May 26, 2013

ცივი ყავა

ცივი ყავის – ჩემი უსაყვარლესი სასმელის  დასამზადებლად დაგვჭირდება:

            1. ორი ცალი რძიანი ყავა (MacCoffe)
            2. ორი ცალი ნაყინი (გემოვნების მიხედვით)
            3. ორი ჭიქა წყალი
            4. ფილა შოკოლადი
            5. ყინული

ჩაასხით ორი ჭიქა წყალი მიქსერში, ჩააყარეთ შიგ ორი ჭიქა შაქარი და რძიანი ყავა (MacCoffe) შემდეგ ჩააგდეთ ერთი ცალი ნაყინი და ჩართეთ მიქსერი ... შემდეგ მოთქვლეფილი სითხე :) გადმოასხით ჭიქაში, ჩაყარეთ ყინული, შიგნით ჩააგდეთ მეორე ნაყინი და ზემოდან დახეხილი შოკოლადი მოაყარეთ!.. გასინჯეთ და ეს კოქტეილი თქვენი საყვარელი კოკტეილი გახდება... :)


















ავტორი: ქეთევან ბახტაძე

May 22, 2013

მიმზიდველი ფრჩხილები


ქალის ხელი ყოველთვის მოვლილი უნდა იყოს.ხელებით ხვდებიან ქალის ბუნებას– ასაკს,მოწესრიგებულობას.ხელების გასალამაზებლად ლამაზი ფრჩხილებიც საკმარისია.ჩვენი ბლოგი საუკეთეო რჩევებს მოგცემთ იმისათვის,რომ თქვენი ფრჩხილები უნაკლო იყოს.

რამდენიმე რჩევა ფრჩხილის ლაქის წასასმელად:
1. შეეცადეთ ფრჩხილების ქლიბი იყოს კარდონის, რადგან მეტალიკურმა საგნება შესაძლებელია თქვენი ფრჩხილები დააზიანოს.
2. არ გაიქლიბოთ ფრჩხილი გარე მხრის კუთხეებში. ეს მას ასუსტებს.
3. არ მოიჭრათ გამარგრებული კანი. ის ისევ გაიზრდება და უფრო მაგარი გახდება.
4. თქვენი ფრჩხილები დაიცავით მზის მცხუნვარე სხივებისაგან. მზეზე გასვლისას ხელებზე აუცილებლად წაისვით სპეციალური კრემი.
5. მანიკური გაიკეთეთ 7-10 დღეში ერთხელ მაინც.
6. არ გამოიყენოთ ფრჩხილის ლაქის მოსაშორობელი სითხეები, რომლებიც შეიცავენ აცეტონს.
7.  ფრჩხილები ღრმად არ მოიჭრათ.
8. ფრჩხილები დაიჭერით მხოლოდ ერთი მიმართულებით კიდეებიდან ცენტრამდე.
9.  თითები არ გაიპრიალოთ ძალიან ხშირად, რათა ისინი არ გახდეს მყიფე.
10. ლაქი გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა, მშრალ ფრჩხილებზე.
11. მაშინაც კი, თუ ძალიან გაგვიანდებათ ფრჩხილებს არ ჩეუბეროთ ლაქის გაშრობის მიზნით, რადგან ამ შემთხვევაში იგი არც ისე ეფექტურად გამოიყურება.
12. ფრჩხილებისათვის ასევე კარგია ვიტამინები: ვიტამინი A (ბოსტნეული და ხილი), E (ხორბალი, კვერცხი), კალციუმი (ყველი, რძე, იოგურტი), თუთია (ზღვის პროდუქტები), მანგანუმი (ხმელი ნაყოფი, ყავისფერი ბრინჯი) დაეხმარება თქვენი სხეულისა და ფრჩხილების, რათა აიცილონ მავნე ზემოქმედება.  













                                                   


  
                  ამ ფოტოზე კარგად  ჩანს თუ როგორ შეიძლება 
                   მარტივად და ძალიან ლამაზად გავიკეთოთ ფრჩხილები!.. 
 











 ამ ფოტოების მიხევით ჩვენ ვხეავთ რომ კალმისა და ფანქრების დახმერებით შეგვიძლია გავიკეთოთ ლამაზი მანიკური!.. :)

ავტორი: ქეთევან ბახტაძე

May 19, 2013

ნატურალური შამპუნი

დაემშვიდობეთ მშრალ თმას, რადგან დღეს მე შემოგთავაზებთ შამპუნის ინსტრუქციას.დაგვჭირდება:

1. 1 1/2 ჩ.კ თაფლი
2. 1 1/2 ჩ.კ ლიმონის წვენი
3. 1 ჩაის პაკეტი



 გაათბეთ 1 ჭიქა წყალი.არ აადუღოთ!

















1 1/2 ჩ.კ თაფლი და ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ.














ჩაასხით ამ ნარევში 1 ჭიქა თბილი წყალი.ჩაის პაკეტი გახსენით ნარევში მანამ, სანამ ნარევი არ გახდება ნარინჯისფერი.










რჩევები:
#1. ყოველ დაბანამდე თქვენ ესეთი ბუნებრივი "შამპუნი" უნდა დაამზადოთ თითოჯერ.დაიმახსოვრეთ, რომ ეს ნარევი დიდხანს ვერ ძლებს.

#2. წყალი არ უნდა აადუღოთ, რადგანაც ის თავის ქალას დაგიწვავთ და თმასაც გაგიფუჭებთ.


ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ შამპუნი თბილი წყლით, ზეითუნის ზეთით და კვერცხის გულით. დამიჯერეთ, ესეც ძალიან ეფექტურია.

ავტორი: სესილი ბერიძე


May 8, 2013

მოიშორეთ ქერტლი


           7 რჩევა ქერტლის მოსაშორებლად
გცვივათ თეთრი წერტილები თმიდან? არ იღელვოთ ეს უბრალოდ, ქერტლია.ქერტლის მოსაშორებლად მე საუკეთესო რჩევებს მოგცემთ!

1.ქერტლის წარმოქმნა შეიძლება თმის ბრალი არ იყოს.ზოგჯერ ქერტლი იმიტომ ცვივა, რომ კანი კვდება და იშლება.ეს კანი გადმოდის თმაზე, ამიტომაც საუკეთესო რჩევაა თმის ხშირად დაბანა ჰედ ენდ შოლდერსის შამპუნით 2-3 კვირა.იცოდეთ, რომ თმის ძალიან ხშირად დაბანა არ არის სასურველი,კვირაში უნდა დაიბანოთ 3-4ჯერ.

2. შამპუნის თავზე წასმის შემდეგ გაიჩერეთ ის 5-10 წუთით,არ დაიბანოთ,აცადეთ შამპუნს მოქმედება.
3. დაივარცხნეთ თმა, სანამ დაიბანდეთ მას. დავარცხნით თავიდან მოიცილებთ თავის ქალის ბუნებრივ ზეთს, რითაც შამპუნს უფრო გაუადვილდება მოქმედება.





4. ალბათ, არ იცოდით, რომ ქერტლი შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ამიტომაც შეეცადეთ არ ინერვიულოთ და აიცილოთ თავიდან სტრესი!

5. დამტკიცებულია, რომ ქერტლის საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია არაჟანი. არაჟანი თმაზე უნდა შეიზილოთ და დაიცადოთ თმის დაბანამდე 10-15 წუთი :)
6.ქერტლის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია სოდა და ზეთი.2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ 1 ს.კ სოდა,აურიეთ და წაისვით თმაზე.შემდეგ გადაივლეთ და დაიბანეთ თავი ხელმეორედ შამპუნით.
7.ბავშვის ზეთიც ქერტლის მოსაშორებლად ძალიან კარგი საშუალებაა.უბრალოდ ბავშვის ზეთი უნდა შეიზილოთ თავზე.თავის ქალა დაიმასაჟეთ,მაგრამ სიუხეშის გარეშე! შეიხვიეთ თმა პირსახოცით და დაიძინეთ.ძილის დროს ზეთი იმოქმედებს და როცა გაიღვიძებთ თმა უნდა დაიბანოთ.ამას სამუშაო დღეებში ვერ გააკეთებთ,მაგრამ შაბათი ან კვირა მაინც უნდა დაუთმოთ ამ პროცედურას.



ავტორი: სესილი ბერიძე

May 6, 2013

საჩუქრების შეფუთვა

მუყაოს ქაღალდზე ამოჭერით რაიმე ფიგურა,მაგ ვეშაპი.შემდეგ ამ ფიგურას წაუსვით საღებავი,დაადეთ ნაჭერზე რამდენიმეჯერ.ნაჭრის 1 და 3 კუთხე(სურათის მიხედვით) შეკვანძეთ შემდეგ 2 და 4 კუთხეებიც.თქვენი შეფუთვა მზად არის.




























შესაფუთად წვრილი ნაჭერიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.ნაჭრით უბრალოდ უნდა გააკეთოთ ბაფთა.





ფერადი ფურცლები დაჭერით წვრილად ან წრეების ფორმით.ყუთს წაუსვით წებო და ფერადი ფურცლები დააწებეთ

















ასევე საჩუქრის შესაფუთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი მუყაოს ქაღალდი,რომლითაც შეიძლება დაამზადოთ ჩანთა და გაუკეთოთ სახელური.





























ყუთზე შეიძლება დააწებოთ შავი ქაღალდი,რაზეც ძალიან ეფექტურია ცარცის ნაწერები








ვფიქრობ, ძალიან ლამაზია ყუთზე მცენარეები.გაითვალისწინეთ ეს შეფუთვის იდეაც!












საკმაოდ ლამაზი და 2გინალური ბაფთები გამოდის ბუშტებისგანაც.










თუ მცირე ზომის საჩუქარი გაქვთ ძალიან კარგია პირამიდის დამზადება,რომლის დამზადების წესი კარგადაა ასახული ამ სურათზე --------->
















დამეთანხმებით,რომ ნოტებით შეფუთული სასაჩუქრე ყუთი ძალიან ლამაზი და ეფექტურია.სცადეთ თქვენც!












ძალიან ლამაზია ასევე გაზეთებით შეფუთული სასაჩუქრე ყუთი!










ნოტებით და გაზეთებით შეიძლება ამოჭრათ იმ ადამიანის სახელი,რომელსაც უნდა აჩუქოთ საჩუქარი








შეგიძლიათ სიტყვის "კროსვორდი" სადაც მთავარი, ამოსაცნობი სიტყვა იქნება იმ ადამიანის სახელი, ვისაც უნდა აჩუქოთ საჩუქარი, ან მილოცვა,მაგ: გილოცავთ დაბადების დღეს, ბედნიერი ახალი წელი და სხვ.







იმედია, ჩემი პოსტი ძალიან მოგეწონათ და დაგეხმარათ საჩუქრის ლამაზად შეფუთვაში.თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და გაიგებთ ბევრ, საინტერესო ამბებს გოგონებისთვის!

ავტორი: სესილი ბერიძე

ფოტოგენურობა: კარდაშიანის ფოტოგაკვეთილები

არ გიყვართ სურათის გადაღება იმიტომ, რომ არ მოგწონთ, როგორ გამოდიხართ ფოტოზე? საიდან სად, კადრში გიჩნდებათ პუტკუნა ლოყები, ღიპი და სახის უცნაური გამომეტყველება, რაც ხასიათს გიფუჭებთ და კამერასთან პოზირების სურვილს საერთოდ გიქრობთ?


საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება არ შეუძლიათ ფოტოგადაღებების გარეშე და უკლებლივ ყველა კადრში შეუდარებლად გამოდიან. ვარსკვლავური ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება.

მან კარგად იცის, როგორ უნდა გამოვიდეს კარგად ფოტოზე, მიუხედავად თავისი სპეციფიკური გარეგნობისა: დაბალი ქალი სავსე თეძოებით. თუ სერიოზულად ფიქრობთ, კამერა თქვენს მიმართ კეთილად განაწყოთ, ნახეთ, როგორ პოზირებენ ვარსკვლავები!

გთავაზობთ კიმ კარდაშიანის ერთ-ერთ ბოლო ფოტოსესიას, რომლითაც ისწავლით რამდენიმე მარტივ წესს უნაკლო ფოტოგადაღებისთვის.


ვიცილებთ მუცელს!

არასასურველი მუცლის ფოტოზე დამალვა პატარა ეშმაკობით არის შესაძლებელი: კამერის წინ პოზირებისას ოდნავ გაზნიქეთ წელი.














ვითხელებთ გაბუშტულ ცხვირსა და მრგვალ სახეს


პორტრეტული ფოტოს პოპულარული რაკურსი - პოლუპროფილი საშუალებას მოგცემთ, დამალოთ პუტკუნა ლოყები, თვალებისა და წარბების ბუნებრივ ასიმეტრიაში შეიტანოს კორექტივები და ვიზუალურად დაათხელოს მრგვალი ან კვადრატული სახის ფორმა და გაბუშტული ცხვირი.









ვიშორებთ განიერ მხრებს


ნახევრად მობრუნებული რაკურსი წელზემოთ პორტრეტებში ეფექტურად ფარავს განიერ მხრებსა და წელს, მაგრამ ამ დროს მკლავები იმაზე განიერი ჩანს ხოლმე, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ. თუ გინდათ, რომ ესეც გამორიცხოთ, ასწიეთ ხელები და მიიტანეთ თავთან, როგორც ეს კიმს აქვს ამ ფოტოზე.









ვიშორებთ ღაბაბს



ოდნავ უკან გადაწეული თავი დამალავს პატარა ღაბაბს და სახეს ლამაზ ფორმას მისცემს.













მოხდენილი თეძოები


ამ ფოტოზე კიმის მასიური თეძოები ბევრად თხელი ჩანს, იმიტომ, რომ მას მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ აქვს წამოწეული, ხოლო სხეულის სიმძიმე მარცხენა ფეხზე აქვს გადატანილი. ამ პოზაში კიმის ერთ-ერთი თეძო მეორეზე მაღლა გამოჩნდა და მათ შორის მანძილი ვიზუალურად შემცირდა.









ვიშორებთ წიტებს


პორტრეტული ფოტოს გადაღების დროს ეცადეთ, ისუნთქოთ პირით და არა ცხვირით. ასე თქვენ მოადუნებთ სახის კუნთებს და ფოტოზე წიტები აღარ გამოგიჩნდებათ.












არ ვახამხამებთ თვალებს!


თუ გინდათ, რომ ფოტოზე უფრო გამომსახველი მზერა დაფიქსირდეს, გადაღების დროს იყურეთ არა ობიექტივში, არამედ ოდნავ მის ზემოთ. კამერის განათების დროს კი თვალი არ დაგეხუჭებათ, თუ ფოტოაპარატის ჩაჩხაკუნებამდე თვალს დახუჭავთ და ფოტოგრაფის ბრძანებისთანავე - "ვიღებ"- გაახელთ.









ავტორი: სესილი ბერიძე

ტესტი: გვჭირდება დიეტა?

დიეტა იმდენად მოდურად იქცა, რომ ბოლო დროს ისინიც კი "დიეტობენ", ვისაც ამის საჭიროება ნამდვილად არ აქვთ. ტესტის მეშვეობით შეიტყობთ, გჭირდებათ თუ არა დიეტაზე ყოფნა.

1. თქვენი მშობლები ჭარბწონიანობით იტანჯებოდნენ?

ა. არა, ჩემი მშობლები დღემდე ფორმაში არიან.
ბ. ახალგაზრდობაში ისინი გამხდრები იყვნენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად გასუქდნენ.
გ. დიახ, ჩემი მშობლები მსუქნები არიან.

2. დღეში რამდენჯერ მიირთმევთ საჭმელს?

ა. დღეში დაახლოებით 4-ჯერ ვჭამ, ცოტ-ცოტას და ხშირად.
ბ. საუზმობას ყოველთვის ვერ ვახერხებ, თუმცა სადილსა და სამხარს საფუძვლიანად გეახლებით.
გ. როგორც ვახერხებ, ისე ვიკვებები. არასდროს მაქვს დრო სრულფასოვანი საუზმის, სადილის ან სამხრისთვის.

3. გიყვართ ტკბილეული?

ა. ტკბილზე ჭკუას ნამდვილად არ ვკარგავ.
ბ. მიყვარს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზომიერად უნდა მივირთვა
გ. ვგიჟდები. ერთი დღეც არ შემიძლია ტკბილეულის გარეშე.

4. საკმაოდ სტრესული დღის შემდეგ შინ დაბრუნებული იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე ტრადიციულად?

ა. არა, პირიქით, განტვირთვის დღეს ვაწყობ ხოლმე საკვების მხრივ
ბ. მცირე რაოდენობით დელიკატესით ვინებივრებ თავს.
გ. სტრესის მოსახსნელად მხოლოდ გემრიელად, დიდი ულუფებით ჭამა მშველის.

5. ღამე თუ ამდგარხართ ოდესმე საჭმელად?

ა. არა.
ბ. რამდენჯერმე მქონია მსგავსი შემთხვევა.
გ. საჭმელად ღამე ხშირად ვდგები.

6. ქალაქში რითი გადაადგილდებით?

ა. როცა დრო მაქვს, სამსახურში ფეხით მივდივარ და სახლშიც, შეძლებისდაგვარად, ფეხით ვბრუნდები.
ბ. სეირნობისთვის დრო მხოლოდ დასვენების დღეებში მაქვს.
გ. ქალაქში ფეხით, პრაქტიკულად, არ დავდივარ.

7. დააკვირდით თქვენი ბავშვობის ფოტოებს. მათზე მსუქანი ხართ?

ა. არა. მგონი ზედმეტად გამხდარიც კი ვარ.
ბ. ძალიან პატარაობისას მსუქანი ვიყავი, შემდეგ კი ნორმალური წონა მქონდა.
გ. საკმაოდ მსუქანი ვიყავი მთელი ბავშვობა.


ტესტის შედეგები

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ა" ვარიანტი

არანაირი დიეტა და აბები არ გჭირდებათ გასახდომად, რადგან არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, მშობლებს უნდა გადაუხადოთ, რადგან ეს ყველაფერი სწორედ გენეტიკის "ბრალია". რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში წვლილი თქვენც მიგიძღვით, რადგან მუდამ აკონტროლებთ კვების რეჟიმს და ფიზიკურადაც მუდამ აქტიური ხართ. ასე გააგრძელეთ!

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "ბ" ვარიანტი

მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ხართ და ამ ეტაპზე ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ. დროდადრო შესაძლებელია, წონაში რამდენიმე კილოგრამით მოიმატოთ, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას სწრაფად ახერხებთ. თუ თქვენი ცხოვრების რეგულარულ წესად აქცევთ ინტენსიურ ვარჯიშსა და ფიტნესს, ზედმეტი კილოგრამები არასოდეს შეგაწუხებთ.

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს "გ" ვარიანტი

სამწუხაროდ, მუდამ წონის პრობლემა გაწუხებთ. ჭარბწონიანობის პრობლემა თქვენთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია და მის მოგვარებას ათასნაირი ხერხით ცდილობთ. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სიმსუქნისკენ ხართ მიდრეკილი. წონა გამუდმებით თუ არ აკონტროლეთ და დაკლებაზე არ იფიქრეთ, სიმსუქნე მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ.

ავტორი: სესილი ბერიძე