Jan 9, 2014

ანჯელინა ჯოლი - ის, რაც არ იცოდით

ანჯელინას ნამდვილი სახელია ანჯელინა ჯოლი ვოითი (Angelina Jolie Voight). ანჯელინა ნიშნავს ღვთის მაცნეს, ხოლო ჯოლი ფრანგული ტერმინია, რომელიც ნიშნავს ლამაზს. მსახიობმა საკუთარი ნებით "ჩამოიშორა" ნამდვილი გვარი და გაგვაცნო თავი , როგორც ჯოლი. გვარის "ჩამოშორება" დაკავშირებული იყო  ცუდ ურთიერთობასთან
ანჯელინას და მისი მამის- ჯონ ვოითის შორის. ჯოლის არ უნდოდა, რომ ვინმეს მასზე ცუდი შთაბეჭდილება შექმნოდა გვარის გამო.

ანჯელინას მეგობრები ხშირად არქმევენ მეტსახელებს, მაგალითად  Ange, Catwoman, ხოლო ბრედი ჯოლის მიმართავს, როგორც “Honey”.

ანჯელინა სამი კონტინენტის მოქალაქეა: ევროპის, აზიის და ამერიკის.

ჯოლის თმის ნატურალური ფერია ღია ყავისფერი. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვობაში მას თმა ქერა ჰქონდა და დრო და დრო გაუმუქდა.

ანჯელინა რომ დაეცვა ქუჩაში ხეტიალისგან დედამისმა ნება დართო ბოიფრენდთან ცხოვრების. პ.ს. მაშინ ჯოლი 14 წლის იყო.

მსახიობის საყვარელ მომღერლების სიაში შედიან მადონა და ელვის პრესლი.

ანჯელინა ბავშვობაში მესაფლავობაზე ოცნებობდა. 

ჯოლის ჰობია დანების შეგროვება.

2007 წელს ანჯელინამ ბრედ პიტს წაართვა ყველა დროის ყველაზე სექსუალური ადამიანის ტიტული.

ანჯელინა ლიცენზირებული პილოტია.

ჯოლი ცაციაა.

ანჯელინას პირველი შინაური "ცხოველი" ხვილიკი ვლადიმირი იყო.



1 comment: