Jul 28, 2013

იაპონური დიეტა (13 დღე/6-10 კგ)

     იაპონური დიეტა

იაპონური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში. მისი მეშვეობით შეიძლება 13 დღეში 6-10 კილოგრამის დაკლება. ასეთი ეფექტი ნივთიერებათა ცვლის რიტმის შეცვლის ხარჯზე მიიღწევა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ იაპონური დიეტის ეს ეფექტი 2 ან 3 წელიც კი ნარჩუნდება, მინიმალური ძალისხმევით.

რეკომენდაციები
ჯერ ერთი, ყურადღებით გაეცანით იაპონური დიეტის მენიუს და მის პროდუქტებს. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ მენიუში მითითებული პროდუქტები სხვით.
მეორე: არ გამოტოვოთ არც ერთი დღე. შედეგი ნამდვილად ღირს ამად. თუ მტკიცედ გადაწყვიტეთ გახდომა, ეს ორი წესი არ დაარღვიოთ.
არ მიირთვათ მარილი და პური. ყავი უშაქროდ დალიეთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისგან. მთელი კურსის განმავლობაში ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად, ჯობს მინერალური წყალი დალიოთ.

რჩევები
სანამ იაპონურ დიეტას დაიწყებთ, არ არის საჭირო მაცივრის გამოცლა. არც დიეტის მერე ღირს ამის გაკეთება. თანდათანობით გადადით იაპონურ დიეტაზე და მას მერე, რაც კურსს დაასრულებთ, ასევე თანდათან გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე.
მენიუ 13 დღეს შეადგენს.

1-ლი დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, მცენარეული ზეთით. მაგრად მოხარშული ორი კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ვახშმად თევზი მოიხარშეთ ან შეიწვით.

მე-2 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში შეიძლება კომბოსტოს დამატებაც.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-3 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

მე-4 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: სამი ცალი დიდი სტაფილო, მოხარშული, ზეთით. ერთი უმი ან თოხლო კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი. ნებისმიერი, თქვენი სურვილისამებრ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯობია ვაშლი და მსხალი.

მე-5 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო, ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი ერთი ჭიქა ტომატის წვენით.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-6 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-7 დღე
საუზმე: ჩაი, უმჯობესია - მწვანე.
სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. ხილი თქვენი სურვილისამებრ, თუმც ჯობს ვაშლი და მსხალი.
ვახშამი: გასულ დღეებში რომელი ვახშამიც მოგეწონათ, ნებისმიერი შეგიძლიათ აირჩიოთ, გარდა მე-3 დღისა.

მე-8 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: ნახევარი მოხარშული ქათამი და უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი. სტაფილოს სალათი ზეთით.

მე-9 დღე
საუზმე: ერთი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: ერთი დიდი მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-10 დღე
საუზმე: ერთი შავი ყავა.
სადილი: სამი მოხარშული სტაფილო ზეთით. ერთი უმი კვერცხი და 15 გრ. ყველი.
ვახშამი: მხოლოდ ხილი.

მე-11 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: ერთი დიდი ან ორი პატარა ყაბაყი, ზეთში შემწვარი.
ვახშამი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი. უმი კომბოსტოს სალათი ზეთით. 2 ცალი მოხარშული კვერცხი.

მე12 დღე
საუზმე: შავი ყავა ''სუხარით'' .
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი. ბოსტნეულის სალათი ზეთით. სალათში კომბოსტოს დამატებაც შეიძლება.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მე-13 დღე
საუზმე: ერთი ფინჯანი შავი ყავა.
სადილი: მოხარშული კომბოსტოს სალათი, ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: შემწვარი ან მოხარშული თევზი.

შედეგი:
მინიმალური შედეგი 6 კილოგრამია, მაქსიმალური - 10 კგ. ძალიან ეფექტურია, მაგრამ დიეტის მერე არაფრით არ შეიძლება გადაძღომა, ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომა. თორემ მთლიანად დაიბრუნებთ უწინდელ წონას. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ შეგიძლიათ იორგუტი მიირთვათ.

ავტორი: სესილი ბერიძე

სტილის გაკვეთილები ოდრი ჰეპბერნისგან



სტილის გაკვეთილები
    ოდრი ჰეპბერნისგან...
ოდრი ჰეპბერნმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო კინოში, არამედ მოდის სამყაროშიც. 4 მაისს ოდრი ჰეპბერნს 84 წელი შეუსრულდებოდა. მისი კარიერის ზენიტში მთელი მსოფლიოს ქალბატონები ცდილობდნენ მიებაძათ მსახიობის მაკიაჟისა და ჩაცმის სტილისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი მოდელიერის იუბერ დე ჟივანშის დამსახურებაა.


მათი თანამშრომლობა დაიწყო ფილმიდან „საბრინა“ და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. რაც შეეხება ფილმს, მან „ოსკარი“ დაიმსახურა კოსტიუმებისთვის, თუმცა დიდების გვირგვინი იუბერს კი არა, მხატვარ ედიტ ჰედს ხვდა წილად. ოდრი ჟივანშის მუზა იყო. მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ჟივანშიმ მოდის სამყარო დატოვა - დიდმა კუტიურიემ თავისი მუზის გარეშე მუშაობა ვერ შეძლო.
ოდრის პოპულარობამ პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია, თუმცა ის სამუდამოდ ლეგენდად დარჩა, მასში ერთდროულად იყო ხორცშესხმული ნიჭი, სილამაზე, გრაციოზულობა და სტილი, რომლის გავლენა თანამედროვე დიზაინერებსაც აშკარად ეტყობათ, მისი გადაფასება შეუძლებელია. ოდრი ჰეპბერნმა მოახერხა საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნა, რომელიც არ ექვემდებარება მოდის ცვალებადობას. მთავარია, დაიცვათ ძირითადი წესი - უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სტილს, შეარჩიეთ მხოლოდ ის, რაც უშუალოდ თქვენ გიხდებათ. ჩვენ კი, თუ ოდრი ჰეპბერნის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, შემოგთავაზებთ მისი სტილის საბაზო ელემენტებს:

                                                                                                  თეთრი პერანგი


თეთრი პერანგი სუპერპოპულარული გახდა ფილმ „რომაული არდადეგების“ შემდეგ. ის მაქსიმალურად სადა უნდა იყოს. თუ ლეგენდარულ მსახიობთან მსგავსების მიღწევა გსურთ, შეგიძლიათ ქამრითაც შეიკრათ.




                "ბალეტკები“

ჰეპბერნის სიმაღლე 170 სანტიმეტრი იყო - იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ქალბატონის სიმაღლეზე ბევრად მეტი. ამიტომ ოდრის არ უყვარდა ქუსლიანი ფეხსაცმელები და უპირატესობას „ბალეტკებს“ ანიჭებდა.


პატარა შავი კაბა
მართალია, ის გაბრიელ შანელმა შექმნა, მაგრამ მის პოპულარიზებაში ლომის წილი მიუძღვის ოდრი ჰეპბერნს ფილმებით „საბრინა“ და „საუზმე ტიფანისთან“. ოღონდ გაითვალისწინეთ, პატარა შავი კაბა მდიდრულ და თვალში საცემ აქსესუარებს მოითხოვს.

                                                                           ყელსახვევი ან გრძელი შარფი

ამ ორ აქსესუარს მსახიობი ხშირად იყენებდა როგორც კინოში, ისე ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ პატარა დეტალებით მას საოცრად ელეგანტური სახის შექმნა შეეძლო.










              „როლინგი“

„როლინგი“, შავი შარვალი-კაპრი და „ბალეტკები“ - ასე გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი ხშირად ჩნდებოდა კინოსტუდიაში. ეს ჩაცმულობა საუკეთესოა ნებისმიერი ასაკის ქალბატონის ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.



ავტორი: სესილი ბერიძე

Jul 18, 2013

რით ხიბლავდა კლეოპატრა მამაკაცებს?


                 
ეგვიპტის დედოფალი 
კაცობრიობის ისტორიაში არც ისე ბევრია ქალი, რომლის შესახებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ყველას სმენია. მათ შორის არის ფიგურა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. რა თქმა უნდა, საუბარია კლეოპატრაზე - ყველაზე საბედისწერო ქალზე ცივილიზაციის ისტორიაში.

აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, კაცობრიობის ისტორიაში რეალურად არსებული ქალბატონებიდან თითქმის ყველაზე ცნობილის ხატება ასოცირდება შეუდარებელი ელიზაბეტ ტეილორის გარეგნობასთან, რომელმაც კლეოპატრას როლი ითამაშა ამავე სახელწოდების ფილმში.
მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ეგვიპტის დედოფალი ასე მიმზიდველად როდი გამოიყურებოდა. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თითქმის ერთი წელი მოანდომეს ამ ცნობილი ბანოვანის რეალური გამოსახულების აღდგენას. კომპიუტერული მოდელის საფუძვლად გამოიყენეს იმ დროის მონეტებზე აღბეჭდილი პორტრეტები და გამოსახულება ბეჭედზე, რომლის ასაკმა დაახლოებით ორი ათასი წელი შეადგინა. მიღებულმა შედეგმა მეცნიერები გააოგნა. აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის დედოფლის იგავმიუწვდომელი სილამაზე მხოლოდ მითია. სამგანზომილებიანი მოდელი გამოსახავს ტანმორჩილ ქალს დაბალი შუბლით, მოკაუჭებული ცხვირით, გამოშვერილი ნიკაპითა და მრუდე ფეხებით. მაშ, რით შეეძლო მოეხიბლა თავისი განსწავლულობის გარდა, იულიუს კეისარი და მისი თანამებრძოლი მარკუს ანტონიუსი? ანდა, გადმოცემის თანახმად, რატომ თანხმდებოდნენ მამაკაცები სიკვდილზე ამ ქალის განსასვენებელში გატარებული თუნდაც ერთი ღამის სანაცვლოდ? ცნობილი ფაქტია, რომ კლეოპატრას ჰქონდა ბრწყინვალე გონება, იყო განათლებული და მშობლიური ბერძნული ენის გარდა იცოდა ლათინური, არამეული, ებრაული და ეგვიპტური ენები.
მაგრამ საეჭვოა, მხოლოდ შესანიშნავი განათლების გამო ჰყოლოდა ურიცხვი თაყვანისმცემელი. 
  როგორც ჩანს, ეს საიდუმლო ყველაზე უკეთ პლუტარქემ ამოხსნა: „ამ ქალს არ გააჩნდა ის სილამაზე, რასაც შეუდარებელი ჰქვია და პირველივე ნახვით გიპყრობს, სამაგიეროდ, ადამიანებისადმი მისი დამოკიდებულება გახლდათ უზადო და ამიტომ გარეგნობა, შეხამებული დამაჯერებელ საუბართან, უნაკლო მომხიბვლელობასთან, რაც თითოეული სიტყვიდან, ყოველი მოძრაობიდან გამოსჭვიოდა, ღრმად იჭრებოდა სულში. თვით მისი ხმის ბგერები ეალერსებოდა და ახარებდა სმენას, ხოლო ენა ნამდვილი მრავალსიმიანი საკრავი იყო, რომელიც ადვილად იმართებოდა ნებისმიერ ჰანგზე, ნებისმიერ კილოზე...“
ამიტომ დაიმახსოვრეთ! სილამაზე ქალის ერთ-ერთი სამკაულია... ერთ-ერთი და არა ერთადერთი!
ავტორი: სესილი ბერიძე                                                                                                            

ცნობილი ლამაზმანების შოკისმომგვრელი ფეხის ტერფები

             ცნობილი ლამაზმანების შოკისმომგვრელი
                                    ფეხის ტერფები

            

როცა შოუბიზნესის ცნობილი ქალბატონების მშვენიერ სახეებს ვუყურებთ, გვგონია, რომ ისინი ყველანაირად სრულყოფილები არიან. თუმცა ყოველთვის ასე არ არის.
მიიჩნევა, რომ ფეხის ტერფი ქალის სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა იმ ლამაზმანების ფეხებს, რომლებიც დღეს ჩვენს ფოტოგალერეაში არიან წარმოდგენილნი, კონკიას ბროლის ქოში ნამდვილად ვერ მოერგება.ფეხის ტერფი დაბადებიდანვე ლამაზი უნდა იყოს, თორემ მას ვერანაირი ხერხით ვერ გავალამაზებთ.თვით უმდიდრეს ცარსკვლავებსაც კი საშინელი ტერფები აქვთ. ნახეთ და თავად შეაფასეთ.



                          შნელ იმანი

                            









   

კეტი ჰოლმსი
                     











უმშვენიერესი ნაომი კემპბელი


                                                                                                         პერის ჰილტონი
                                                                               სარა ჯესიკა პარკერი
ვიქტორია ბექჰემი                                                                
ანჯელინა ჯოლი
ავტორი: სესილი ბერიძე                                                                

Jul 17, 2013

წიწიბურას დიეტა


 
ლამაზი სხეული, არანაირი ზედმეტი კილოგრამი, კმაყოფილი და ბედნიერი იერი – განა ეს ის არ არის, რისკენაც ნებისმიერი ქალი ისწრაფვის? მაგრამ სუსტი სქესის ყველა წრმომადგენელს როდი აქვს ნებისყოფა და საშუალება, დაიცვას მკაცრი დიეტები, მისდიოს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და რეგულარულად სწორად იკვებოს. 

მაშ, როგორ მოვიყვანოთ მოკლე დროში ჩვენი სხეული სასურველ ფორმაში, თანაც ისე, რომ შიმშილით არ მოვიკლათ თავი?


 წიწიბურას სარგებლიანობაზე

ამ ბურღულეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია – ნოყიერსა და გემრიელ წიწიბურას ხშირად ვიყენებთ გარნირად. მაგრამ მოვიდა დრო, ის ორი კვირით ძირითად კერძად გავიხადოთ! დიახ, სწორედ ამდენი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ 5-დან 15 კილოგრამამდე დაიკლოთ წონაში. მაშ ასე, რა საიდუმლოს ინახავს ეს ჯადოსნური დიეტა?

პირველ რიგში, წიწიბურა ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. მეორეც, ის დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას. მესამეც, ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმს წმენდს შლაკებისგან. 

წიწიბურას დიეტის მნიშვნელოვანი წესები


დავიწყოთ იქიდან, რომ მთავარია – სწორად მოამზადოთ ბურღული. ამისათვის აუცილებელია, ღამით დაასხათ წიწიბურას ადუღებული წყალი პროპორციებით: ერთ ჭიქა ბურღულს 2 ჭიქა წყალი და დაახუროთ მჭიდროდ. 

წიწიბურა უნდა მოამზადოთ მარილის, შაქრისა და წიწაკის გარეშე. მოცემულ დიეტაში აქცენტი სწორედ უმარილობაშია, რადგან სწორედ ის იწვევს შეშუპებას და ცელულიტის ჩამოყალიბებას; ასევე, აძლიერებს პროდუქტის გემოს, რაც მადის მომატებას იწვევს. 
რა თქმა უნდა, არანაირი ცხიმი და სოუსი... და რაც მთავარია, სამუდამოდ ვივიწყებთ მაიონეზს!

წიწიბურას დიეტის საფუძვლები

მომზადებული წიწიბურა დილით გაყავით 5 პორციად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით. სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავაც შაქრის გარეშე, მაგრამ არა უმეტეს ორი ფინჯნისა. ამას გარდა, წიწიბურას დიეტას დაუმატეთ მასაჟი, საუნა, სირბილი და ფიტნესი. მხოლოდ "ფაფით" შედეგს კი მიაღწევთ, მაგრამ მიღებულ წონას, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებთ. 


რა თქმა უნდა, მხოლოდ წიწიბურით კვება ორი კვირის განმავლობაში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც გარდა წიწიბურისა, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბოსტნეულის სალათები სანელებლების გარეშე, კეფირი, ჩაი და ყავა. მთავარი წესი ამ დროს ის არის, რომ მთლიანად უარი თქვათ შაქარზე; ასევე, კატეგორიულად იკრძალება საკვების მიღება 18 საათის შემდეგ. ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, თუ მოამზადებთ წიწიბურასგან ოლადებს ან კატლეტებს წიწიბურას ფქვილისგან. 

რაც ყველაზე მთავარია, წიწიბურას დიეტის შემდეგ შეგიძლიათ ჰარმონიულად გადახვიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე. არ ღირს პირველივე დღეს ხარბად მიირთვათ ბიფშტექსები კარტოფილთან ერთად და სვათ "კოკა-კოლა". დიეტის შემდეგ სადილი გაამრავალფეროვნეთ ხილით, ვახშმად დაუმატეთ ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული. დიეტის შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვეულ რაციონში შეიტანეთ – კვერცხი, რძე, მოხარშული ხორცი, ხილი. ერთი სიტყვით, ასე, აუჩქარებლად გადადით კვების ნორმალურ რეჟიმზე. 

ავტორი : სესილი ბერიძე

Jul 16, 2013

2013 წლის 20 საუკეთესო ბიკინი

საცურაო კოსტიუმის არჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კაბისა პირველი პაემნისთვის. სწორედ ბიკინზეა დამოკიდებული, რამდენად მოხდენილად და მოდურად გამოხვალთ პლაჟზე. 

დიზაინერებმა საფუძვლიანად მოინდომეს იმისათვის, რომ ნებისმიერი აღნაგობისა და გემოვნების მქონე ქალმა შეძლოს, იპოვოს 2013 წლის კოლექციაში თავისი ოცნების საცურაო კოსტიუმი. 

ერთიანი ან ცალ-ცალკე, მონოქრომული ან მკვეთრი პრინტებით, გამჭვირვალე ჩანართებითა და რომანტიკული რუშებით, სპორტული ან ვინტაჟური – ნახეთ და აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი.


































             ავტორი: სესილი ბერიძე

ჩვენ ფეისბუქის გვერდზე ––––> http://www.facebook.com/photo.php?fbid=418902651558651&set=a.385170538265196.1073741828.385166078265642&type=1&theater
 ან კომენტარებში :*


Jul 14, 2013

ქვედა კაბის ტიპები:რომელია თქვენთვის იდეალური?

ქვედა კაბის     ტიპები: 

რომელია თქვენთვის იდეალური?


ქვედა კაბა არის ისეთი ტიპის სამოსელი, რომელიც მოიცავს თქვენი ტანის ქვედა ნახევარს.ის შეიძლება მოდიოდეს წელიდან თქვენ ტერფებამდეც კი.თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და ირჩევთ თქვენ სასურველ ქვედა კაბას, მაგრამ მოგიხდებათ თუ არა ის? ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ, თუ როგორი ტიპის ქვედა ბოლო მოგიხდებათ.




               "A"

განმარტება: რატომ ჰქვია ამ ქვედა კაბას A?, რადგანაც წელში არის წვრილი, ბოლოებში კი ფართო.ასეთი ფორმით ის გვაგონებს ლათინურ A ასოს.

ფუნქცია: ეს ქვედა კაბა იდეალურია დაბალი ქალბატონებისთვის




 





       "ფანქარი"

განმარტება: ეს ქვედა კაბა ეშვება წელიდან მუხლებამდე, ან უფრო ქვემოთ.ასეთი ქვედა კაბები მზადდება უფრო ჭიმვადი ქსოვილებისგან.
ფუნქცია: ეს ქვედა კაბა ძალიან მოუხდება გამხდარ და თხელ ქალებს





                                     "მინი"

განმარტება: ეს ქვედა კაბა მუხლის სიგრძეზე მოკლეა.
ფუნქცია: მისი ჩაცმა საუკეთესო საშუალებაა ლამაზი,თხელი ფეხების გამოსაჩენად.












                                   "მაქსი"


განმარტება:ეს ქვედა კაბა დაშვებულია წელიდან კოჭებამდე.მიუხედავად იმისა,რომ ის არ აჩენს ფეხებს ეს ქვედა კაბა მაინც ძალიან პოპულარული და მოდურია.მისი ჩაცმა შეიძლება შემოდგომაზე.
ფუნქცია: მაქსი არის სუსტი გოგონების შესაფერისი,რომლებსაც სურთ ფეხების დამალვა.










გრძელი ქვედა კაბა

განმარტება:გრძელი ქვედა კაბები,რომლებიც დაშვებულნი არიან წელს ზემოდან კოჭებამდე არის ძალიან მოდური.ის ულამაზესია მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან.
ფუნქცია: გრძელი ქვედა კაბები ნებისმიერი ფიგურის ქალბატონებს მოუხდება.განსაკუთრებით, დაბალ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი ფეხები უფრო გრძელნი აღმოჩნდნენ.




ასიმეტრიული ქვედა კაბა

განმარტება:ამ ზაფხულს ძალიან მოდურია ასიმეტრიული ქვედა კაბები.წინ ის ჩანს,როგორც მინი კაბა უკან კი,როგორც გრძელი ქვედა კაბა.ასიმეტრიული კაბებთან ძალიან ლამაზია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.ასეთ ქვედა კაბებს ძალიან უხდებათ წვრილი ქამრები.
ფუნქცია: ასიმეტრიული ქვედა კაბები იდეალურია თხელი, ლამაზფეხებიანი გოგონებისთვის.

                                                                              ავტორი: სესილი ბერიძე


ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: http://facebook.com/4Geogirls