Jan 6, 2014

კიმ კარდაშიანი ახალი მერლინ მონროა?!


კიმ კარდაშიანი ახალი მერლინ მონროა?!
ვინ იტყოდა ამას, თუ არა “გენიოსი” კენიე უესტი. ეს “გენიალური” ფრაზა კი ერთ-ერთ ინტერვიუში წარმოსთქვა. რეპერმა თავისი ცოლი შეადარა ყველა დროის საუკეთესო ქალს – მერლინ მონროს. და მაინც, საიდან მოუვიდა აზრად კენიე უიესტს ეს შედარება?

“მე მიყვარს და ამავდროულად, მძულს პაპარაცები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენ გვაძლიერებენ და გვხდიან პოპულარულებს. ვფიქრობ, ქეით აპტონი სულაც არ არის ახალი მერლინ მონრო. პოპულარობის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, კიმი არის ახალი მერლინ მონრო. ის ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა ხალხში და ახლაც იწვევს”- განაცხადა ინტერვიუში რეპერმა.


მართლაც, რაღაც-რაღაცები მოწმობს კენიეს ფრაზის სიზუსტეზე.თუმცა, ეს პირველი განცხადება არაა ამ ორი ადამიანის მსგავსების შესახებ. ჟურნალი “ვოგის” რედაქტორმა იგივე განცხადება გააკეთა ოქტომბერში. მოდით, შევადაროთ კიმი მერლინს.




მოდა:
კიმის და კენიეს დაახლოების შემდეგ,შეიძლება ითქვას, რომ კიმიმ განიცადა მოდური ტრანსფორმაცია.კიმის აქვს დიდი თეძოები, ამიტომ ის ფიგურის შესაბამისად იცვამს.კარდაშიანის ჩაცმულობა ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი.განსაკუთრებით მაშინ, როცა კიმი ფეხმძიმედ იყო, თუმცა ის ცდილობდა წონაში დაკლებას.
მერლინი: მონროს ცნობილი ფორმები მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი იყო.მერლინი, რომლის კაბის ზომა დებატების საკითხი გახლდათ არის ზოგიერთი დღევანდელი მოდური ტრენდების ფუძემდებელი. ერთ-ერთი ასეთი ტრენდია კაბა, რომელიც ფოტოში კიმისაც აცვია.

ფული
კიმი: კარდაშიანის ქონება შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ დოლარს. კიმიმ მადლობა უნდა გადაუხადოს მისი ოჯახის რეალითი შოუს და მის გარიგებებს სხვადასხვა ჟურნალთან და ტელევიზიასთან. კიმიმ უკვე ამ წელიწადში 10 მილიონი დოლარი დააგროვა და შევიდა ყველაზე მდიდარ ვარსკვლავების სიაში 66 ადგილზე.

მერლინი: არანაირი რეალითი შოუ მონროს ცხოვრებაში. თავისი ქონება მოდელობით და მსახიობობით დააგროვა. ახლახანს, მონრო შევიდა ყველაზე მდიდარ გარდაცვლილ ვარსკვლავების სიაში. გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების გაყიდვით ერთ თვეში $15 მილიონი შეგროვდა. საიდან ამდენი ფული? ცნობილი დიზაინერის მაღაზია – მეისის (Mაცყ’ს) ყიდის მერლინის სუვენირებს, აქსესუარებს, ტანსაცმელს. მონრო ასევე გახდა შანელ #5-ის ახალი სახე.

არის თუ არა კიმი ახალი მენრლინ მონრო - ეს თქვენ გადაწყვიტეთ! :) 

No comments:

Post a Comment