Apr 21, 2013

ამერიკის დროშის შორტები


ამერიკის დროშა-ყველაზე მოდური ტრენდი ზაფხულში და არა მარტო.ეს დროშა ძალიან პოპულარულია ჩანთებზე,ფეხსაცმელებზე,მაისურებზე და მათ შორის შორტებზე.იმისათვის,რომ გამოვიყურებოდეთ მოდურად,კერძოდ გვეცვას ამერიკის დროშის შორტები არ არის აუცილებელი ბევრი ფული და შორტების მაინც და მაინც, ყიდვა.ამერიკის დროშის შორტების დასამზადებლად დაგვჭირდება:

1. ჯინსის შორტები

2. წითელი და თეთრი სპრეი(გრაფიტის საღებავი)

3. ფუნჯი

4. მუყაოს ქაღალდი

5.დანა

6. იზოლენტი














პირველ რიგში,აიღეთ მუყაოს ქაღალდი და გამოჭერით მასზე ვარსკვლავები.












აიღეთ შორტები,დაადეთ მასზე მუყაო და ვარსკვლავების ფორმებში თეთრი სპრეი შეასხით ან წაუსვით ფუნჯით.

თეთრი საღებავი უკეთ,რომ გამოჩნდეს კიდევ ერთხელ გადაუსვით ვარსკვლავს საღებავი პატარა ფუნჯით.
შორტის მეორე მხარეს დააწებეთ სვეტებად იზოლენტები,შემდეგ ცარიელ ადგილებში წაუსვით წითელი საღებავებბი.შედეგად, მივიღეთ ამერიკის დროშის ზოლები
ამის შემდეგ შორტებს უნდა აცადოთ გაშრობა.თუ შორტებს დადებთ მზის გულზე მის გაშრობას რამდენიმე საათი დასჭირდება.
მივიღეთ ულამაზესი ამერიკის დროშის შორტები.იმედია, ჩემი პოსტი მოგეწონათ.თხოვნა იქნება, დატოვოთ კომენტარები. :)






1 comment: