Sep 10, 2013

მოვემზადოთ სკოლისთვის!

                       მოვემზადოთ სკოლისთვის!
გვინდა სკოლის დაწყება, რადგანაც "გამოვაქვეყნოთ" ჩვენი საამაყო ჩასაცმელი.გვინდა ყველას ვაჩვენოთ ჩვენი შეცვლილი იმიჯი. მთავარი მაინც ჩაცმულობაა, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მოგცეთ საუკეთესო რჩევები.

თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთისაგან განსხვავებული გემოვნება გვაქვს,ამიტომაც ვეცდები მოვერგო შეძლებისდაგვარად ყველა თქვენგანს,თუმცა პირველ რიგში ჩემი მთავარი რჩევა იქნება არ დაკარგო ინდივიდუალურობა,რადგან ძირითადად პირველ დღეს ყველა ერთნაირად იმოსება.ალბათ ბევრ თქვენგან აღმოუჩენია თქვენივე კლასელი თუ კურსელი,რომელსაც იგივე ფეხსაცმელი,მაისური თუ შარვალი აცვია,არადა შენ ხო ემზადებოდი რომ იყო ამ დღეს განსაკუთრებული,ამ დროს კი უბრალოდ გინდა რომ არ გამოჩნდეთ ერთად და სხვებმა არ შეამჩნიონ ” თქვენი მსგავსება”



მოდურად ჩაცმისთვის სულაც არ არის აუცილებელი წახვიდე მაღაზიებში,გადაიხადო უზარმაზარი თანხა და საგრძნობლად შეამცირო ოჯახის ბიუჯეტი. დამიჯერე თუ შენ შეიმოსები თუნდაც რამოდენიმე ისეთ მაღაზიაში თუ ბუტიკში,რომელიც საკმაოდაც იაფია და ხელმისაწვდომი დამიჯერე ასე ამორჩეული ტანსაცმელი შენს მეტს არავის ეცმევა და კიდევ ერთხელ გაუსმევს ხაზს შენს ინდივიდუალურ სტილს.


სკოლას თავისი წესები აქვს. თუ თქვენი ჩაცმულობა არ ჰგავს სკოლის ჩაცმულობას, დაუმატეთ მას სხვადასხვაგვარი შტრიხები, როგორიცაა გეტრები, "კლეჩატი" აქსესუარები, "ბატინკები" და სხვ.






პირველ რიგში შეარჩიე შარვალი ან ქვედა ბოლო,რომელიც შენთვის უფრო მოსახერხებელია.თუ გაითვალისწინებ ამ რჩევას შემდეგ უფრო გაგიადვილდება მისთვის ზედა სამოსის და ფეხსაცმლის შერჩევა.


თეთრი ბლუზა და ქვედა ბოლო - ძალიან სადა და უბრალო ლუქია, გამოაცოცხლეთ ეს ლუქი მეტალის, ნათელი აქსესუარებით.




შარვალი ან ქვედაბოლო შეარჩიე შენი აღნაგობის მიხედვით. გამხდრები ალბათ გამოყვანილ შარვლებს ანიჭებთ უპირატესობას და მოკლე ქვედაბოლოებს,რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს კარგ აღნაგობას
უბრალო მაისური მარტივი წარწერითა თუ პრინტით ალბათ 21 საუკუნის ახალგაზრდებისთვის ნამდვილი შვებაა. ის შეგიძლია შეუხამო როგორ სპორტულ სამოსს ასევე კლასიკურად აწყობილ ლუქშიც შეგიძლია თავისუფლად მოიწონო მისით თავი, თუ მას შეუხამებ კლასიკურ შარვალს ან ქვედაბოლოს,რომელსაც მარტივად ჩაიტანიებ და წარწერას ან მხოლოდ ნახატს გამოაჩენ მაისურისას.

მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა,რომელიც გირჩევ ბოლოს ააარჩიო ჩანთასთან ერთად.როგორც მოგეხსენება აქსესუარები ბოლოს უნდა შეირჩეს,ამიტომ დაუკვირდი რატომ იწყებ ფეხსაცმლის ყიდვით,როცა მას ჩანთასთან ერთად აქსესუარებში მოიხსენიებ. რა თქმა უნდა ყველას სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს,მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს არ უნდა გავრცელდეს ფეხსაცმელზე. არაფერია იმაზე დიდი ტანჯვა თუ ფეხსაცმელი გიჭერს ან არაკომფორტულია.ამიტომ შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი და კომფორტული ფეხსაცმელი,რომელსაც შეუსაბამებ უკვე ნაყიდ სამოსს.

და რაც მთავარია ჩანთა,რომელიც მთელი წელი უნდა ატარო. ის უნდა იყოს როგორც კომფორტული,რომ არ შეგიშალოს სწავლაში ხელი და ყველაფერი მოათავსო მასში და ამავე დროს მოდურიც. გაითვალისწინე ჩემგან ერთი რჩევა: შეიძლება არ იყიდო ძვირადღირებული სამოსი,თუმცა ფეხსაცმელი და ჩანთა თუ იქნება გამორჩეული ნამდვილად მოახერხებ ყველას გაოცებას,რითაც შეგეძლება აფსოლიტურად შეუცვალო შენ მიერ ნაყიდ სამოსს იერი.



































არ ვიქნები ორიგინალური და გეტყვი რომ სკოლის მოსწავლეებისთვის არაფერია იმაზე დიდი კომფორტი როგორიც ზურგჩანთაა,თუმცა უფროს კლასელებში ასეთი ჩანთები ყოველთვის გულისწყრომას იწვევდა,რადგან ის გაიგივებული იყო პატარა მოსწავლესთან.თუმცა ალბათ არაფერია დღეს იმაზე მეტად მოდური,გამორჩეული და კომფორტული,როგორც დიზაინერების მიერ შემოთავაზებული რუგზაკი ჩანთები,რომელიც ასევე მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ სტუდენტებო!

იმედია, ჩემი სიახლე მოგეწონათ! წარმატებებს გისურვებთ :* :* :* :* ^_^ ^_^ <3
სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment