Apr 22, 2013

მჭირდები...


ღმერთო მომეცი ძალა, მომეცი ძალა, რომ შევძლო დავივიწყო. ძალა იმისთვის, რომ გაუმკლავდე ამ ტკივილს რაც უკვე თვეებია დამსდევს და არ მასვენებს. ტკივილი რომელიც შემისისლხორცდა და ვერ წარმომიდგენია მის გარეშე საკუთარი თავი. დიახ ვერ წარმომიდგენია, რადგან დამავიწყდა როგორი ვიყავი ადრე! როგორ ვცხოვრობდი. მენატრება ისე როგორც არავინ არასდროს მომნატრებია! მიყვარს ისე როგორც ჯერ არავინ არ მყვარებია! უბრალოდ მინდა ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და ეს დღე იყოს მართლაც მშვენიერი, რადგან შევძლო, მივხვდე რომ მე ის დავივიწყე, თუმცა ვერ წარმომიდგენია თავი მის გარეშე, ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება! რა სისულელეა მე, ხომ უკვე ვცხოვრობ მის გარეშე, მაგრამ ვაი ესეთ სიცოცხლეს...მესმის, რომ ყველაფერი წინ მაქვს, მესმის რომ უაზრობაა, მაგრამ სწორედ ეს უაზრობა მგონია ეხლა აზრიანი.ამ უაზრობით ვარსებობ! არ ვიცი მეტი რა დავწერო, როგორ მიგახვედროთ, რომ მე მართლა ცუდათ ვარ და ეს არ არის უბრალო ჩანახატი, რომელსაც აკლია სასვენი ნიშნები, ჩანახატი რომელშიც ათასი გრამატიკული შეცდომაა და ფანტაზიის ნაკლებობა არა ნუ უყურებთ ესე მარტივათ, ნუ აკრიტიკებთ ესე მწარედ, ეს დამამცირებელია, რადგან ეს ტკივილია სულის ამოძახილი, უაზრო მონატრება, რომელიც ვერავის ვერ გავანდე და ახლა ამ უსულო ფურცლისთვისაც ვერ გამინდია ჩემი ფიქრები სრულყოფილად. მეშინია, რომ ესეც გამცემს, მეშინია, რომ შემომისწრებენ და ვებღაუჭები... გულში ვიხუტებ, რომ არ წამართვან. ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება!იმ დროსი ერთად, რომ ვიყავით და ერთმანეთის დანახვაზე თვალები რომ გვიბრწყინდებოდა, როდესაც ის არ იყო ისეთი უცხო ჩემთვის როგორიც ეხლაა და იცით, რაა ?! არაფერსაც არ გამოვასწორებდი! მე გავანადგურებდი, გავამწარებდი, გადავთელავდი და მიივაგდებდი ისე მოვექცეოდი როგორც ის მომექცა! ჰმმ... ესეც არაა საკმარისი მე უფრო ორიგინალურად გაუსწორდებოდი! ან სულაც არ გავიცნობდი! ( ვწყევლი ჩვენი გაცნობის დღეს! ვწყევლი იმ მომენტს, როდესაც აივნიდან პირველად დამიქნია ხელი... როგორ გამალებით დამიწყო გულმა ცემა..ოო ღმერთო სად მქონდა ჭკუა ან ახლა სად მაქ.. გგონიათ რამე ვისწავლე ?! ისევ ისე მიცემს გული მის დანახვაზე...და ისეთი მიამიტი ვარ, რომ მეორე შანსსაც დაუფიქრებლად მივცემდი..რამდენჯერ მინატრია, რამდენჯერ წარმომიდგენია..გეფიცებით იმ შეცდომებს აღარ გავიმეორებდით. ჯანდაბას პრინციპები როცა მიყვარს, ფეხებად სიამაყე, როცა მისით ვარსებობ, მაგრამ ის?! ის სხვა შემთხვევაა! ის არ არის ღირსი მეორე შანსის...უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს, ესე აღარ ვაფანატებდე, დამთავრდეს სიზმრები...ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს მასზე ფიქრებს, რომლებსაც მთელი დღე გაურბივარ და აი ღამით კი რას გაექცევი(დღეს საერთოდ გადამეწურა ყოველგვარი იმედი, როდესაც ის სხვა გოგოსთან დავინახე)მინდა უბრალოდ კალამი დავაგდო, მაგრამ ამასაც ვერ ვერევი...არ მთავრდება ეს გაცრეცილი სიტყვები...სიკვდილი მინდა, მაგრამ ვისთვის ? ან რისთვის?რა დავამტკიცებ ამით? უჭკუობას, სისუსტეს! არა! არ გაგახარებთ! არ დავწყვეთ გულს ჩემთვის ძვირფასს ადამიანებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელები არიან! არ ვიცი რისთვის ვწერ..ტყუილად ვწერ ვიცი და ვერ ვჩერდები.. მინდა შევწყვიტო, რადგან მეგონა წერა განმათავისუფლებდა ამ ყველაფრისგან , ვიფიქრე ყველაფერს ამ ფურცელზე გადმოვიტანდითქო და მომეშვებოდა, მაგრამ ამაოდ ვფიქრობდი ასე..ჯანდაბას ცრემლები! ცრემლები!.. ესღა მაკლდა...იცით ეს არ არის ტრაგიკული სიტყვები, რომლითაც დრამის შექმნას ვცდილობ, ან რაღაცისთვის ეფექტის მინიჭებას... ეს მწარე რეალობაა .. რეალობა, რომელიც მკლავს და მანადგურებს  მინდა ამ ყველაფერმა მის გულამდე მივიდეს, მაგარამ ის მაინც ვერ გამიგებს... ვის ვკითხო რჩევა ?! ვინ მიშველის?! ჰაჰ თქვენი გაცრეცილი და ირონიული რჩევები მახატია! რა უნდა მირჩიოთ ესეთი?! დავივიწყო თუ ვიბრძოლო?! როგორ არ გესმით ხალხნო რომ სწორედ ეს მიჭირს... ღონეგამოცლილი ვარ არაფრის თავი არ მაქვს! ვაგდივარ უბრალოდ ამ დამპალ მიწაზე და ვცდილობ გავიღიმო... და ეს ღიმილი იყოს ბუნებრივი...ამის ატანა შეუძლებელი ხდება!... უცნაურია, რომ საუკეთესო დაქალსაც არ ესმის ჩემი და ალბათ თქვენც ვერ გამიგებთ, მაგრმ ერთი ფაქტია ყოველთვის უნდა იცოდე როდის ჩაიქნიო ხელი, როდის დაასრულო რაღაც პერიოდი, როდი მიიხურო კარი..თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ "დასასრულს" მთავარია, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდი წარსულში დატოვო..და საქმე თქნვენს გაგებასა და არ გაგებაში სულაც არ არის ... ეს ჩანახატი მე სულაც არ მშველის უფრო მიწვავს იარას! ისევ მტკივა და ისევ განვიცდი, ისევ მიყვარს და ვსულდგმულობ მისით! მიუხედავად იმისა, რომ გამამწარა,მატკინა მაინც ვერ შევიძულე, ისევ ვათენებ ღამეებს მისთვის და ისევ ვიძირები მასზე ფიქრებში..  




ავტორი: ანა ჟოჟაძე

No comments:

Post a Comment