Apr 27, 2013

გაზაფხული/ზაფხული 2013

ალბათ, გოგონებო ძალიან გაინტერესებთ,თუ რა ტრენდებია მოდაში 2013 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში.დღეს,მე გაგაცნობთ ამ თემას დეტალურად.მე სპეციალურად,ისეთი ტრენდები ავარჩიე,რომელიც დაგაინტერესებთ.

წელს ძალიან აქტუალურია გამომაცოცხლებელი ნარინჯისფერი,რომელიც ძალიან ჭარბობდა მოდის კვირეულებზე.ამიტომაც შეეცადეთ ჩაიცვათ ნარინჯისფერი ტანისამოსი.

ასევე ნარინჯისფერის გარდა ძალიან აქტუალურია ლურჯი ფერი.ლურჯი ფერის ყველა ტონი გვხვდება ახალი მოდის კვირეულებზე.შეეცადეთ გამოიყენოთ ლურჯი სამკაულები,ჩანთები და ტანსაცმელი

ძალიან მოდურია თეთრი და შავი ფერების შერწყმა და შავ-თეთრი კუბიკები.მართალია, კრიტიკოსები ფიქრობდნენ,რომ შავი და თეთრი ძალიან მოსაბეზრებელია,მაგრამ რამდენად მოგწონთ თქვენ ეს ფერები და რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას თქვენზეა დამოკიდებული.


ასევე გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებში ძალიან ხშირად გვხდება ფრინველები და ჩიტები,რომლებიც გამოსახულნი არიან არა მარტო ტანსაცმელზე,არამედ აქსესუარებზეც კი.









ძალიან მოდურია ყვავილებიანი ტანსაცმელი.ყვავილები მოდის კვირეულებზე დომინირებდა,განსაკუთრებით კი დიორის კოლექციებში.ყვავილები არა მარტო ტანსაცმელზე,არამედ აქსესუარებზეც იყო გამოსახული.

ასევე ძალიან მოდური და აქტუალურია "ბუმბულებიანი" ტანსაცმელი.ყველაზე ხშირად კი დოლჩე და გაბანას,ასევე ვერსაჩეს კოლექციებში "ბუმბულები" ჩანთებზე გვხვდება.ამიტომ თუ სადმე დაინახეთ "ბუმბულებიანი" ტანსაცმელი ან აქსესუარი აუცილებლად შეიძინეთ

იმედია,დღევანდელი სიახლე ძალიან მოგეწონა.ადევნეთ თვალ-ყური ჩვენ ბლოგს!

ავტორი: სესილი ბერიძე

No comments:

Post a Comment