ვტაცე ყველაფერ ზედმეტს და გავაჩუქე ან გადავყარე.

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, ვეცდები ცოტა დაგეხმარო. იმედია ეს რჩევები გამოგადგება და მალე შენს კარადაშიც
გაჩნდება ადგილი ახალი ტანსაცმლისთვის. თანაც მიზეზიც გექნება უფრო ხშირი შოპინგისთვის, შენ რომ “სულ ოთხი ჯინსიღა გაქვს”.


ნაბიჯი 1. მოაგროვე და დაახარისხე


გამოალაგე ყველაფერი გარდერობიდან, კარადიდან, ტუმბოებიდან, კარადების ზედა სათავსოებიდან, 

სულსულ ყველაფერი მოძებნე სადაც ოდესმე რამე შეგინახია და ორ დიდ ჯგუფად დაახარისხე: 
შემოდგომა-ზამთრის და გაზაფხული-ზაფხულის.

გაშალე ეს ყველაფერი საწოლზე ან რამე სხვა დიდ ზედაპირზე და საქმეს შეუდექი. თუ მაინცადამაინც 

ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია დასაწყისისთვის ერთი რომელიმე ჯგუფის, მაგალითად, შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმელი დაახარისხო.


ნაბიჯი 2. ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებ
ამოარჩიე ნივთები, რომელიც ამ სეზონზე ერთხელაც არ ჩაგიცვამს და დაუნანებლად გადადე “მოსაშორებელი” ნივთების ყუთში.
უკვე დროა, მოიშორო თავიდან რამდენიმე წლის წინ ნაყიდი ძალიან საყვარელი, მაგრამ უკვე გაცრეცილი მაისური, სულ ახალი ბოლოკაბა, რომელიც შარშან იყიდე დიდ ფასდაკლებაზე, მაგრამ ვერ მოირგე და
ყიდვის დღიდან უქმად იმტვერება კარადაში. ან ჯინსი, რომელიც ორი წელია არ ჩაგიცვამს მაგრამ კარგი ბრენდია და გენანება.


მაგრამ, დამეთანხმე, რომ თუ შემოდგომა ისე გავიდა, აი ის წითელი ჟაკეტი არ ჩამოგიღია საკიდიდან,მეორე, მესამე და მეოთხე შემოდგომაზეც ზუსტად ასევე მოხდება, ისევ გაგაღიზიანებს ამ ჟაკეტის წითელი, მსხვილი ღილები და ისევ უკან შეკიდებ ფიქრით “ახლა არა, სხვა დროს იყოს”.


გამონაკლისი დაუშვი იმ ნივთებისთვის, რომლებიც:

✹ არ გცმია იმიტომ, რომ მათი არსებობა არ გახსოვდა და ახლა თავიდან აღმოაჩინე.

✹ საღამოს კაბები, სადღესასწაულო ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები. ასეთი ტანსაცმელი

ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.

✹ სამოსი, რომელიც კარგ მოგონებებთან ასოცირდება. ბავშვობის კაბა, საყვარელი სკოლის დროიდელი

სვიტრი, კაბა რომელიც მაშინ გეცვა, როცა შენი ბიჭი გაიცანი და ა.შ.

✹ ის, რაც ძვირფასია. მაგალითად, ბეწვეული.

✹ კლასიკა- პიჯაკები, სწორი შარვლები და პერანგები. საოფისე სტილის ტანსაცმელი

არასოდეს გადადის მოდიდან.



    ნაბიჯი 3. რამდენად გიხდება ეს ნივთები?
აიღე სათითაო ნივთი იქიდან, რაც პირველ წმენდას გადაურჩა, მოიზომე, სარკეში ჩაიხედე და შეაფასე:
ისევ გიხდება? ნამდვილად მოდაშია? ჯერ ისევ მოგწონს ეს ნივთი? იქნებ უკვე გაცვდა და პეწი დაკარგა? ან იქნებ
ცოტა გახდი ან მოსუქდი და ისე ლამაზად აღარ გადგას ტანზე?
ჩართე ამ პროცესში მეგობრები და მოაწყე სახალისო მოდების ჩვენება. კითხე სხვებსაც, რას ფიქრობენ.
ის ნივთები, რომლებიც გამოცდას ვერ გაივლის, ასევე უნდა მოიშორო თავიდან.


ნაბიჯი 4. შეუხამე და დაგეგმე

გადახედე დარჩენილ ნივთებს, აღმოაჩინე რა დაგაკლდა, რის შეძენას ისურვებდი, რა მოუხდება

შენს მწვანე კოფთას, რომლის არსებობა არც გახსოვდა იმიტომ, რომ შესაფერისი არაფერი გქონდა.

დააკვირდი დაწუნებულ ნივთებს, რომ მეორედ იგივე შეცდომები არ გაიმეორო და იგივე მოდელები აღარ იყიდო!

წარმატებულ შოპინგს გისურვებ!პ.ს. ზედმეტ, არასასურველ სამოსს რა უყო, შენ თვითონ გადაწყვიტე. შეგიძლია გადაყარო, გააჩუქო, ეკლესიაში მიიტანო ან ბავშვთა სახლებში დაარიგო.

