May 3, 2013

ტესტი: თმის მოვლა



ჯანსაღი თმა რომ გქონდეთ, მისი სწორად მოვლა უნდა შეძლოთ. თუ რა სჭირდება თქვენს თმას იმისთვის, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეს, ტესტიდან შეიტყობთ.



1. იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, რამდენად ხშირად სჭირდება თქვენს თმას დაბანა?

ა. ყოველდღიურად, ორ დღეში ერთხელ მაინც

ბ. აუცილებლად ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერ

გ. სამ დღეში ერთხელ

დ. ორ-სამ დღეში ერთხელ. თმის ძირები ცხიმიანდება, ბოლოები კი მიშრება.

2. როგორი თმის ძირები გაქვთ?

ა. დაბანის შემდეგ თმის ძირები უნაკლოდ სუფთაა, მაგრამ მეორე-მესამე დღეს გაცხიმიანებას იწყებს

ბ. თმის ძირები სუფთაა მხოლოდ დაბანიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, დღის ბოლოს კი ისევ მიცხიმიანდება

გ. დაბანის შემდეგ თმა მშრალია. მესამე-მეოთხე დღეს კი მიცხიმიანდება

დ. პირველ დღეს თმა იდეალურ მდგომარეობაშია, მეორე დღეს ძირები გაცხიმიანებას იწყებს, ღერო კი რამდენიმე დღის განმავლობაში მშრალი რჩება.

3. როგორია თქვენი თმის ღერის მდგომარეობა?

ა. ნორმალური, შიგადაშიგ ცხიმიანი, იშვიათად მცვივა

ბ. თმის ცვენის პრობლემა უცხოა ჩემთვის

გ. თმის ღერი მშრალია, ადვილად ტყდება და მცვივა

დ. მშრალია და მცვივდა

4. გიბრწყინავთ თუ არა თმა ბუნებრივად გაშრობის შემდეგ?

ა. დაბანიდან პირველ დღეს მიბრწყინავს. მეორე-მესამე დღეს კი გაცხიმიანებას იწყებს.

ბ. მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში

გ. პრაქტიკულად არა

დ. დაბანისთანავე ბრწყინავს ძირები, 3-4 დღის შემდეგ კი ბრწყინვალება უკვალოდ ქრება.

5. თმა გემუხტებათ?
ა. იშვიათად
ბ. თითქმის არასდროს
გ. ძალიან ხშირად
დ. მხოლოდ ძირები

6. მშრალი თმის ერთ ნაწილზე თმის კონდიციონერი დაიდეთ, შედეგი ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ...
ა. კონდიციონერის შემდეგ თმა ფაფუკი და მბრწყინავი გახდა. ადვილია მისი დამორჩილება
ბ. კონდიციონერს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა
გ. თმა გამომიშრა
დ. კონდიციონერი აშკარად "ეცადა", მაგრამ სრულყოფილი შედეგი მაინც არ მაქვს

7. როგორ ემორჩილება თმა დავარცხნას?
ა. ვარცხნილობა ხანგრძლივად მიძლებს ლაქისა და მუსის გამოყენების გარეშეც
ბ. ვარცხნილობა კარგად ძლებს, თუკი კონდიციონერს გამოვიყენებ.
გ. ვარცნილობას ძნელად ვიკეთებ და ძალიან მცირე ხნით მიძლებს
დ. კარგად ძლებს, თუკი ძირებიდანაა დახვეული.


შედეგები

თუ პასუხებში ჭარბობს "ა", თქვენ ნორმალური თმა გაქვთ. თავის კანი სუფთა გაქვთ და არც ქერტლს უჩივით.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ორ დღეში ერთხელ დაიბანეთ. თუ თმა შეღებვას ან გაუფერულებას არ ემორჩილება, "უნივერსალური" შამპუნი გამოიყენეთ. უკეთესია, თუ მის შემადგენლობაში თმის ღერის გასამაგრებელი ნივთიერება, ვიტამინები, ამინომჟავები, ინის ნაყენი და ჩაის ექსტრაქტი შედის.


თუ პასუხებში ჭარბობს "ბ", თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ და ამის გამო თმა იშვიათად გაქვთ ფორმაში.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ყოველდღიურად დაიბანეთ ანტიბაქტერიული ნივთიერებების შემცველი შამპუნით. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ თმის ზეთი ცხიმიანი თმისთვის. ნიღბებით გატაცებას არ გირჩევთ (მაქსიმუმ თვეში ერთხელ გამოიყენეთ).

არც თავის მასაჟს გირჩევთ, რადგან ეს პროცედურა ცხიმიანი უჯრედების გააქტიურებას უწყობს ხელს. მშრალი და ნორმალური თმისგან განსხვავებით, ცხიმიანი თმა უკეთ იტანს ქიმიურ და თერმულ პროცედურებს.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "გ", თქვენ მშრალი თმა გაქვთ, გაწუხებთ ქერტლიც.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა: თმა 3-5 დღეში ერთხელ დაიბანეთ. გამოიყენეთ ლანოლინის შემცველი შამპუნი, რომელიც თხელი თმისთვის გამოიყენება. მშრალ თმას აუცილებლად სჭირდება ბალზამის დახმარება.

თმას ცხელი ჰაერი კიდევ უფრო აშრობს, ამიტომ ზომიერად გამოიყენეთ თმის ფენი. ასეთი ტიპის თმისთვის რეკომენდებული არ არის ქიმია და ხშირი შეღებვა.


თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "დ", თქვენ შერეული ტიპის თმა გაქვთ.

მოვლასთან დაკავშირებული რჩევა:

თმა ორ დღეში ერთხელ დამარბილებელი შამპუნით დაიბანეთ. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. დაბანამდე წაისვით მკვებავი ნიღაბი, ბანაობის შემდეგ კი სამკურნალო ბალზამი.


ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment