Showing posts with label კრეატიული. Show all posts
Showing posts with label კრეატიული. Show all posts

May 6, 2013

საჩუქრების შეფუთვა

მუყაოს ქაღალდზე ამოჭერით რაიმე ფიგურა,მაგ ვეშაპი.შემდეგ ამ ფიგურას წაუსვით საღებავი,დაადეთ ნაჭერზე რამდენიმეჯერ.ნაჭრის 1 და 3 კუთხე(სურათის მიხედვით) შეკვანძეთ შემდეგ 2 და 4 კუთხეებიც.თქვენი შეფუთვა მზად არის.




























შესაფუთად წვრილი ნაჭერიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.ნაჭრით უბრალოდ უნდა გააკეთოთ ბაფთა.





ფერადი ფურცლები დაჭერით წვრილად ან წრეების ფორმით.ყუთს წაუსვით წებო და ფერადი ფურცლები დააწებეთ

















ასევე საჩუქრის შესაფუთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი მუყაოს ქაღალდი,რომლითაც შეიძლება დაამზადოთ ჩანთა და გაუკეთოთ სახელური.





























ყუთზე შეიძლება დააწებოთ შავი ქაღალდი,რაზეც ძალიან ეფექტურია ცარცის ნაწერები








ვფიქრობ, ძალიან ლამაზია ყუთზე მცენარეები.გაითვალისწინეთ ეს შეფუთვის იდეაც!












საკმაოდ ლამაზი და 2გინალური ბაფთები გამოდის ბუშტებისგანაც.










თუ მცირე ზომის საჩუქარი გაქვთ ძალიან კარგია პირამიდის დამზადება,რომლის დამზადების წესი კარგადაა ასახული ამ სურათზე --------->
















დამეთანხმებით,რომ ნოტებით შეფუთული სასაჩუქრე ყუთი ძალიან ლამაზი და ეფექტურია.სცადეთ თქვენც!












ძალიან ლამაზია ასევე გაზეთებით შეფუთული სასაჩუქრე ყუთი!










ნოტებით და გაზეთებით შეიძლება ამოჭრათ იმ ადამიანის სახელი,რომელსაც უნდა აჩუქოთ საჩუქარი








შეგიძლიათ სიტყვის "კროსვორდი" სადაც მთავარი, ამოსაცნობი სიტყვა იქნება იმ ადამიანის სახელი, ვისაც უნდა აჩუქოთ საჩუქარი, ან მილოცვა,მაგ: გილოცავთ დაბადების დღეს, ბედნიერი ახალი წელი და სხვ.







იმედია, ჩემი პოსტი ძალიან მოგეწონათ და დაგეხმარათ საჩუქრის ლამაზად შეფუთვაში.თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და გაიგებთ ბევრ, საინტერესო ამბებს გოგონებისთვის!

ავტორი: სესილი ბერიძე

Apr 23, 2013

როგორ გავაკეთოთ პომადა სახლის პირობებში?

როგორ გავაკეთოთ პომადა სახლის პირობებში?

პომადის დასამზადებლად დაგვჭირდება:
1. ვაზელინი (შეიძინეთ აფთიაქებში)
2.თაფლი
3.საღებავი (თქვენი საყვარელი პომადა “ბლესკი” ან საკვები,რომელსაც აქვს მკვეთრი ფერი)
4.არომატიზატორი (რომელიმე საკვები ნივთიერება)
5.ჭურჭელი (რომელშიც უნდა ჩაასხათ დამზადებული პომადა)
6.ზეთი(სუნის გარეშე)
7.კოვზი
 8.ყავის მადუღარა

მადუღარაში მოათავსეთ გარკვეული რაოდენობის ვაზელინი და ცოტაოდენი თაფლი.შეურიეთ საღებავი,არომატიზატორი,ძალიან ცოტა ზეთი(1 წვეთი საკმარისია).აანთეთ ცეცხლი და დაადნეთ ვაზელინის მასა.დნობის დროს აუცილებლად ურიეთ კოვზით.დადნობის შემდეგ მიღებული სთხელი მასა ჩაასხეთ პატარა ჭურჭელში.შეგიძლიათ ყავის მადუღარის მაგივრად გამოიყენოთ ჯამი,რომელიც უნდა შედგათ მიკროტალღურ ღუმელში.ჭურჭელშში ჩასხმული პომადა შედგით მაცივარში და დააცადეთ გაცივება
 










Apr 22, 2013

ჩანიშვნების დაფა



გღალატობს მეხსიერება და გავიწყდება საქმეების ორგანიზება?,მაშინ ეს სტატია სწორედ,რომ შენთვისაა.დღეს,მე თქვენ გაგაცნობთ ხერხს,თუ როგორ გაალამაზოთ თქვენი სახლი და ასევე როგორ გახდეთ უფრო ორგანიზებულნი.ჩანიშვნების დაფის დასამზადებლად დაგვჭირდება:

1.მუყაოს ქაღალდი(ზომა სურვილისამებრ)

2.”ლენტა”

3.ნაჭერი ან ლამაზად გაფორმებული ქაღალდი

3.წებო(ცხელი წებო,სილიკონი,”მომენტი”)

4.წებოვანი ქაღალდები


აიღეთ მუყაოს ქაღალდი და ზემოდან დააწებეთ ან ნაჭერი,ან ლამაზად გაფორმებული ქაღალდი.მუყაოს კიდეებში დააწებეთ “ლენტა” ჩარჩოს მსგავსად.ასე მარტივად თქვენი ჩანიშვნების დაფა მზადაა.დააწებეთ მასზე წებოვანი ქაღალდები და დააწერეთ ქაღალდებზე ისეთი რაღაცები,რაც შეიძლება მარტივად დაგავიწყდეთ