:* იმედია, ჩემი სიახლე მოგეწონათ! დატოვეთ კომენტარები, ან შეგვეხმიანეთ ფეისბუქის გვერდზე >
http://www.facebook.com/4Geogirls
ავტორი: სესილი ბერიძე

Jul 29, 2013

რიანას ჩაცმის სტილი

დღეს მინდა ბლოგში ახალი სიახლე შევიტანო.შეძლებისდაგვარად, განვიხილოთ სელებრითების ჩაცმის სტილი.მათ ჩვეულებრივი სტილი აქვთ და მათზე მიბაძვა ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია.დღეს განვიხილოთ რიანას ჩაცმის სტილი.წარმოგიდგენთ რიანას 2 "ლუქს":



რიანამ ატვირთა მისი ფოტო ინსტაგრამზე.მას აცვია ძალიან სადა შავი მაისური თეთრი წარწერით,თეთრი მოკლე შორტი,შავი,თხელძირიანი და მაღალყელიანი კედები.ამ სადა ტანსაცმელს დაუმატა ნათელი აქსესუარი - ყვითელი კეპი.ამას გარდა, რიანას ფოტოში უკეთია ძალიან მოდური სათვალე.ჩვენც, შეგვიძლია მივბაძოთ რიანას და შავ-თეთრ სამოსელს დავუმატოთ კაშკაშა, თვალშისაცემი ფერები.






როგორც ვხედავ, რიანა შავის და თეთრის "გიჟია".ამ ფოტოში რიანას თეთრი, ძალიან სადა მაისური, მუქი ჯინსის შარვალი და შავი კედები აცვია.რიანას როგორც ფოტოში ვხედავთ, მეტალის სამაჯურები უკეთია და ხელში უჭირავს კეპი.რიანას "ტრადიციის" თანახმად, შავ-თეთრ ფერებში ისევ "გამოხტა" ლურჯი კეპი.


ავტორი: სესილი ბერიძე



Jul 28, 2013

იაპონური დიეტა (13 დღე/6-10 კგ)

     იაპონური დიეტა

იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

ავტორი: სესილი ბერიძე

სტილის გაკვეთილები ოდრი ჰეპბერნისგან



სტილის გაკვეთილები
    ოდრი ჰეპბერნისგან...
ოდრი ჰეპბერნმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო კინოში, არამედ მოდის სამყაროშიც. 4 მაისს ოდრი ჰეპბერნს 84 წელი შეუსრულდებოდა. მისი კარიერის ზენიტში მთელი მსოფლიოს ქალბატონები ცდილობდნენ მიებაძათ მსახიობის მაკიაჟისა და ჩაცმის სტილისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის დამსახურებაა.


მათი თანამშრომლობა დაიწყო ფილმიდან „საბრინა“ და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რაც შეეხება ფილმს, მან „ოსკარი“ დაიმსახურა კოსტიუმებისთვის, თუმცა დიდების გვირგვინი იუბერს კი არა, მხატვარ ედიტ ჰედს ხვდა წილად. ოდრი ჟივანშის მუზა იყო. მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჟივანშიმ მოდის სამყარო დატოვა - დიდმა კუტიურიემ თავისი მუზის გარეშე მუშაობა ვერ შეძლო.
ოდრის პოპულარობამ პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია, თუმცა ის სამუდამოდ ლეგენდად დარჩა, მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა და სტილი, რომლის გავლენა თანამედროვე დიზაინერებსაც აშკარად ეტყობათ, მისი გადაფასება შეუძლებელია. ოდრი ჰეპბერნმა მოახერხა საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას. მთავარია, დაიცვათ ძირითადი წესი - უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ. ჩვენ კი, თუ ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, შემოგთავაზებთ მისი სტილის საბაზო ელემენტებს:

                                                                                                  თეთრი პერანგი


თეთრი პერანგი სუპერპოპულარული გახდა ფილმ „რომაული არდადეგების“ შემდეგ. ის მაქსიმალურად სადა უნდა იყოს. თუ ლეგენდარულ მსახიობთან მსგავსების მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ქამრითაც შეიკრათ.




                "ბალეტკები“

ჰეპბერნის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო - იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ქალბატონის სიმაღლეზე ბევრად მეტი. ამიტომ ოდრის არ უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელები და უპირატესობას „ბალეტკებს“ ანიჭებდა.


პატარა შავი კაბა
მართალია, ის გაბრიელ შანელმა შექმნა, მაგრამ მის პოპულარიზებაში ლომის წილი მიუძღვის ოდრი ჰეპბერნს ფილმებით „საბრინა“ და „საუზმე ტიფანისთან“. ოღონდ გაითვალისწინეთ, პატარა შავი კაბა მდიდრულ და თვალში საცემ აქსესუარებს მოითხოვს.

                                                                           ყელსახვევი ან გრძელი შარფი

ამ ორ აქსესუარს მსახიობი ხშირად იყენებდა როგორც კინოში, ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ პატარა დეტალებით მას საოცრად ელეგანტური სახის შექმნა შეეძლო.










              „როლინგი“

„როლინგი“, შავი შარვალი-კაპრი და „ბალეტკები“ - ასე გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი ხშირად ჩნდებოდა კინოსტუდიაში. ეს ჩაცმულობა საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონის ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.



ავტორი: სესილი ბერიძე