Sep 9, 2013

გავითეთროთ კბილები #1

ყველა სატელევიზიო რეკლამაში ნახავთ ბედნიერ და მომღიმარ ხალხს, რომლებიც ყვებიან თუ როგორ მიაღწიეს "თვალისმომჭრელ სითეთრეს" მხოლოდ ნაჩვენები კბილის პასტის გამოყენებით, მაგრამ არ ღირს ყველაფრის დაჯერება. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო ეფექტურობის, არამედ უსაფრთხოების მოთხოვნებსაც. კბილის პასტა არა მარტო ინდივიდუალური, არამედ თქვენი სტომატოლოგის არჩევანიცაა. აუცილებლად ჰკითხეთ მას რჩევა კბილის პასტის არჩევისას.

1.საღვარგარეთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საშუალებებია: 
"Новый Жемчуг Отбеливающая", "Aquafresh Отбеливающая", "Blend-a-Med Soda Bicarbonate", "Colgate Sensation Whitening", "Lacalut White".


2. გავითეთროთ სახლის პირობებში (ლიმონი, სოდა)
ჩვეულებრივ კბილის პასტას დაუმატეთ 1/3 ჩ.კ ლიმონის წვენი და ძალიან ცოტა სოდა.გაიხეხეთ ამ ნარევით კბილები 2 წუთის განმავლობაში.დაიმახსოვრეთ, რომ ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება თვეში მხოლოდ და მხოლოდ 2ჯერ, რადგანაც ეს ნარევი ემალს აფუჭებს. ეფექტს პირველი გახეხვიდან 1 კვირაში შეამჩნევთ.


3. გაიხეხეთ კბილები 2-3ჯერ დღეში
კბილები აუცილებელია გაიხეხოთ 2ჯერ დღეში, დილით და დაწოლის წინ.

4. გამოიყენეთ ფლოსი
ფლოსი უნდა გამოიყენოთ ჭამის შემდეგ და ასევე,კბილების გახეხვის შემდეგაც.


5. სავლები
ყოველი ჭამის შემდეგ გამოიყენეთ პირის სავლები, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში და აფთიაქებში 5 ლარად.

6. ჭამის შემდეგ გამოივლეთ წყალი
თუ არ გაქვთ სავლები, შეგიძლიათ გამოივლოთ წყალი,მაგრამ სავლებს ბევრად უკეთესი ეფექტი აქვს.


7. ჭამე, დალიე, დაღეჭე ორბიტი!
არანაირად არ გამოიყენოთ იაფფასიანი საღეჭი რეზინები, რადგან ისინი შეიცავენ შაქარს.ყველაზე კარგი საღეჭი რეზინი არის ორბიტი.ორბიტი მართლაც, რომ აუმჯობესებს კბილების მდგომარეობას.


ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment