Showing posts with label დიეტა. Show all posts
Showing posts with label დიეტა. Show all posts

Aug 29, 2013

ვარსკვლავები,რომლებიც არ ბერდებიან

დრო გადის, მაგრამ ისინი არ ბერდებიან.ნეტავ, რა არის ჩვენი ვარსკვლავების საიდუმლო.დღეს შემოგთავაზებთ 12 უბერებელი ვარსკვლავის საიდუმლოს

1.ჰოლი ბერი
წლები გადის, ჰოლი ბერი არ ბერდება, არამედ უფრო ლამაზდება.მისი საიდუმლო ცელულიტის მოსაშორებლად ყავის სკრაბია.ის ამბობს: "საუკეთესო საშუალება, რომელიც გაახალგაზრდავებს არის ღიმილი და სიხარული".




Jul 28, 2013

იაპონური დიეტა (13 დღე/6-10 კგ)

     იაპონური დიეტა

იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

ავტორი: სესილი ბერიძე

Jul 17, 2013

წიწიბურას დიეტა


 
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს. 

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?


 წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან. 

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები


დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ. 

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს. 
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ. 


რა თქმა უნდა, მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან. 

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე. 

ავტორი : სესილი ბერიძე

May 6, 2013

ტესტი: გვჭირდება დიეტა?

დიეტა იმდენად მოდურად იქცა, რომ ბოლო დროს ისინიც კი "დიეტობენ", ვისაც ამის საჭიროება ნამდვილად არ აქვთ. ტესტის მეშვეობით შეიტყობთ, გჭირდებათ თუ არა დიეტაზე ყოფნა.

1. თქვენი მშობლები ჭარბწონიანობით იტანჯებოდნენ?

ა. არა, ჩემი მშობლები დღემდე ფორმაში არიან.
ბ. ახალგაზრდობაში ისინი გამხდრები იყვნენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად გასუქდნენ.
გ. დიახ, ჩემი მშობლები მსუქნები არიან.

2. დღეში რამდენჯერ მიირთმევთ საჭმელს?

ა. დღეში დაახლოებით 4-ჯერ ვჭამ, ცოტ-ცოტას და ხშირად.
ბ. საუზმობას ყოველთვის ვერ ვახერხებ, თუმცა სადილსა და სამხარს საფუძვლიანად გეახლებით.
გ. როგორც ვახერხებ, ისე ვიკვებები. არასდროს მაქვს დრო სრულფასოვანი საუზმის, სადილის ან სამხრისთვის.

3. გიყვართ ტკბილეული?

ა. ტკბილზე ჭკუას ნამდვილად არ ვკარგავ.
ბ. მიყვარს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზომიერად უნდა მივირთვა
გ. ვგიჟდები. ერთი დღეც არ შემიძლია ტკბილეულის გარეშე.

4. საკმაოდ სტრესული დღის შემდეგ შინ დაბრუნებული იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე ტრადიციულად?

ა. არა, პირიქით, განტვირთვის დღეს ვაწყობ ხოლმე საკვების მხრივ
ბ. მცირე რაოდენობით დელიკატესით ვინებივრებ თავს.
გ. სტრესის მოსახსნელად მხოლოდ გემრიელად, დიდი ულუფებით ჭამა მშველის.

5. ღამე თუ ამდგარხართ ოდესმე საჭმელად?

ა. არა.
ბ. რამდენჯერმე მქონია მსგავსი შემთხვევა.
გ. საჭმელად ღამე ხშირად ვდგები.

6. ქალაქში რითი გადაადგილდებით?

ა. როცა დრო მაქვს, სამსახურში ფეხით მივდივარ და სახლშიც, შეძლებისდაგვარად, ფეხით ვბრუნდები.
ბ. სეირნობისთვის დრო მხოლოდ დასვენების დღეებში მაქვს.
გ. ქალაქში ფეხით, პრაქტიკულად, არ დავდივარ.

7. დააკვირდით თქვენი ბავშვობის ფოტოებს. მათზე მსუქანი ხართ?

ა. არა. მგონი ზედმეტად გამხდარიც კი ვარ.
ბ. ძალიან პატარაობისას მსუქანი ვიყავი, შემდეგ კი ნორმალური წონა მქონდა.
გ. საკმაოდ მსუქანი ვიყავი მთელი ბავშვობა.


ტესტის შედეგები

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ა" ვარიანტი

არანაირი დიეტა და აბები არ გჭირდებათ გასახდომად, რადგან არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, მშობლებს უნდა გადაუხადოთ, რადგან ეს ყველაფერი სწორედ გენეტიკის "ბრალია". რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში წვლილი თქვენც მიგიძღვით, რადგან მუდამ აკონტროლებთ კვების რეჟიმს და ფიზიკურადაც მუდამ აქტიური ხართ. ასე გააგრძელეთ!

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ბ" ვარიანტი

მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ხართ და ამ ეტაპზე ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ. დროდადრო შესაძლებელია, წონაში რამდენიმე კილოგრამით მოიმატოთ, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას სწრაფად ახერხებთ. თუ თქვენი ცხოვრების რეგულარულ წესად აქცევთ ინტენსიურ ვარჯიშსა და ფიტნესს, ზედმეტი კილოგრამები არასოდეს შეგაწუხებთ.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "გ" ვარიანტი

სამწუხაროდ, მუდამ წონის პრობლემა გაწუხებთ. ჭარბწონიანობის პრობლემა თქვენთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია და მის მოგვარებას ათასნაირი ხერხით ცდილობთ. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სიმსუქნისკენ ხართ მიდრეკილი. წონა გამუდმებით თუ არ აკონტროლეთ და დაკლებაზე არ იფიქრეთ, სიმსუქნე მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ.

ავტორი: სესილი ბერიძე

May 4, 2013

ყველაზე ეფექტური დიეტა


თუ გინდათ, რომ 5 კვირაში დაიკლოთ დაახლ. 5-6 კგ აუცილებლად დაიცავით ეს დიეტა.

შესაძლებელია 5 კვირაში 6-7 კგ-ის დაკლება. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ კარტოფილი, ბრინჯი, ბოსტნეული და ხილი.





სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს - ბოსტნეული და ცოტაოდენი მოხარშული ხორცი ან თევზი.






რჩევა #1: რაციონიდან ამოიღეთ პური, ან თეთრი პური შეცვალეთ ჭვავის(შავი) პურით :)





რჩევა #2 :კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოვიღოთ კალორიული ხილი (ბანანი, ფორთოხალი), ნამცხვრები, შაქარი და შემწვარი პროდუქტები.

რჩევა #3: დიეტის დაცვის დროს ძალიან ეფექტურია ვაშლი




რჩევა #4: ძალიან კარგია დიეტის დაცვასთან ერთად ვარჯიში, განსაკუთრებით კი დილით სირბილი.

დაგველოდეთ,ვარჟიშებს ჩვენი ბლოგი მალე შემოგთავაზებთ! იმედია, ეს დიეტა დაგეხმარებათ ჭარბი წონის დამარცხებაში!




ავტორი: სესილი ბერიძე